ვერსიის ცვლილებები

ექსპლორერი:  პირველი დონე

ვერსიის ცვლილებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვერსია 7.2.1 (18.12.2020 - 25.06.2021)

ვერსია 7.2.0 (01.07.2020 - 18.12.2020)

ვერსია 7.1.6 (11.10.2019 - 01.07.2020)

ვერსია 7.1.3 (17.06.2019 - 10.10.2019)

ვერსია 7.1.1 (15.11.2018 - 17.06.2019)

ვერსია 7.0.10 (21.08.2018 - 15.11.2018)

ვერსია 7.0.8 (21.04.2018 - 21.08.2018)

ვერსია 7.0.6 (14.12.2017 - 20.04.2018)

ვერსია 7.0.5 (01.09.2017 - 13.12.2017)

 

 

ვერსია 7.2.1 (18.12.2020 - 25.06.2021)

ახალი შესაძლებლობები

ინტერფეისი

 

შეიცვალა სისტემის ვიზუალური სტილი:

oიყო:

Style_Old

oგახდა:

Style_New

 

 

POS

 

მომხმარებელზე დოკუმენტების პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) დამატებულია მონიშვნა "სალაროში ნაღდი თანხების ჩვენება"

POS_Show_CashDesk_Sum

 

გაყიდვაში POS დამატებულია ჩაწერის სწრაფი წვდომის ღილაკების კომბინაცია: CTRL + ENTER

POS_Save_Button

 

დოკუმენტები

დოკუმენტში გაყიდვა (ქვითარი), თუ ხურდას ვამატებთ ბონუსს, დაბრუნების ველი ნოლდება

F12_Change_As_Bonus

 

დოკუმენტში შეკვეთა მომწოდებელს დამატებულია მონახაზად გადაყვანის შესაძლებლობა

Suplier_Order_Draft

 

დოკუმენტში მყიდველისგან დაბრუნება დამატებულია ჩანართები მომწოდებელი და მყიდველი

Return_From_Client_New_Sheet

 

დოკუმენტში ინვენტარიზაცია დამატებულია ფასის ტიპის არჩევის შესაძლებლობა, რათა ინვენტარიზაციის პროცესში ასევე გამოჩნდეს გასაყიდი ფასები

Stokating_Sale_Price

 

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი ლენტში დამატებულია საქონლის ოპერაციების უწყისის გამოძახების შესაძლებლობა პარტიების მიხედით

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი, საქონლის შერჩევისას დიალოგურ რეჟიმში ცალკე ველად დაემატა საქონლის ფასი დოკუმენტში მითითებული საქონლის ფასის ტიპის მიხედვით

დოკუმენტის ინვოისი საფუძველზე დამატებულია დოკუმენტების სალაროს შემოსავლის ორდერის და გაყიდვა (ქვითარი)  შექმნის შესაძლებლობა

დოკუმენტის ბანკის გასავალი საფუძლის ველში შესაძლებელი გასდა მიღებული მომსახურების მითითება

დოკუმენტი შეკვეთა მომწოდებელს საფუძველზე დაემატა საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) შექმნის შესაძლებლობა

დოკუმენტში შეკვეთა მომწოდებელს საქონლის ცხრილში უკვე არსებული საქონლის დამატებისას გამოდის შესაბამისი შეტყობინება

 

დირექტორიები

დირექტორიაში საქონლის და მომსახურების ჯგუფები დამატებულია კოდის რედაქტირების შესაძლებლობა

Good_Group_Code_Edit

 

დირექტორიაში ფასდაკლებები დამატებულია პირობა, დაბადების დღის გათვალისწინებით

BDay_Discount

 

 

უწყისები

უწყისში საქონლის ნაშთი ბრძანებაში იარლიყის ბეჭდვა დამატებულია მონიშვნა "სტრიქონის რაოდენობის გათვალისწინება"

Goods_Rem_Print_Count

 

უწყისში საქონლის ნაშთი, საქონლის ნაშთი (ხის სახით) და საქონლის ბრუნვა დამატებულია დოკუმენტის ინვოისი შექმნის შესაძლებლობა

უწყისში საქონლის ოპერაციები დამატებულია სვეტები მოკორესპოდენტო საწყობი და მოკორესპოდენტო საწყობის დასახელება

უწყისში პარტნიორთა ბრუნვა გახსნილო ოპერაციების მიხედვით დამატებულია ცალკე სვეტი დამატებითი ხარჯების დოკუმენტებისთვის

