მომხმარებლები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

მომხმარებლები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჩამონათვალში მომხმარებლები ჩანს სისტემაში დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი.  ამ ჩამონათვალზე იხსნება კონტექსტური მენიუ, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისგან: დამატება, რედაქტირება, წაშლა, ასლი, მომხმარებლის უფლებები, საწყობების პარამეტრები და დოკუმენტების პარამეტრები.

მომხმარებლის დამატებისას უნდა შეავსოთ შემდეგი ველები მომხმარებლის სახელი, მომხმარებლის აღწერილობა, პაროლი, დაადასტურეთ პაროლი (უნდა დაემთხვეს პაროლი ველის მნიშვნელობას).

 

AdminTools.Users1

 

თუ ჩართულია ალამი შესვლა ნებადართულია მომხმარებელს შეუძლია სისტემაში შესვლა.

თუ ჩართულია ალამი ადმინისტრატორია, მომხმარებელი იღებს ადმინისტრატორის დამატებით უფლებებს. ესინია:

ადმინისტრატორის ინსტრუმენტები ჩამონათვალში მდებარე პუნქტებზე წვდომა.

სანდოობის თარიღის გადატანა ოპერაციის შესრულება,

პარამეტრებში ზოგიერთი ჩანართების რედაქტირება.

 

სალაროს ოპერატორი - იწერება სალაროს ოპერატორის კოდი, რომელიც საჭიროა სსა-სთან დასაკავშირებლად.

სალაროს ოპერატორის პაროლი - იწერება სალაროს ოპერატორის პაროლი.

 

რედაქტირებისას არ შეიძლება მხოლოდ მომხმარებლის სახელის შეცვლა.

არ შეიძლება Admin სახელით მომხმარებლის წაშლა. გარდა ამისა არ არის ნებადართული ამ მომენტისთვის მონაცემთა ბაზებთან მომუშავე მომხმარებლების წაშლა.

მომხმარებლის პაროლის შეცვლა შესაძლებელია WorkBeginning ჩამონათვალის ბრძანების Keysპაროლის შეცვლა მეშვეობით.

 

ბრძანების მომხმარებლის უფლებები შედეგად იხსნება შემდეგი ჩამონათვალი.

 

AdminTools.Users

 

ველი

დანიშნულება

ექსპლორერის მენიუ

ქვესისტემების მენიუს სამუშაო პუნქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მოცემული მომხმარებლისათვის.

მენიუს პუნქტის ჩართვა/გამორთვა

თუ მონიშნულია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მენიუს შესაბამისი პუნქტი.

ჩამონათვლის შეცვლის შესაძლებლობა

თუ მონიშნულია, მოცემული მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომია შეიტანოს ცვლილება ჩამონათვალში (ჟურნალები, უწყისები და დირექტორიები). ეს სვეტი არ მოქმედებს მხოლოდ დოკუმენტებისთვის.

note შენიშვნა: ოპერაციებად არ ითვლება ის კონტექსტური ბრძანებები, რომლებიც არ იწვევს მონაცემთა

 ცვლილებას (მაგ: ნახვა ამობეჭდვამდე)

ჩამონათვალის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან იხსნება შემდეგი ოპერაციები:

ჩამონათვლის პუნქტის ხელმისაწვდომობის შეცვლა. ცვლის სვეტის მნიშვნელობას.

ჩამონათვლის შეცვლის უფლება. ცვლის სვეტის მნიშვნელობას.

ბრძანების საწყობების პარამეტრები მეშვეობით გახსნილ ფანჯარაში შეიძლება მოცემული მომხმარებლის ორგანიზაციაში არსებულ საწყობებთან წვდომის უფლებების განსაზღვრა.

