საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი)

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი) გამოიყენება იმპორტირებული საქონლის საბითუმო საწყობში შესატანად და საბაჟო გადასახადების შესახებ მონაცემების ჩასაწერად. დოკუმენტის ჩაწერა ხდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 3 გვერდისგან ზოგადი, საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი) შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი) ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საწყობი

საბითუმო საწყობი სადაც შედის საქონელი.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დასამატებლად. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე

Purchases_Documents_IncomeImport1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეგიძლიათ მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი მომწოდებლის არჩევა.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთის კოდი. სისტემა ავტომატურად ძირითადს გვთავაზობს. თუ შევსებულია ველი მომწოდებელი ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურულია.

თანხა

ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია. სისტემის ველის საერთო თანხის მნიშვნელობას გადაითვლის ველი ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტაში. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება შერჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ ველის მომწოდებლი მნიშვნელობა არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ საბაჟო  პარტნიორების სიიდან შეგიძლიათ მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი მომწოდებლის არჩევა..

საბაჟო

საბაჟოს კოდის შევსება, სადაც მოხდა საქონლის განბაჟება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული საბაჟო არ არის დამატებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

საბაჟო პარტნიორებთან არსებული ლარში ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთის კოდი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას და ამოწმებს რომ იგი იყოს ლარში. თუ ველი საბაჟო შევსებულია, მაშინ ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურულია.

თანხა

ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია. სისტემის ველის საერთო თანხის მნიშვნელობას გადაითვლის ველი ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტაში. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება GEL  ვალუტით. თუ ველი საბაჟო შევსებული არ არის, ეს ველი რჩება ცარიელი.

საბაჟო გადასახადი (ლარი)

საბაჟო გადასახადის თანხა გამოსახული ლარში.

ზედნადების N

მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომრის შევსება.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. მნიშვნელობების მიღება შეუძლია დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

გვერდს საქონლის ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_IncomeImport2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა. ჩამონათვალში შეტანილი ყველა საქონლის ფასები აისახება ამ ვალუტაში. როდესაც მომხმარებელი საქონლის შეტანამდე მონიშნავს მომწოდებელს, მაშინ სისტემა ამ ველის მნიშვნელობაში ხელშეკრულების ვალუტას ავსებს. ავღნიშნოთ საქონლის აღრიცხვის ერთი თავისებურება. სისტემაში თვითღირებულებები პარალელურად აღირიცხება ლარში დღგ-ს გარეშე, ლარში დღგ-ს ჩათვლით და რომელიმე ვალუტაში აგრეთვე დღგ-ს ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ვალუტა განისაზღვრება სისტემის ექსპლუატაციამდე` ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მდებარე ველში საქონლის ვალუტა. ეს ნიშნავს, რომ შეძენის დოკუმენტის მიუხედავად, საქონლის თვითღირებულება ჩაიწერება ლარში და ადმინისტრაციულ ვალუტაში.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ დოკუმენტის ველში ვალუტა შევსებულია GEL.

თვის

ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, ასახავს თუ ვალუტის რამდენი ერთეულისთვის არის განსაზღვრული კურსი. არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ ველში ვალუტა შევსებულია GEL.

ფასის სახეობა

აღინიშნება, საქონლის გატარების შემდეგ თუ რა ტიპის ფასები უნდა შემოგვთავაზოს სისტემამ. თუ გვერდზე ზოგადი შევსებულია ველი მომწოდებელი და არჩეულ ხელშეკრულებაში მონიშნულია ფასის ტიპი, მაშინ სისტემა ავტომატურად შეავსებს ამ ფასის ტიპს.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს შეძენილი საქონლის საერთო თანხას მომწოდებლის მიერ გამოწერილი დოკუმენტის ვალუტით.

საბაჟო მოსაკრებელი (GEL)

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ითვლის და ავსებს საქონელთა სიის სვეტის საბაჟო გადასახადი ჯამს ლარში ასახულს.

დღგ (GEL)

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ითვლის და ავსებს საქონელთა სიის სვეტის თანხის დღგ ჯამს ლარში ასახულს.  

 

ცხრილში საქონლის ჩამონათვალი ივსება შეძენილი საქონლი კოდი, დასახელება, ერთეული, შემოკლება, რაოდენობა, ფასი და თანხა, საბაჟო ღირებულება, პროცენტი, საბაჟო გადასახადი, ჯგუფის თავისებურებები, დღგ, დღგ ჯამი, გამოყ. ვადა, ქვეყანა და მწარმოებელი.  

შეძენის ფასიდან გამომდინარე საბაჟო ღირებულება გადაიანგარიშება ლარის ექვივალენტში, რომელსაც ემატება სხვადასხვა ხარჯები (მაგ. ტრანსპორტირება), რომელიც საბაძო დეკლარაციაშია შეტანილი. საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე გამოითვლება დღგ-ს თანხა. მომხმარებელს აქვს ავტომატურად გამოთვლილი საბაჟო ღირებულების, საბაჟო გადასახადის და დღგ-ს თანხის რედაქტირების საშუალება.

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა
 

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

გვერდს დამატებითი აქვს სახე:

Purchases_Documents_IncomeImport3

 

ამ გვერდზე ივსება შეძენასთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები, რომლებიც გამოიყენება დოკუმენტის საბეჭდ ფორმებში.

 

ველი

დანიშნულება

მინდობილობა

მინდობილობის ნომერი.

შუამავალი

შუამავლის შევსება, მისი არჩევა შეიძლება დირექტორიიდან თანამშრომლები.

ავტ/კონტეინერი

ავტო კონტეინერის ნომერი.

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის სახელი, მისი შევსება ხდება სისტემის პარამეტრებიდან, შესაძლებელია რედაქტირება.

ნება დართო

ნების დამრთველის სახელი გვარი,  მისი არჩევა შეიძლება დირექტორიიდან თანამშრომლები.

მიიღო

მატერიალურად პასუხისმგებელი პირი,  მისი არჩევა შეიძლება დირექტორიიდან თანამშრომლები.