საქონელი და მომსახურებები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები >

საქონელი და მომსახურებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ეს დირექტორია შეიცავს საქონლის და მომსახურებების შესახებ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება შეძენის, რეალიზაციის ან სასაწყობო ოპერაციების შესრულებისას.

ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება ფანჯარა საქონელი ან მომსახურების მეშვეობით, რომელიც შედგება სამი გვერდისგან: ზოგადი, სხვა მონაცემები და საზომი ერთეულები. დირექტორიაში სტრიქონების შევსების, რედაქტირების ან წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

კოდი

საქონლის ან მომსახურების კოდი. ახლად დასამატებელი საქონლის ან მომსახურებისთვის, რიგითი კოდის სახით, სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლო დამატებული საქონლის ან მომსახურების კოდისგან. აუცილებელი ველია.

დასახელება

საქონლის ან მომსახურები დასახელება. აუცილებელი ველია.

სრული დასახელება

საქონლის ან მომსახურების სრული დასახელება (255 სიმბოლო). გამოიყენება დოკუმენტების საბეჭდ ფორმებში.

გამოსახულება

შეიძლება საქონლის გამოსახულების დადება.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Lists_ProductsandServices1

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

ტიპი

იღებს მნიშვნელობებს: 1 - საქონელი ან 2 -მომსახურება. აუცილებელი ველია.

ჯგუფი

საქონლის ან მომსახურებები ჯგუფი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიებიდან საქონლი და მომსახურებების ჯგუფები. აუცილებელი ველია.

ძირითადი საზომი ერთეული

საქონლის ან მომსახურების ის საზომი ერთეული, რომლითაც სრულდება საქონლის არსებობის რაოდენობრივი აღრიცხვა. დოკუმენტებში საქონლის კოდის შეყვანისას დუმილით გამოდის ძირითადი საზომი ერთეული. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საზომი ერთეულები. აუცილებელი ველია.

დამატებითი საზომი ერთეული

უწყისების აგებისას შეიძლება ძირითადი საზომი ერთეულით აღრიცხული რაოდენობის გადაანგარიშება დამატებითი საზომი ერთეულის კოეფიციენტით. იღებს მნიშვნელობებს მოცემული საქონლის ან მომსახურების დირექტორიიდან საზომი ერთეულები. ახალი სტრიქონის შევსებისას ეს ველი იღებს ძირითადი საზომი ერთეულის კოდს, რომელიც შემდგომში შეგიძლიათ შეცვალოთ. აუცილებელი ველია.

თვითღირებულების გამოთვლის მეთოდი

საქონლის თვითღირებულების გამოთვლის მეთოდია უცვლელი FIFO (პირველი შემოსული პირველი გადის), უცვლელი LIFO (ბოლო შემოსული პირველი გადის), საშუალო შეწონილი ფასით. აუცილებელი ველია.

განვიხილოთ ეს მეთოდებო უფრო დაწვრილებით. საშუალო შეწონილი ფასის მეთოდით აღრიცხვისას საქონელი გამოიწერება თვითღირებულებით, რომელიც გამოითვლება გამოწერის თარიღისთვის საქონლის თანხობრივი ნაშთის გაყოფით საქონლის საერთო რაოდენობაზე.  ესეიგი ხდება გაშუალედება გამოწერის მომენტში. FIFO (პირველი შემოსული პირველი გადის) აღირცხვის შემთხვევაში გაყიდვის ან გამოწერის მომენტში საქონელი გამოიწერება იმ პარტიიდან, რომელიც შეძენილ იქნა დასაწყიში, (ამ დროს არსებული პარტიებიდან). LIFO (ბოლო შემოსული პირველი გადის) აღრიცხვის შემთხვევაში პირიქით, საქონელი გამოიწერება იმ პარტიიდან რომელიც შეძენილ იქნა ყველაზე ბოლოს. ეს გამოთვლების უზრუნველყოფა ხორციელდება იმის შედეგად, რომ თითოეული საწყობით წარმოებს შეძენილი პარტიების აღრიცხვა. თვითღირებულება თითოეული საწყობისთვის გამოითვლება ცალკ-ცალკე.  

