თანამშრომლები

ექსპლორერი:  გაყიდვები > დირექტორიები > სხვა დირექტორიები >

თანამშრომლები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ ცნობარში ორგანიზაციის თანამშრომელთა მონაცემების შევსება ხდება.

ცნობარში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა თანამშრომლის მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

დირექტორიას თანამშრომლები აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

თანამშრომელი

თანამშრომლის კოდი. ახალი თანამშრომლისთვის, რიგითი ნომრის სახით, სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული თანამშრომლის კოდისგან. აუცილებელი ველია.

სახელი, გვარი

თანამშრომლის სახელი და გვარი.

მისამართი

თანამშრომლის სარეგისტრაციო ან საცხოვრებელი მისამართი.

ტელეფონი

თანამშრომლის ტელეფონის ნომერი.

პასპორტის N

თანამშრომლის პასპორტის ნომერი, გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი.

გამყიდველი

თუ ალამი ჩართულია, შეიძლება დოკუმენტებში მოცემული თანამშრომლის მითითება ველში გამყიდველი.