 

ჟურნალები

ჟურნალში სალაროს ქვითრები დაემატა მონიშვნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას დოკუმეტებისთვის დაბრუნება (ქვითარი) და სალაროს გასავლის ორდერი თანხა ვნახოთ მინუსით

Check_Minus

 

ჟურნალებში დამატებულია მონიშნული დოკუმენტების დღის დასაწყისში გადატანა, იმ შემთხვევაშიც, თუ დოკუმენტები ჩაწერილია სხვადასხვა თარიღით

 

 

სხვა

დამატებულია დოკუმენტების "დეკომპლექტაცია" ჯგუფური იმპორტის ექსელის ფაილი. იმპორტის ფაილი MTDecomplectationGroupImport.xlsm განთავსებულია კატალოგში C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import

ექსელის ფაილში BillGroupImport.xls დამატებულია გადახდის ტიპის მითითების შესაძლებლობა

ექსელის ედ ინ ფორმულებში: TMTSaleSum, TMTSaleSumByDescr, TMTGroupSaleSum  დამატებულია პარამეტრი Discount, რომელმაც შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები: 0 - გაყიდვების ჯარი ფასდაკლებით, 1 - ფასდაკლების თანხა, 2 - გაყიდვების თანხა ფასდაკლების გარეშე

დოკუმენტების საბეჭდ ფორმებში დამატებულია მითითებული პარტნიორის ჯგუფის მშობლის გამოტანის შესაძლებლობა

 

 

 

ვერსია 7.2.0 (01.07.2020 - 18.12.2020)

ახალი შესაძლებლობები

POS

POS ფანჯარაში შენახვისას დამატებულია შემოწმება, რომელიც გრძალავს დოკუმენტის შენახვას, თუ დოკუმნეტის ცვლა უკვე დახურულია

POSShitClosedErr

 

POS ფანჯარაში დამატებულია მყიდველის დამატების მარტივი ფორმის გამოყენების შესაძლებლობა

POSAddClientShort

 

POS ფანჯრის ბრძანებების ფანჯარაში "თანხის შეტანა" და "თანხის გატანა" დამატებულია ღილაკი OK

CashInOutOKButtAdd

 

ცვლის უწყისში ბონუსში დამატებული თანხები ემატება ნაღდით მიღებულ თანხებს

POSAddBonusReport

 

დოკუმენტები

დოკუმენტში გაყიდვა (ქვითარი) დამატებულია საქონლის საჩუქრად მითითების შესაძლებლობა, ასევე შესაძლებელია საჩუქრის ასახვა საბეჭდ ფორმაში

F12Preasent

 

დოკუმენტში "გაყიდვები (ქვითარი)" დამატებულია მყიდველის დამატების/რედაქტირების მარტივი ფორმის გამოყენების შესაძლებლობა

F12AddClientShort

დოკუმნეტში გაყიდვა (ქვითარი), თუ შევსებულია მყიდველი და დავაჭერთ ღილაკს დაბრუნება, სისტემა გამოიტანს მხოლოდ ამ მყიდველთან დაკავშირებულ გაყიდვებს

დამატებულია დოკუმენტის გაყიდვა (ქვითარი) საფუძველზე დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერის შექმნის შესაძლებლობა

დოკუმნეტში საწყობის შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი) და საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) დამატებულია ფაილის მიმაგრების შესაძლებლობა  

PurchaseDocAttach

 

დოკუმენტში საქონლის გადაადგილება დამატებულია ფასების ფორმირების შესაძლებლობა

MovementNewPrice

 

დოკუმენტში "კომპლექტაცია" დამატებულია პარტიის თვისებების შევსების შესაძლებლობა

KittingParty

 

დოკუმენტში "საწყობის შემოსავლის ორდერი", ფასების ფორმირებისას ფორმულებში დამატებულია ფასდაკლებული ფასის შერჩევის შესაძლებლობა

ProductPriceOnPurchaseDiscountPrice

 

დოკუმენტში "მყიდველისგან დაბრუნება", როცა არ არის შევსებული საბაზო დოკუმენტი, დამატებულია თვითღირებულების შევსების შესაძლებლობა

ReturnFromCustomerFill

 

დოკუმენტში "საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო)" როდესაც შევსებულია ფასის ტიპის ველი, ცხრილში მნიშვნელობა გასაყიდი ფასი ივსება მითითებული ფასის ტიპის შესაბამისად