შტრიხკოდი

საქონლის შტრიხკოდი, შეიძლება სკანერის გამოყენებით შევსება.

დღგ

თუ ალამი ჩართულია, დოკუმენტებში ახალი საქონლის სტრიქონის დამატებისას გამოითვლება დღგ.

პრეისკურანტებში ჩვენება

ეს ალამი გამოიყენება ორი დანიშნულებით:

1. თუ რომელიმე მომხმარებელს დოკუმენტების პარამეტრებში ჩართული აქვს ალამი მხოლოდ პრეისკურანტში შესულების ჩვენება, მაშინ მოცემული მომხმარებლისთვის ყველა საქონლის ამორჩევის სიებში აისახება მხოლოდ ის საქონელი, რომელთათვისაც ჩართულია ალამი პრეისკურანტებში ჩვენება.

2. ნებადართულია მოცემული საქონლის ჩართვა ან გამოტოვება პრეისკურანტის აგებისას.

ასაწონი

აღინიშნება მოცემული საქონელი ასაწონია თუ არა. გამოიყენება სასწორით მუშაობისას.

 

გვერდს სხვა მონაცემები აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Lists_ProductsandServices2

გვერდს სხვა მონაცემები აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

ქვეყანა

საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან ქვეყნები. ამ ველის მნიშვნელობა ავტომატურად ივსება დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი საქონლის ახალი სტრიქონის შევსებისას პარტიის დამახასიათებელ მნიშვნელობად.

მწარმოებელი

საქონლის მწარმოებელი ორგანიზაცია. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან მწარმოებლები. ამ ველის მნიშვნელობა ავტომატურად ივსება დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი საქონლის ახალი სტრიქონის შევსებისას პარტიის დამახასიათებელ მნიშვნელობად

თავისებურება 1

საქონლის მახასიათებელი თავისებურების კოდი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან თავისებურებების მნიშვნელობები. ამ ველის მნიშვნელობა ავტომატურად ივსება დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი საქონლის ახალი სტრიქონის შევსებისას პარტიის დამახასიათებელ მნიშვნელობად.

თავისებურება 2

საქონლის მახასიათებელი თავისებურების კოდი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან თავისებურებების მნიშვნელობები. ამ ველის მნიშვნელობა ავტომატურად ივსება დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი საქონლის ახალი სტრიქონის შევსებისას პარტიის დამახასიათებელ მნიშვნელობად.

აღწერა

საქონლის ან მომსახურების აღწერა.

გარე კოდი

საქონლის ან მომსახურების გარე კოდი, AS დანარჩენ სისტემებთან დაკავშირებისთვის.

მინიმალური რაოდენობა

საქონლის ნაშთის რაოდენობრივი სიდიდე, რომლის არსებობა აუცილებელია ორგანიზაციაში. აისახება ძირითადი საზომი ერთეულით. აღნიშნული მანიშნებელი გვაძლევს საშუალებას უწყისი ცნობა საქონლის არსებობაზე აგებას მხოლოდ იმ საქონლებისთვის, რომელთა ნაშთები ნაკლებია მოცემულ სიდიდეებზე. ამისათვის საჭიროა უწყისის გამოძახებისას დიალოგურ ფანჯარაში მონიშნოთ ალამი მინიმალურზე მცირე რაოდენობების ჩვენება.

ბონუსის %/ერთეული

ბონუსის % გამოიყენება გაყიდვის რეგისტრაციისას დოკუმენტით გაყიდვები (ქვითარი), თუ პარამეტრებში, ჩანართში მთავარი, ბონუსი ტიპში მითითებულია 1 - პროცენტული, და დაგროვების მეთოდი შერჩეულია 1 - მარტივი, ერთეულიები გამოიყენება, თუ პარამეტრებში, გვერდზე მთავარი, ბონუსი ტიპში მითითებულია 2 - ჯამური.