AdminTools_Users2

თუ საწყობთან მონიშნულია ალამი ხელმისაწვდომია, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს ამ საწყობში საქონლის შემოსავლები და გასავლები ჩაწეროს. თუ ალამი არ არის ჩართული, მაშინ მომხმარებელს არ აქვს უფლება საწყობში საქონელი შეიტანოს ან გამოწეროს. თუ მონიშნულია ალამი დათვალიერების უფლება, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს ნახოს ამ საწყობში არსებული ნაშთები და გატარებული ოპერაციები. თუ მონიშნულია აგრეთვე ალამი არსებულზე მეტის გამოწერის ნებართვა, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს ამ საწყობიდან გამოწეროს არსებულ რაოდენობაზე მეტი.  ველი არსებულზე მეტის გამოწერისას გაფრთხილება აქტიურია, როდესაც მონიშნულია ალამი არსებულზე მეტის გამოწერის ნებართვა. საქონლის გადაადგილება, კომპლექტაცია და დეკომპლექტაცია დოკუმენტებში საწყობის ხელმისაწვდომობა მოწმდება მხოლოდ გასავლის საწყობისთვის. სურათში გამოსახულ შემთხვევაში მოხმარებელს USER შეუძლია დოკუმენტის ჩაწერა, მხოლოდ თუ გასავლის საწყობი არის სავაჭრო წერტილი ან კომპიუტერების აწყობის განყოფილება. ადმინისტრატორისთვის მისაწვდომია ყველა საწყობი.  

ბრძანების წვდომა სალაროებზე მეშვეობით იხსნება ფანჯარა, რომელშიც შეიძლება მოცემული მომხმარებლისთვის ორგანიზაციაში არსებულ სალაროებთან წვდომის უფლებების განსაზღვრა.AdminTools_Users7

ბრძანებით დოკუმენტები პარამეტრები იხსნება ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი გვერდები წინასწარგანსაზღვრული მნიშვნელობები, სამუშაოს შეზღუდვები და გაყიდვები (ქვითარი).
გვერდს წინასწარგანსაზღვრული მნიშვნელობების აქვს შემდეგი სახე:

AdminTools_Users3

აღნიშნული მომხმარებლის მიერ დოკუმენტის შეყვანისას ეს ველები ავტომატურად ივსება აღნიშნული მნიშვნელობებით. მაგალითად: დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერის შევსებისას საწყობი, მომწოდებელი და ფასთა სახეობები ველები ივსება შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.
გვერდს სამუშაოს შეზღუდვები აქვს შემდეგი სახე:

AdminTools_Users4

მიმდინარე თარიღის გამოყენება კრიტერიუმი სამუშაო პერიოდს განსაზღვრავს მიმდინარე თარიღით.

სამუშაო პერიოდი განსაზღვრავს, მოცემულ მომხამრებელს რომელ პერიოდში შეუძლია დოკუმენტების შექმნა, რედაქტირება ან წაშლა. თუ მოცემული მომხმარებლისთვის არ არის განსაზღვრული სამუშაო პერიოდი, მაშინ ოპერაციების შესრულება იზღუდება პარამეტრებიში გვერდზე ზოგადი განსაზღვრული სამუშაო პერიოდით.
 

ველი

დანიშნულება

გასაყიდი ფასის რედაქტირების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია მომხმარებელს შეუძლია გასაყიდი ფასის რედაქტირება დოკუმენტებში გაყიდვები და გაყიდვები (ქვითარი).

ფასდაკლებული ფასის რედაქტირების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია მომხმარებელს შეუძლია ფასდაკლებული ფასის რედაქტირება დოკუმენტებში გაყიდვები და გაყიდვები (ქვითარი).

ახალი გაყიდვის ჩაწერისას თანხის ავტომატური ფასდაკლება

თუ ალამი ჩართულია, მაშინ როდესაც მომხმარებელი ავსებს ახალ დოკუმენტებს გაყიდვები, ან გაყიდვები (ქვითარი) და დოკუმენტის თანხა შეესაბამება დირექტორიის ფასდაკლების შკალა რომელიმე სტრიქონს, საქონლის ჩამონათვალში შევსებულ ყველა სტრიქონზე გამოიყენება ფასდაკლების შესაბამისი პროცენტი. ფასდაკლების ავტომატური გადაანგარიშება სრულდება აგრეთვე დოკუმენტში ახალი სტრიქონის დამატებისას, სტრიქონის რედაქტირებისას ან წაშლისას.  თუ ეს ალამი ჩართულია დოკუმენტებში გაყიდვები , ან გაყიდვები (ქვითარი) ღილაკი ფასდაკლება არ ჩანს.