დოკუმენტში დაბრუნება ქვითარი, თუ საბაზო დოკუმენტში გადახდა შესრულებულია მთლიანად უნაღდოდ, დაბრუნებაშიც ავტომატურად მიეთითება სრული გადახდა უნაღდოდ

დოკუმენტების "გაყიდვა (ქვითარი)","დაბრუნება (ქვითარი)" და "მყიდველისგან დაბრუნება" საბეჭდ ფორმებში დამატებულია სალაროს გამოსახვის შესაძლებლობა

დოკუმენტების საბეჭდ ფორმაში დამატებულია დოკუმენტის მდგომარეობის გამოტანის შესაძლებლობა

დოკუმენტების "სალარსოს შემოსავლის ორდერი" და "სალაროს გასავლის ორდერი" საბეჭდ ფორმებში დამატებულია მომხმარებლის გამოსახვის შესაძლებლობა

 

ჟურნალები

დამატებულია ჟურნალის "ყველა დოკუმენტი" სვეტების აწყობის შესაძლებლობა

AllDocJournalColumnEdit

 

დამატებულია ჟურნალის "ყველა დოკუმენტი" გაფართოების შესაძლებლობა

 

უწყისები

უწყისში "გაყიდვების ანალიზი" დამატებულია დაბრუნების საბაზო დოკუმენტის ნახვის შესაძლებლობა

უწყისში "გაყიდვების ანალიზი" დამატებულია სვეტი "მყიდველის ფაქტობრივი მისამართი"

უწყისში "გაყიდვების ანალიზი" დამატებულია შერჩეული სტრიქონების საფუძველზე დოკუმენტის "საწყობის შემოსავლის ორდერი" შექმნის შესაძლელობა

უწყისებში სვეტების შერჩევის ჩანართში დამატებულია საქონლის და მომსახურების ონლაინ ჩანართის ველების სვეტებად გამოტანის შესაძლებლობა

უწყისში "საქონლის ბრუნვა" დამატებულია საქონლის იარლიყის ბეჭდვის შესაძლებლობა

უწყისის "საქონლის ნაშთი" დამატებულია დოკუმენტის შეკვეთა მომწოდებელს შექმნის შესაძლებლობა

უწყისში "საქონლის ბრუნვა" დამატებულია საქონლის ნულოვანი სტრიქონების დათვალიერების შესაძლებლობა, თუ ამ საქონელზე ოდესმე ყოფილა ბრუნვა

უწყისიდან "საქონლის ბრუნვა" დოკუმენტის "შეკვეთა მომწოდებელს" შექმნისას საქონლის რაოდენობა შეივსება გაყიდული რაოდენობის თანახმად

 

სხვა

შესაძლებელია ქლაუდ მონაცემთა ბაზის გამოყენება

დამატებულია დოკუმენტის "ინვენტარიზაცია (საცალო)" ჯგუფური იმპორტის ექსელის ფაილი. იმპორტის ფაილი MTStockTakingRetailGroupImport.xlsm განთავსებულია კატალოგში C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import.

დამატებულია ექსელის ფორმულები: TGetMTCoefByCodeAndUnit(MTCode, [Unit]); TGetMTCPACodeByCode(MTCode]); TGetMTGroupCodeByMTCode(MTCode]); TGetMTGroupNameByMTCode(MTCode]); TGetMTDescriptionByCode(MTCode); TGetMTUnitCodeByBarCode(BarCode); TGetMTCodeByMTExternalCode(ExternalCode), რომლებიც აღწერის მიხედვით აბრუნებენ საქონლის შესახებ დამატებით ინფორმაციას.

დამატებულია გაფართოების შექმნის შესაძლებლობა დოკუმენტებისთვის: საწყობის შემოსავლის ორდერის, საწყობის გასავლის როდერის და საქონლის გადაადგილება.

ოპრტიმიზირებულია ექსელის ფორმულების მუშაობა: TTurnCashIn, TTurnCashOut, TCurTurnCashIn, TCurTurnCashOut, TTurnBankIn, TTurnBankout, TCurTurnBankIn TCurTurnBankout

ვებ სერვისში დამატებულია შტრიხკოდების სრული სიის მიღების შესაძლებლობა

ახალ პუნქტებთან დაკავშირებული გამოსახულებების ცვლილებები ნავიგატორში

ოპტიმიზირებულია გაფართოებების მუშაობა

 

გადაჭრილი პრობლემები

გასწორებულია შეცდომა რომლის გამოც შეუძლებელი იყო მიღებული ზედნადებების ჯგუფური ჩამოტვირთვა

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დოკუმენტში დაბრუნება (ქვითარი), ჩანართის ზედნადები მნიშვნელობა წინასწარგანსაზღვრულად ივსებოდა დაუშვებელი მნიშვნელობებით

 

ვერსია 7.1.6 (11.10.2019 - 01.07.2020)

 

ახალი შესაძლებლობები

 

დოკუმენტები

დოკუმენტებში მომწოდებლისთვის დაბრუნება და მყიდველისგან დაბრუნება დამატებულია ღილაკი "ბოლო შესყიდვის ფასების მიხედვით შევსება".