ფასნამატი %

ამ ველში მონიშნული პროცენტი გამოიყენება დოკუმენტით საწყობის შემოსავლისს ორდერი (საცალო) საქონლის შემოსავლისას გასაყიდი ფასის შემოთავაზებისას შეძენის ფასე დაყრდნობით. თუ ამ ველის მნიშვნელობა არ არის შევსებული, გასაყიდი ფასის გამოტანისას სისტემა სარგებლობს ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მდებარე ფასნამატის პროცენტიდან.

დამატ. ხარჯ. კოეფ.

დამატებითი ხარჯების განაწილების კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება დოკუმენტში დამატებითი ხარჯების განაწილება, როდესაც არჩეულია დისტრიბუციის ბაზად რაოდენობა X კოეფიციენტი.

ფასდაკლება (%)

ფასდაკლების პროცენტი, რომელიც გამოიყენება კონკრეტულად ამ საქონლისთვის დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი).

 

გვერდს საზომი ერთეულები აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Lists_ProductsandServices10

ამ გვერდზე შესაძლებელია საქონლის ან მომსახურების ახალი საზომი ერთეულის დამატება ან არსებულის წაშლა.

სიის შევსებისთვის გამოიყენება შემდეგი ბრძანებები: დამატება add16, წაშლა Trash-icon16 და კოპირება copy16.

სიებთან მუშაობა დაწვრილების აღწერილია გაყოფილებაში ჩამონათვალი. საზომი ერთეულების შესწორება ასევე შესაძლებელია დირექტორიიდან საქონლის და მომსახურების საზომი ერთეულები.

ამ გვერდიდან შეუძლებელია საზომი ერთეულის ამოშლა, თუ მასზე არსებობს რაიმე ტიპის ოპერაცია.

გვერდი საზომი ერთეულები შეიცავს შემდეგ სვეტებს:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

საზომი ერთეულის კოდი, რომელიც შესაძლებელია ავირჩიოთ დირექტორიიდან საზომი ერთეულები.

შემოკლება

საზომი ერთეულის მოკლე დასახელება.

კოეფიციენტი

საზომი ერთეულის კოეფიციენტი.

ძირითადი

მოსანიშნი ტიპის სვეტია. ამასთან მხოლოდ ერთი საზომი ერთეული შესაძლებელია იყოს ძირითადი.

 

გვერდს შტრიხკოდები აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Lists_ProductsandServices5

გვერდზე შტრიხკოდები მითითებულია საქონლის ყველა შტრიხკოდი, ყველა საზომი ერთეულის მიხედვით.

სიის შევსებისთვის გამოიყენება შემდეგი ბრძანებები: დამატება add16, წაშლა Trash-icon16 და კოპირება copy16.

სიებთან მუშაობა დაწვრილების აღწერილია გაყოფილებაში ჩამონათვალი. NewBarcode ღილაკის გამოყენებით მომდინარე სტრიქონში გენერირდება შტრიხკოდი. შტრიხკოდების  გასწორება ასევე შესაძლებელია დირექტორიიდან შტრიხკოდები.

გვერდი შტრიხკოდები შეიცავს შემდეგ სვეტებს:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

საზომი ერთეულის კოდი, რომელიც შესაძლებელია ავირჩიოთ დირექტორიიდან საზომი ერთეულები.

შემოკლება

საზომი ერთეულის მოკლე დასახელება.

შტრიხკოდი

საქონლის შტრიხკოდი რომელთანაც დაკავშირებულია საზომ ერთეულთან.

 

საქონლის ან მომსახურების ბარათიდან შეიძლება აგრეთვე უწყისების აგება. ამისათვის ბარათის ლენტის ჩანართიდან სხვა საჭიროა შესაბამისი უწყისის შერჩევა, რომლის დიალოგურ ფანჯარაში ავტომტურად გადავა მოცემული საქონლის ან მომსახურების კოდი.

 

Purchases_Lists_ProductsandServices3

 

იგივე უწყისების აგება შეიძლება აგრეთვე დირექტორიიდან საქონელი და მომსახურებები მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან ბრძანება უწყისების არჩევით.  გახსნილი ფანჯრიდან მაუსის ორმაგი დაწკაპუნებით შეიძლება შემოთავაზებული უწყისების გამოძახება.

