დირექტორიებზე მუშაობა

ექსპლორერი:  პირველი დონე

დირექტორიებზე მუშაობა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტირიები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის შეყვანის ველების შევსების დროს და აადვილებს მომხმარებლის სამუშაოს.

დირექტორიები აისახებიან სხვადასხვა დოკუმენტებში და სხვა ცნობარებში.

 

დირექტორიები ჩამონათვალის გახსნა შეიძლება:

ექსპლორერიდან შესაბამისი ქვესისტემის და დირექტორიები  არჩევით,

მთავარი გვერდიდან შესაბამისი ქვესისტემის და დირექტორიები  არჩევით.

 

სისტემის ძირითადი დირექტორიებია:

საქონელი და მომსახურეობები

პარტნიორები

 

ქვემოთ აღწერილია ძირითადი დირექტორიების განყოფილებები.

 

 

Lists

 

სწრაფი წვდომის პანელი: ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს ხშირად გამოყენებადი ოპერაციები

შენახვა (CTRL+S)

შენახვა და დახურვა (CTRL+ENTER)

შენახვა და ახალი (CTRL+K)

 

ამ პანელის გამოტანა შეიძლება ლენტის ზემოთ ან ქვემოთ, სწრაფი წვდომის პანელის ქვევით/ზევით გამოტანა ბრძანების მეშვეობით.

ლენტი: ლენტი ისევე როგორც მთავარი ფანაჯარა, შეიცავს ღილაკებს და გვერდებს, რომლებიც აქტიურია იმის და მიხედვით, თუ მომხმარებელი დოკუმენტის რომელ მონაკვეთში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.

 

მთავარი ნაწილი: ამ მონაკვეთში მდებარე ველები ჩანს არჩეულ გვერდზე დამოუკიდებლად. ამ მონაკვეთში მდებარეობს ველი კოდი. ახალ დირექტორიებს  სისტემა ავტომატურად ანიჭებს კოდს, რომელიც ერთით აღემატება წინა ჩაწერილი დირექტორიების  კოდს. ძირითად დირექტორიებში  არის კოდის რედაქტირების საშუალება.

 

გვერდები: დირექტორიების  ფანჯარა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე გვერდისგან. ინფორმაციის შევსება შემცველობის მიხედვით ხდება სხვადასხვა გვერდებზე. მონაცემების შეყვანისთვის საჭიროა შესაბამისი გვერდის შერჩევა.

 

დირექტორიების პარტნიორები, საქონელი, მომსახურებები ჩანაწერების ცვლილებების ისტორიის ნახვა შეიძლება კონტექსტური მენიუს ბრძანების - ისტორია მეშვეობით.

სხვა დირექტორიები დამხმარე ცნობარებია, ისინი  როგორც წესი გამოიყენება ძირითადი დირექტორიების შესავსებად. მათ უფრო მარტივი სტრუქტურა გააჩნიათ, არ აქვთ ლენტის მონაკვეთი და მათი ჩაწერა ხდება ღილაკის OK მეშვეობით.