დამატებულია დოკუმენტის საქონლის საწყისი ნაშთების შეტანის საბეჭდი ფორმა.

დოკუმენტებში პარტნიორთა და ხელშეკრულებების სიების ოპტიმიზაცია.

დამატებულია დოკუმენტი დაბრუნება (ქვითარი).

Return (Bill)

დოკუმენტში დაბრუნება (ქვითარი) დამატებულია ბონუსებით გადახდა და ხურდის დაბრუნება.

დოკუმენტში გაყიდვები დამატებულია მიმდინარე სტრიქონის პანელი.

CurrentRow

დოკუმენტში გაყიდვები დამატებულია ფასდაკლების ფასის ტიპის გამოყენების შესაძლებლობა.

დოკუმენტში გაყიდვები დამატებულია მყიდველის, ხელშეკრულების და გამყიდველის არჩევა მაგნიტური ბარათის ან შტრიხკოდის სკანერის საშუალებით.

დოკუმენტებში გაყიდვები, გაყიდვები (საცალო) და მყიდველისგან დაბრუნება დამატებულია აღწერის სვეტი.

დოკუმენტებში გაყიდვები, გაყიდვები (ქვითარი) და გაყიდვები (POS) ფავორიტებში აისახება დოკუმენტში არჩეული ფასის ტიპი.

დოკუმენტების გაყიდვები და გაყიდვები (ქვითარი) საბეჭდ ფორმებში დამატებულია დოკუმენტის მდგომარეობის ასახვის შესაძლებლობა.

დოკუმენტებში გაყიდვები (ქვითარი) და დაბრუნება (ქვითარი) დამატებულია ველების ჩვენების რედაქტირების შესაძლებლობა.

დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) და გაყიდვები (POS) საფუძველზე შექმნილ დაბრუნებაში არ აისახება წაშლილი (გადახაზული) სტრიქონები.

დოკუმენტებში გაყიდვები და გაყიდვები (ქვითარი) ჯგუფურ დამატებაში დამატებულია გაფილტვრის სტრიქონი (Ctrl+Q) და გაყიდვის ფასი.

FilterRow

დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) პარამეტრებში ბრძანებების ჩანართში ჩვენების ცვლილების შეზღუდვა.

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) დამატებულია დანართის მიმაგრების შესაძლებლობა.

დოკუმენტში გაყიდვები (POS) დამატებულია უნაღდო ავანსის მიღების შესაძლებლობა.

დოკუმენტში გაყიდვები (POS) დამატებულია გადადებული გაყიდვების დღის ბოლოში გადატანა.

დოკუმენტში გაყიდვები (POS) ფანჯარაში დას.(F9) დამატებულია ნაშთის სვეტი.

POSRems

დოკუმენტში გაყიდვები (POS) ფანჯარაში თანხის შეტანა და თანხის გატანა ბეჭდვის ღილაკი ჩანაცვლებულია ღილაკით OK.

დოკუმენტში გაყიდვები (POS) დამატებულია ფავორიტების ფანჯრიდან რამოდენიმე საქონლის არჩევის შესაძლებლობა.

 

უწყისები

უწყისებიდან საქონლის ნაშთი და საქონლის ნაშთი (ხის სახით) დამატებულია საწყობის შემოსავლის ორდერის (საცალო) შექმნის შესაძლებლობა.

MTIncomeRetail

ყველა ოპერაციის უწყისში დამატებულია სვეტი ავტორი.

 

დირექტორიები

დამატებულია დირექტორია საქონლის სეგმენტები და საქონელი სეგმენტის მიხედვით.

Segments

დირექტორიაში საქონელი და მომსახურება დამატებულია შტრიხკოდის სვეტი.

MTBarcodes

საქონლისა და მომსახურების დირექტორიიდან ფასების ფორმირების მეშვეობით ფასების წაშლის შემდეგ გამოდის ფანჯარა "ფასები წარმატებით წაიშალა".