მხოლოდ პრეისკურანტში შესულების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია მოცემული მომხმარებლისთვის საქონლის ამორჩევის ყველა სიაში ჩანს მხოლოდ ის საქონელი, რომელთათვის დირექტორიაში საქონელი და მომსახურებები ჩართულია ალამი პრეისკურანტში ჩვენება. ამისა მიუხედავად, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ საქონელთან მუშაობა კლავიატურიდან ამ საქონლის კოდის შეყვანით.  

საქონლის თვითღირებულების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოცემულ მომხმარებელს შეუძლია საქონლის თვითღირებულების ნახვა.

დებიტორული დავალიანების ლიმიტის გადაჭარბების ნებართვა გაყიდვისას

თუ ალამი ჩართულია მომხმარებელს შეუძლია დებიტორული დავალიანების ლიმიტის გადაჭარბება დოკუმენტებში გაყიდვები და გაყიდვები (ქვითარი). დებიტორული დავალიანების ლიმიტის დადგენა ხდება დირექტორიაში ხელშეკრულებები.

ყველა სტრიქონის 100%-იანი ფასდაკლებით გაყიდვის ნებართვა

თუ ალამი ჩართულია მომხმარებელს შეუძლია 100%-იანი ფასდაკლების გამოყენება ყველა სტრიქონზე.

 

გვერდს გაყიდვები (ქვითარი) აქვს შემდეგი სახე:

 

AdminTools_Users5

 

ველი

დანიშნულება

ქვითრის მარტივი რეჟიმის გამოყენება

თუ ალამი ჩართულია დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) ზოგიერთ ველებში, სვეტები და ღილაკები იმალება მის გასამარტივებლად.

მრავალსაწყობიანი რეჟიმი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს უფლება გაყიდოს საქონელი სხვადასხვა საწყობიდან.

მიმდინარე სტრიქონის პანელი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) ემატება ახალი ფანჯარა, რომელშიც ჩანს მიმდინარე (აქტიური) ველი. მოცემული ველის გადატანა შესაძლებელია გარე მონიტორზე.

გამოსახულების ჩვენება მიმდინარე სტრიქონის პანელზე

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მიმდინარე სტრიქონის პანელზე გამოჩნდება პროდუქციის გამოსახულება.

მომხმარებლის ეკრანი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მყიდველი შეძლებს დაინახოს მიმდინარე სტრიქონის ინფორმაცია კომპიუტერზე მიერთებულ დამატებით ეკრანზე.

გაყიდვების წერტილი (POS)-ტერმინალის მოწმოდებელი ბანკი

გაყიდვების წერტილი (POS)-ტერმინალის მომწოდებელი ბანკი-პარტნიორის მონიშვნა.

გაყიდვების წერტილი (POS)-ტერმინალის მოწოდების ხელშეკრულება

გაყიდვების წერტილი (POS)-ტერმინალის მომწოდებელი ბანკი-პარტნიორის ხელშეკრულების შევსება.

ფასის სახეობა

დაიწერება იმ ფასის სახეობის კოდი, რომელსაც მომხმარებელი ავტომატურად გამოიყენებს დოკუმენტში.

საქონლის სტრიქონის რედაქტირების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მომხმარებელს შეუძლია წაშალოს ან დაარედაქტიროს საქონლის სტრიქონი.

 

ჩანართს "სასაქონლო ჩეკის ბეჭდვის პარამეტრები" აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

ბეჭდვა და ახალი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ სსა ჩეკის ამობეჭდვის შემდეგ მიმდინარე გაყიდვები (ქვითარი) დაიხურება და გაისხნება ახალი დოკუმენტი.

ამობეჭვდის შაბლონი

შეგიძლიათ ამოირჩიოთ ჩეკის ამობეჭდვის შაბლონი.

