საქონლის გადაადგილება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საქონლის გადაადგილება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საქონლის გადაადგილება გათვალისწინებულია ორგანიზაციის ერთი საწყობიდან მეორეში საქონლის გადაადგილების ჩასაწერად. როდესაც საქონელი გადაადგილდება საცალო საწყობში, წარმოიშვება გასაყიდი ფასის მითითების საჭიროება. დოკუმენტში მითითებული ფასები შემდგომში წარმოადგენს საფუძველს საცალო საწყობში გაყიდვის და აღრიცხვისთვის. გაყიდვის ჩაწერისას ფასების შეცვლა არ არის ნებადართული. გასაყიდი ფასების შეცვლის შესასრულებლად გათვალისწინებულია დოკუმენტი საქონლის გადაფასება (საცალო). როდესაც საქონელი გადაადგილდება საცალო საწყობიდან, სისტემა ავტომატურად ავსებს მოცემულ საწყობში მოცემული საქონლისთვის განსაზღვრულ გასაყიდ ფასს. თუ მოცემული საქონლისთვის საწყობში განსაზღვრულია რამოდენიმე გასაყიდი ფასი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია მათგან რომელიმეს არჩევა. სისტემა ავტომატურად ავსებს განსაზღვრული ფასებიდან მინიმალურს.

დოკუმენტის ჩაწერა სრულდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და ზედნადები.
მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

საქონლის გადაადგილების დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის საქონლის გადაადგილება ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმენტი

დოკუმენტის საქონლის გადაადგილება საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება საქონლის გადაადგილება. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება იყოს დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი ან საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით. ამ დოკუმენტის ფორმირება შემოსავლის ორდერის საფუძველზე იმ შემთხვევაშია მოხერხებული, როდესაც, მაგალითად: საჭიროა ახლად შეყვანილი ყველა საქონლის უშუალო გადატანა საბითუმო საწყობიდან საცალო საწყობში.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც გადაიტანება საქონელი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც ხდება საქონლის შეტანა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს სახე:

 

Warehouse_Documents_Movement

 

ველი

დანიშნულება

ფასის სახეობა

ჩამონათვალი ტიპის ველია. ამ ველის მნიშვნელობა განსხვავდება, შემოსავლის საწყობის ტიპიდან გამომდინარე.  

  1. თუ შემოსავლის და გასავლის საწყობები ორივე საბითუმოა, მაშინ დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში აისახება მოცემული ტიპის ფასები.

   2. თუ გასავლის საწყობი საბითუმოა, შემოსავლის საცალო, მაშინ ჩამონათვალში ემატება სვეტები გასაყიდი ფასი და თანხა და სტრიქონის დამატებისას სისტემა გასაყიდი ფასის სახით ავტომატურად ავსებს მოცემული ტიპის ფასს. ავტომატური შევსებისგან დამოუკიდებლად, მომხარებელს შეუძლია გასაყიდი ფასების კლავიატურიდან შეყვანა.

   3. თუ გასავლის საწყობი საცალოა, მაშინ ეს ველი დახურულია რედაქტირებისთვის.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

ჩამონათვალში ივსება გადასატანი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, გასაყიდი ფასი, პარტია და თანხა.

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5
 
გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

Warehouse_Documents_Movement1

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება

ტრანსპ. სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი ავტომატურად.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების ხარჯის თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

მთავარი ბუღალტერი

ივსება მთავარი ბუღალტრის სახელი და გვარი.