სალაროები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > სხვა დირექტორიები >

სალაროები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ნაღდი ანგარიშსწორებისთვის ნებისმიერ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს სალარო (სალაროები).

ეს დირექტორა შეიცავს მონაცემებს სალაროების შესახებ, რომლებიც გამოიყენება სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი დოკუმენტების ჩაწერისას. დირექტორიაში შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის სალაროების ჩაწერა, მაგალითად სავაჭრო სალარო, ძირითადი სალარო და სხვა. საცალო ვაჭრობაში სალაროს სახით, შეიძლება წარმოდგენილ იქნას აგრეთვე სალარო აპარატი. ორგანიზაციაში ნაღდი ფულადი საშუალებების აღრიცხვა წარმოებს დირექტორიაში ვალუტები განსაზღვრული ნებისმიერი ვალუტით.
დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა სალაროების მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

დირექტორიას სალაროები აქვს შემდეგი ველები

 

ველი

დანიშნულება

კოდი

სალაროს კოდი. ახლად დასამატებელი სალაროსთვის, რიგითი ნომრის სახით, სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული სალაროს კოდიდან.

დასახელება

სალაროს დასახელება.

სშო-ის რიგითი ნომერი

რიგითი სალაროს შემოსავლის ორდერის ნომერი. რიგითი სშო ჩაიწერება ამ ნომრით, ამის შემდეგ ამ ველის მნიშვნელობა შეიცვლება ახალი ნომრით, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული დოკუმენტის ნომრიდან. თუ ეს ველი ცარიელია რიგითი სშო-ს ჩაწერისას სისტემა გვთავაზობს ფანჯარა პარამეტრების გვერდზე დოკუმენტების ნომრები შეყვანილ რიგით სშო ნომერს.

სგო-ის რიგითი ნომერი

რიგითი სალაროს გასავლის ორდერის ნომერი. რიგითი სგო ჩაიწერება ამ ნომრით, ამის შემდეგ ამ ველის მნიშვნელობა შეიცვლება ახალი ნომრით, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული დოკუმენტის ნომრიდან. თუ ეს ველი ცარიელია რიგითი სგო-ს ჩაწერისას სისტემა გვთავაზობს ფანჯარა პარამეტრების გვერდზე დოკუმენტების ნომრები შეყვანილ რიგით სგო ნომერს.

ქვითრის რიგითი ნომერი

მიეთითება ქვითრის რიგითი ნომერი

ძირითადი

ალამი ტიპის ველია, რომლის მეშვეობით, აღინიშნება მოცემული სალარო ძირითადია თუ არა.

საკონტროლო სალარო აპარატის პარამეტრები

ივსება საკონტროლო სალარო აპარატის პარამეტრები.   ველში "COM Port" უნდა მიუთითოთ მიმდევრობითი პორტი, რომელზეც მიერთებულია სსა. ველებში "Baud Rate", "Data Bits", "Parity" და "Stop Bits" უნდა მიუთითოთ სსა-ს სხვა პარამეტრები.

ქვითრის ამობ. რეჟიმი

სალარო აპარატის ბეჭდვის რეჟიმის მონიშვნა. თუ მონიშნულია 1 - მარტივი სსა-ზე იბეჭდება მხოლოდ თანხობრივი ჯამი, ხოლო თუ მომიშნულია 2 -საქონელი, მაშინ სსა-ზე იბეჭდება საქონლის ჩამონათვალი.

 

note შენიშვნა

არ არის ნებადართული იმ სალაროს წაშლა, რომლის მეშვეობით ჩაწერილია ოპერეაცია.