 

ჩანართს "სსა ჩეკის პარამეტრები" აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

ასევე სასაქონლო ჩეკის ბეჭდვა

თუ ალამი ჩართულია, სსა ჩეკის ამობეჭდვისას ასევე ამოიბეჭდება სასაქონლო ჩეკი.

ბეჭდვა და ახალი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ სსა ჩეკის ამობეჭდვის შემდეგ მიმდინარე გაყიდვები (ქვითარი) დაიხურება და გაისხნება ახალი დოკუმენტი.

სსა ჩეკის ბეჭდვა კრედიტისთვის

თუ ალამი მონიშნულია, მაშინ შეიძლება სსა ჩეკის ბეჭდვა კრედიტით რეალიზაციის დროს.

ბეჭდვისას პროდუქტის კოდი

იღებს შემდეგ მნიშვნელობას: 1 - კოდი, 2 - ჯგუფის კოდი.

ბეჭდვისას პროდუქტის დასახელება

იღებს შემდეგ მნიშვნელობას: 1 - დასახელება, 2 - სრული დასახელება, 3 - აღწერა, 4 - ჯგუფის სახელი.

 

ველების პარამეტრები ნაწილში უნდა მონიშნოთ, თუ მოცემულ მომხმარებელს დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) შეუძლია თუ არა ველების თარიღი, საწყობი, სალარო, მყიდველი ან გამყიდველი რედაქტირება.

სვეტების პარამეტრები ნაწილში უნდა მონიშნოთ, თუ მოცემულ მომხმარებელთან ჩანს თუ არა დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარის) ჩამონათვალში სვეტები ფასდაკლების პროცენტი, ფასდაკლებული ფასი, ფასდაკლების თანხა, დღგ და პარტია.

ბრძანებები ნაწილში დამატებულია სწრაფი წვდომის ღილაკების შეცვლის შესაძლებლობა დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარის) სხვადასხვა ბრძანებისათვის. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თითეული ბრძანებისთვის წინასწარგანსაზღვრული მნიშვნელობებიდან აირჩიოს სწრაფი წვდომის ღილაკი, ხოლო ღილაკის "ძირითადი მნიშვნელობა" დაჭერისას ველი შეივსება სისტემის მიერ შეთავაზებული ღილაკით.

 

გვერდს გაყიდვების წერტილი (POS) აქვს შემდეგი სახე:

 

AdminTools_Users8

 

ველი

დანიშნულება

დაბრუნების დოკუმენტის შექმნის ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს დაბრუნების დოკუმენტის შექმნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის გატარება.

ფასების რედაქტირების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს ფასების რედაქტირების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის გატარება.

სტრიქონის წაშლის ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს სტრიქონების წაშლის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის გატარება.

რაოდნობის შემცირების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს რაოდენობის შემცირების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის გატარება.

კლავიატურის დახმარებით ბარათის შეყვანის ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ შესაძლებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის კოდის ხელით შეყვანა.

მონიშნული ბარათის წაშლის ნებართვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მომხმარებელს აქვს მონიშნული პარტნიორის ბარათის წაშლის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ბარათის გატარება.

გადადებული გაყიდვის დოკუმენტების არსებობისას სალაროს ცვლის დახურვის აკრძალვა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ გადადებული გაყიდვის დოუმენტის არსებობის შემთხვევაში ცვლის დახურვა იქნება შეუძლებელი.

 

ბრძანების ფავორიტი საქონელი და მომსახურება არჩევისას გადავდივართ შემდეგ გვერდზე:

 

AdminTools_Users6

 

აქ განისაზღვრება მოცემული მომხმარებლისთვის ის ფავორიტი საქონელი და მომსახურება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გაყიდვის დროს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს დოკუმეტში გაყიდვები (ქვითარი) (F12) სწრაფად დავამატოთ სტრიქონი. ფავორიტი საქონელი და მომსახურების არჩევისათვის საჭიროა შევავსოთ კოდი, საქონელის ან მომსახურების საზომი ერთეული და სწრაფი წვდომის ღილაკი.