დირექტორიაში საქონელი და მომსახურება დამატებულია გვერდი "ონლაინ მაღაზია".

დირექტორიაში საქონელი და მომსახურება საქონლის საზომი ერთეულის კოეფიციენტის სიზუსტე გაიზარდა 10 სიმბოლომდე მძიმის შემდეგ.

MUnits

დირექტორიაში საქონელი და მომსახურება დამატებულია ახალი ფასების დამატების შესაძლებლობა.

NewPrices

დამატებულია ფასდაკლებების და ფასდაკლებების ჯგუფების დირექტორიები.

Discounts

დამატებულია ფასდაკლების ტიპი: იყიდე პროდუქტი - მიიღე საჩუქარი.

დამატებულია საქონლის ერთი სეგმენტიდან მეორე სეგმენტში გადატანის შესაძლებლობა.

ფასდაკლების პირობაში დამატებულია სეგმენტის ველი და პირობის ჩართვის/გამორთვის შესაძლებლობა.

დამატებულია ფასდაკლების ტიპი - საჩუქარი.

ფასდაკლებაში ფიქსირებულ თანხაზე დამატებულია ჯერადობის პარამეტრი.

ფასდაკლების პირობაში დამატებულია საწყობის შემოწმება.

დამატებულია ფასდაკლების ტიპი - ფასდაკლება ფიქსირებული თანხით.

ფასდაკლების ახალი მექანიზმი გაყიდვები (POS)-ში.

დირექტორიაში შეკვეთის ფორმირების პარამეტრები დამატებულია ჯგუფის არჩევის შესაძლებლობა.

 

სხვა

დამატებულია სარეზერვო ასლების ჯგუფური წაშლის შესაძლებლობა.

საქონლისა და პარტნიორების Excel ფაილებში დამატებულია კოდის რედაქტირების გვერდი.

Excel ფაილში GoodsServicesUpdate დამატებულია სვეტები თავისებურება 1 და თავისებურება 2.

 

გადაჭრილი პრობლემები

გასწორებულია შეცდომა, როდესაც დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) შენახვის დროს ჩანართში ზედნადები იშლებოდა ტრანსპორტირების დაწყების მისამართი.

გასწორებულია ზედნადებების ჯგუფური ჩამოტვირთვის შეცდომა.

 

 

ვერსია 7.1.3 (17.06.2019 - 10.10.2019)

 

ახალი შესაძლებლობები

 

დოკუმენტები

მომხმარებლის ფავორიტ საქონელსა და მომსახურებაში დამატებულია საქონლის და მომსახურების დაჯგუფების შესაძლებლობა.

FavouriteGroups

დოკუმენტში გაყიდვები (POS) დამატებულია სალაროს გასავლის ორდერის შექმნის შესაძლებლობა.

POSCreateCashInOut

დოკუმენტში გაყიდვები (POS) დამატებულია ბოლო რეალიზააციათან დაკავშირებული შეხსენებითი შეტყობინებები.

HintsPOS

დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) საფუძველზე შესაძლებელია საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) დამატების შესაძლებლობა.

CreateMTIncRetail

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) დამატებულია ერთი ღილაკით როგორც სსა ქვითრის, ასევე სასაქონლო ქვითრის ბეჭდვის შესაძლებლობა.

ECRAlsoPrintReceipt

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) საბეჭდ ფორმაში დამატებულია ყოველი სტრიქონისთვის საწყობის მითითების საშუალება.

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) დამატებულია იარლიყის ბეჭდვის შესაძლებლობა.

PrintLabel

გაყიდვები (ქვითარი) პარამეტრებში დამატებულია ბრძანება "ჩამონათვალიდან საქონლის (მომსახურების) არჩევის შემდეფ გახსენით სტრიქონის რედაქტირების ფანჯარა".

F12Options

დოკუმენტებში საწყობის შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) და საწყობის შემოსავლის ორდერი (იმპორტი) დასაშვები გახდა საქონლის ერთეულის ფასი იყოს ნულის ტოლი.

დოკუმენტის საქონლის გადაადგილება საბეჭდ ფორმაში დამატებულია საქონლის დირექტორიის დღგ-ს სტატუსის გამოტანის შესაძლებლობა.

დოკუმენტში შეკვეთა გადაადგილებაზე დამატებულია საბეჭდი ფორმა.

