საწყობის შემოსავლის ორდერი

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

საწყობის შემოსავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი გამოიყენება საქონლის საწყობში შეტანისთვის. დოკუმენტის ჩაწერა ხორციელდება ფანჯრის მეშვეობით რომელიც შედგება 3 გვერდისგან: ზოგადი, საქონლის ჩამონათვალი და ზედნადები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის შემოსავლის ორდერის დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება საწყობის შემოსავალი. საბაზო დოკუმენტის ასრჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს დოკუმენტი საქონლის ინვენტარიზაცია. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

საწყობი

საბითუმო საწყობი,  სადაც ხდება საქონლის შეტანა.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დასამატებლად. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_Income1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეგიძლიათ მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი მომწოდებლის არჩევა.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთის კოდი. სისტემა ავტომატურად ძირითადს გვთავაზობს. თუ შევსებულია ველი მომწოდებელი ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურულია.

თანხა

ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია. სისტემის ველის საერთო თანხის მნიშვნელობას გადაითვლის ველი ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტაში. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება შერჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ ველი მომწოდებლის მნიშვნელობა არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

გვერდს საქონლის ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_Income2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა. ჩამონათვალში შეტანილი ყველა საქონლის ფასები აისახება ამ ვალუტაში. როდესაც მომხმარებელი საქონლის შეტანამდე მონიშნავს მომწოდებელს, მაშინ სისტემა ამ ველის მნიშვნელობაში ხელშეკრულების ვალუტას ავსებს. ავღნიშნოთ საქონლის აღრიცხვის ერთი თავისებურება. სისტემაში თვითღირებულებები პარალელურად აღირიცხება ლარში დღგ-ს გარეშე, ლარში დღგ-ს ჩათვლით და რომელიმე ვალუტაში აგრეთვე დღგ-ს ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ვალუტა განისაზღვრება სისტემის ექსპლუატაციამდე` ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მდებარე ველში საქონლის ვალუტა. ეს ნიშნავს, რომ შეძენის დოკუმენტის მიუხედავად, საქონლის თვითღირებულება ჩაიწერება ლარში და ადმინისტრაციულ ვალუტაში.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტის კურსები  მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ ველში ვალუტა შევსებულია GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

ფასის სახეობა

უნდა მონიშნოთ, თუ საქონლის შეტანისას სისტემამ რა სახის ფასები შემოგთავაზოთ. თუ გვერდის ზოგადი ველი მომწოდებელი შევსებულია და არჩეულ ხელშეკრულებაში მონიშნულია ფასის სახეობა, მაშინ სისტემა ავტომატურად ავსებს ამ ფასის სახეობას.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი ჩანს, თუ ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მონიშნულია ალამი შესყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნების დართვა. შეიძლება პროცენტის შევსება, რომლის ოდენობით უნდა მოხდეს ფასების დაკლება მოცემული შესყიდვისას.

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა გამოითვლის და ავსებს დღგ-ს ამ ველში: საქონლის ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქრირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს შესაძენი საქონლის საერთო თანხას, რომელიც შეიცავს ველის დღგ ჯამი მნიშვნელობა.

 

ჩამონათვალში ივსება შესაძენი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა,  ფასი, თანხა და პარტიის სხვა მახასიათებლები.

ჩამონათვალის შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სტრიქონების გადაადგილება ღილაკებით ზევითUpArrowდა ქვემოთ DownArrow.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

RemandTurn ღილაკზე დაჭერით იხსნება ფანჯარა, სადაც მოცემულია ინფორმაცია საქონლის ნაშთების და ბრუნვის შესახებ.

RemandTurn1

ამ ფანჯრის დახმარებით დოკუმენტიდან საწყობის შემოსავლის ორდერი პირდაპირ შესაძლებელია დავინახოთ მოცემული საქონლის მონაცემები: ნაშთები, შესყიდვები  და გაყიდვები. 

LastPurchasePrices ღილაკის დაჭერით სისტემა ავტომატურად ჩასვავს ბოლო შესყიდვის ფასებს.

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე.

 

Purchases_Documents_Income3

 

ამ გვერდზე ხდება ზედნადების ინფორმაციის შევსება. ეს გვერდი შედგება არააქტიური ველებისგან და მათი შევსება ავტომატურად ხდება შემოსავლების სამსახერის ვებ-გვერდიდან ზედნადების ჩამოტვირთვის დროს.

 

შესაძლებელია საწყობის შემოსავლის ორდერში მითითებული საქონლის იარლიყის ამობეჭდვა და მათთვის ფასის დადგენა, ასევე გავხსნათ უწყისი შეძენის თვითღირებულების გამოთვლა. ამ ოპერაციების შესასრულებლად დოკუმენტის ლენტიდან ჩანართში სხვა უნდა ავირჩიოთ ბრძანება იარლიყის ამობეჭდვა ან ფასების ფორმირება.

 

Purchases_Documents_Income4

 

 

note შენიშვნა

საწყობის შემოსავლის ორდერის ჩამოტვირთვა შეიძლება MS Excel-ის IncomeGroupImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს Import ბიბლიოთეკაში (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import ):