ამ დირექტორიიდან შეუძლებელია სტრიქონის წაშლა, თუ მისი მეშვეობით ჩაწერილია ოპერაცია.

დირექტორიიდან შეიძლება პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები აღნიშნული თერმული პრინტერით შტრიხკოდის შემცველი იარლიყის ამობეჭდვა. ამისათვის საჭიროა კონტექსტური მენიუდან ბრძანება იარლიყის ამობეჭდვას შესრულება, რომლის გამოძახებაც შეიძლება როგორც მიმდინარე სტრიქონის, აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის. ბრძანების ამორჩევის შემდეგ საჭიროა ამოსაბეჭდი იარლიყების რაოდენობის, ფასის და ტიპის მითითება.

 

დირექტორიის კონტექსტური მენიუდან შესაძლებელია:

 

ბრძანების "ფასები" გამოყენებით შესაძლებელია საქონლის ფასების ცვლილების ისტორიის დათვალიერება გარკვეული პერიოდისთვის. ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების "ფასების ფორმირება" გამოყენებით შესაძლებელია საქონლის ახალი ფასის დადგენა. ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების "საზომი ერთეულები" გამოყენებით  შესაძლებელია საქონლის ყველა საზომი ერთეულის დათვალიერება.

ბრძანების "შტრიხკოდები" გამოყენებით  შესაძლებელია საქონლის ყველა შტრიხკოდის დათვალიერება.

ბრძანების "კომპლექტების ინგრედიენტები" გამოყენებით  შესაძლებელია საქონლის შემადგენელი ნაწილების დათვალიერება.

ბრძანების "იარლიყის ამობეჭდვა" გამოყენებით  შესაძლებელია საქონლის იარლიყის საბეჭდი ფორმის დათვალიერება.  ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების "დოკუმენტის შექმნა გამოყენებით" შეგვიძლია შევქმნათ საწყობის შემოსავლის ორდერი, გაყიდვები ან გაყიდვები (ქვითარი). ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების "უწყისები" გამოყენებით შესაძლებელია მიმდინარე საქონლისა ან მომსახურების უწყისების გამოძახება.

ბრძანების "კოდის რედაქტირება" გამოყენებით  შესაძლებელია საქონლისთვის ახალი კოდის მინიჭება.

ბრძანების "შტრიხკოდით ძიება" გამოყენებით შესაძლებელია შტრიხკოდის შესაბამისი საქონლის მონიშვნა.

ბრძანების "ახალი შტრიხკოდის ფორმირება" გამოყენებით შესაძლებელია საქონლის შტრიხკოდის ავტოგენერაცია, იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ არქვ გაწერილი არც ერთი შტრიხკოდი. ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების "მომწოდებლის საქონელი" გამოყენებით შესაძლებელია საქონლის შესაბამისი მომწოდებლის საქონლის სიის გახსნა.

ბრძანების "ექსპორტირება" მეშვეობით იქმნება ელ.სასწორის ან მონაცემების შეგროვების ტერმინალის საიმპორტო ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოცემული საქონლის შესახებ. ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

ბრძანების მონიშნული სტრიქონების რედაქტირება გამოყენებით შესაძლებელია დირექტორისს ზოგიერთი ველის რედაქტირება, მათ შორის: ჯგუფი, დამატებითი საზომი ერთეული, თვითღირებულების გამოთვლის მეთოდი, დღგ, პრეისკურანტსი ჩვენება, ასაწონი, ქვეყანა, მწარმოებელი, თავისებურება 1, თავისებურება 2, მინიმალური რაოდენობა, ფასნამატი %, დამატ. ხარჯ. კოეფ., ფასდაკლება (%)

 

 

note შენიშვნა

დირექტორია საქონელი და მომსახურებების იმპორტირება შეიძლება MS Excel-დან GoodsServicesImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import (მაგალითად C։\Program Files\Armenian Software\AS-Trade 7\Import)։