საქონლის გადაფასება (საცალო)

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საქონლის გადაფასება (საცალო)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საქონელთა გადაფასება (საცალო) გამოიყენება საქონლის გასაყიდი ფასების გადაფასებისთვის საცალო საწყობში.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი საქონელთა გადაფასება (საცალო) ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება საქონლის გადაფასება. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება იყოს დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი ან საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

საწყობი

საცალო საწყობი სადაც მიმდინარეობს საქონლის გასაყიდი ფასების გადაფასება. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

 
დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_RevaluationRetail
 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. რადგან საცალო საწყობში გასაყიდი ფასები აღირიცხება ლარში, მაშინ ამ ველში ივსება GEL.

ფასის სახეობა

ცხრილში საქონლის ჩამონათვალი საქონლის ახალი გასაყიდი ფასების შევსება შეიძლება სისტემაში წარმოებული ფასთა სახეობებიდან (პრეისკურანტებიდან) გამომდინარე. არჩევის დადასტურების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ სვეტი ახალი ფასის შევსებას აღნიშნული ფასის სახეობით.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

საქონლის ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

ღილაკზე ჩატვირთვა fill დაჭერისას ფანჯარაში საქონლის ჩამონათვალი ივსება დოკუმენტის თარიღით საწყობში აღრიცხული საქონელი მათი რაოდენობებით და გასაყიდი ფასებით. თუ საქონელს აქვს ერთზე მეტი გასაყიდი ფასი, მაშინ ჩამონათვალში ისინი აისახება ცალკეულ სტრიქონებში.

შესაძლებელია გადაფასების დროს გაჩნდეს საჭიროება სვეტზე ძველი ფასი პროცენტის და დამრგვალების ხარისხის გამოყენებით, სვეტი ახალი ფასის მნიშვნელობის მიღება. პროცენტის საფუძველზე ძველი ფასების გადაფასება სრულდება ღილაკი ახალი ფასის ფორმირების  desginnewprices მეშვეობით. ღილაკზე დაჭერისას იხსნება ფანჯარა, სადაც ინიშნება პროცენტი (შეიძლება აგრეთვე უარყოფითი პროცენტის მითითება) და დამრგვალების ხარისხი.  OK ღილაკზე დაჭერის და ფასების შეცვლის შესახებ შეტყობინების დადასტურების შემდეგ შესრულდება ძველი ფასების გადაფასება. 

ცხრილი საქონლის ჩამონათვალი შეიცავს შემდეგ სვეტებს:

ველი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდი. თუ ცნობარში საქონელი მოცემული საქონელი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან ღილაკზე avelacnel დაჭერით. საქონლის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel .

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

საქონლის ძირითადი საზომი ერთეული.

რაოდენობა

მოცემული საქონლის არსებობა ძირითადი საზომი ერთეულით მოცემულ საცალო საწყობში.

ძველი ფასი

საქონლის გასაყიდი ფასი. არ ექვემდებარება რედაქტირებას. ჩამონათვალში სტრიქონის დამატების შემდეგ ამ ველში ავტომატურად ივსება საცალო საწყობებში აღნიშნული საქონლის ფიქსირებული გასაყიდი ფასი. თუ მოცემული საქონლისთვის საცალო საწყობში გამოცხადებულია რამოდენიმე გასაყიდი ფასი, მაშინ სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მინიმალურს.

ახალი ფასი

საქონლის ახალი ფასის მითითება. აუცილებელი ველია. ავტომატურად ველი ძველი ფასის მნიშვნელობა ივსება. შეიძლება აღნიშნული საქონლის ერთი ნაწილის გადაფასება. ამისათვის საჭიროა ამ რაოდენობის მონიშვნა და ახალი გასაყიდი ფასის შეყვანა. თუ ახალი გასაყიდი ფასი არ იქნა შეყვანილი, მაშინ მოცემული სტრიქონისთვის არ სრულდება გადაფასება.