სისტემა AS-Trade 7

ექსპლორერი:  პირველი დონე

სისტემა AS-Trade 7

Return to chapter overviewNext page

სავაჭრო პროცესების ავტომატიზაციის სისტემა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის

BoxShot_mid

 

სისტემა AS-Trade 7 დაპროექტებულ და შემუშავებულ იქნა სპეცილაურად

საშუალო და მცირე სავაჭრო ორგანიზაციებისთვის. სისტემა იძლევა ყველა

სასაწყობო პროცესის მართვის საშუალებას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის გაყიდვა-შეძენასთან. სისტემის ფართო ფუნქციური შესაძლებლობები აკმაყოფილებს სავაჭრო სისტემების ორ ძირითად მოთხოვნას: სწრაფმოქმედება და საიმედოობა. სისტემის დანერგვა და ექსპლუატაცია ადვილია, მარტივი და ინტუიციური სტრუქტურის წყალობით. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ  არის მაღალი. ე.ი. ორგანიზაციას არ ესაჭიროება სისტემის ექსპლუატაციისთვის დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.

თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო

სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყოს სისტემის გამოყენება და თავი აარიდოს ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.

სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.

დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.

სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.

 

ყველა სავაჭრო ქვედანაყოფის სრული ავტომატიზაცია

შესყიდვები

გაყიდვები

საწყობი

ფასები და პრეისკურანტები

მრავალვალუტიანი აღრიცხვა

პარტიული აღრიცხვა

მომხმარებლის სამუშაო უფლებების მართვა.

 

ძლიერი და მოქნილი საუწყისო სისტემა

უწყისებში მონაცემების ფილტრაციის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების არჩევის ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას უშუალოდ მუშაობის პროცესში, მივიღოთ ნებისმიერი მონაცემები, ნებისმიერი სახით.

Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად, Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Trade 7-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.

მრავალი ჩაშენებული უწყისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველთვის ვფლობდეთ ინფორმაციას ორგანიზაციის მდგომარეობის შესახებ და მივიღოთ შედეგიანი გადაწყვეტილებები.

საქმიანობის შედეგიანობის აღმწერი ძირითადი მანიშნებლების გრაფიკული ასახვა ერთ ფანჯარაში.
 

შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება
AS-Trade 7 სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება, იმის მიუხედავად იყენებთ სისტემის ქსელურ თუ ერთ მომხმარებლიან ვერსიას.  

 

კავშირი სისტემასთან AS-Trade 7

AS-Trade 7 დაკავშირებულია სისტემასთან AS-Accountant 7, რაც გვაძლევს საშუალებას საქონლის და მყიდველების მონაცემები და გაყიდვების დოკუმენტები ჩამოვტვირთოთ საბუღალტრო სისტემაში და თავი ავარიდოთ ინფორმაციის განმეორებით შეყვანას.

 

სავაჭრო მოწყობილობებთან კავშირი

კავშირი სავაჭრო მოწყობილობებთან აადვილებს პროცესების ორგანიზებას, შესაყვანი მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფით.

სისტემა AS-Trade 7 დაკავშირებულია შემდეგ მოწყობილობებთან:

საკონტროლო სალარო აპარატი

შტრიხკოდის წამკითხავი სკანერები

მაგნიტური ბარათის წამკითხავი მოწყობილობები

ფასის იარლიყის საბეჭდი მოწყობილობები

გაყიდვის ქვითრის საბეჭდი მოწყობილობები

ელექტრონული სასწორები

ინვეტრიზაციის მონაცემების შემკრები ტერმინალები.

 
კავშირი ინტერნეტბანკინგის სისტემასთან

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემა AS-Trade 7 არის ინტეგრირებული TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან, ამით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Trade 7-დან ბანკის ტრანზაქციები დააექსპორტოთ TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი ინტერნეტ ბანკიდან.

 

ექსპორტი და იმპორტი

სისტემაში ექსპორტირების და იმპორტირების საშუალებები გვაძლევს საშუალებას მნიშვნელოვნად დავზოგოთ ინფორმაციის შეყვანაზე დასახარჯი დრო.

ყველა მონაცემის ექსპორტირება MS Word, MS Excel და Open Office გარემოში

საინფორმაციო მონაცემების და დოკუმენტების სწრაფი იმპორტი სისტემაში MS Excel-ის გარემოდან

ყველა მონაცემების ექსპორტი და იმპორტი XML ფორმატის ფაილების მეშვეობით.

 

სისტემის მრავალმხრივი მხარდაჭერა

კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.

მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში

დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს

დისტანციური დახმარება ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირი კავშირი კლიენტების კომპიუტერთან.

ახალი ვერსიების პრეზენტაციის სემინარები.

ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები. ცოდნის ბაზა მუდმივად განახლებადია.

სისტემის დაფუძნების და საკონსულტაციო სამუშაოები პარტნიორების მხრიდან.

 

მუდმივად განახლებადი სისტემა

AS- Trade 7 სისტემის ვერსიების განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში ემატება ახალი შესაძლებლობები, რათა მომხმარებლის სამუშაო გახდეს უფრო შედეგიანი. ბოლო ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით. აპრიკოტ სოფტვეარის მიერ ორგანიზებული იქნება სემინარები, რომელთა განმავლობაში მოხდება AS-Trade 7 სისტემის ახალ ვერსიებში შესული ცვლილებების პრეზენტაცია.