დოკუმენტებში ფუნქციებში საქონლის სიის იმპორტი/ექსპორტი დამატებულია გაფართოების გამოყენების შესაძლებლობა.

დოკუმენტში მომწოდებლისთვის დაბრუნება დამატებულია ფასდაკლების გაუქმების შესაძლებლობა.

დოკუმენტში მყიდველისგან დაბრუნება დამატებულია ასევე მომსახურების არჩევის შესაძლებლობა.

 

ჟურნალები

დოკუმენტების ჟურნალში კომპლექტაციის/დეკომპლექტაციის სტრიქონებზე მოაქვს შესაბამისი დოკუმენტის ვალუტა.

ყველა ჟურნალში დამატებულია საქონლის მიხედვით დოკუმენტების შერჩევის შესაძლებლობა.

 

უწყისები

უწყისიდან საქონლის ბრუნვა დოკუმენტის შეკვეთა გადაადგილებაზე შექმნისას საქონლის რაოდენობაში ეთითება უარყოფითი ბრუნვის რაოდენობა.

უწყისში გაყიდვების ანალიზი დამატებულია სვეტი აღწერა, გაყიდვის დოკუმენტის ცხრილური ნაწილიდან.

უწყისში გაყიდვების ანალიზი დამატებულია მიმდინარე სტრიქონის ასლის გაკეთების საშუალება.

 

სხვა

დამატებულია AClas საკონტროლო-სალარო აპარატებთან ინტეგრაცია.

დამატებულია დოკუმენტების "ბანკის გასავალი" ჯგუფური იმპორტის ექსელის ფაილი. იმპორტის ფაილი BankOutImport.xls განთავსებულია კატალოგში C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import.

დამატებულია დოკუმენტების "კომპლექტაცია" ჯგუფური იმპორტის ექსელის ფაილი. იმპორტის ფაილი ComplectationGroupImport.xls განთავსებულია კატალოგში C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import.

დამატებულია ექსელის ფორმულები TMTSaleSumByDescr და TMTSaleQtyByDescr, რომლებიც აღწერის მიხედვით აბრუნებენ გაყიდული საქონლის ან მომსახურების თანხას/რაოდენობას.

მომხმარებლის ფავორიტ საქონელში დამატებულია ჯგუფების დამატების შესაძლებლობება.

გაყიდვებში დამატებულია ინტეგრაცია AClass სალარო აპარატებთან.

ოპტიმიზირებულია ყველა დოკუმენტის სიის მუშაობა.

თუ პარამეტრებში მოწყობილებებში გამყიდველის ეკრანის პარამეტრებში ჩართულია ალამი სენსორული ეკრანი, ფავორიტი საქონლის შერჩევა შესაძლებელია მაუსის ერთხელ დაჭერით.

 

გადაჭრილი პრობლემები

გასწორებულია შეცდომა დოკუმენტში გაყიდვა (ქვითარი), რომლის გამოც დოკუმენტის კოპირებისას სრულ თანხაში მიმატებული იყო ასევე ამოშლილი სტრიქონების თანხა.

გასწორებულია შეცდომა დოკუმენტში შეკვეთა გადაადგილებაზე, რომლის გამოც შეუძლებელი იყო ამ დოკუმნეტის ექსპორტი XML ფორმატში.

გასწორებულია შეცდომა დორექტორიაში საქონელის და მომსახურებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო ამ დირექტორიის იმპორტი, როცა მასში მითითებულია შტრიხკოდები.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც მყიდველისგან დაბრუნებები არ აისახებოდა უწყისებში, თუ დაბრუნებული იყო საქონელი თვითღირებულების საშუალო შეწონილი აღრიცხვით.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც შეუძლებელი იყო დოკუმენტის შეკვეთა გადაადგილებაზე წაშლა.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც სსა სალარო აპარატზე შეუძლებელი იყო ზედიზედ რამოდენიმე X/Z რეპორტის ამორტყმა.

 

ვერსია 7.1.1 (15.11.2019-17.06.2019)

 

ახალი შესაძლებლობები

 

დოკუმენტები

გაყიდვების წერტილი (POS)-ში დამატებულია ვალად გაყიდვის ფუნქციონალი.

DebtPOSSale

 

გაყიდვების წერტილი (POS) დამატებულია ახალი პარტნიორის (მყიდველის) შექმნის შესაძლებლობა.

POSAddClient

 

გაყიდვების წერტილი (POS)-ში დამატებულია თანხების მიღების შესაძლებლობა (რეალიზაციის გარეშე).

POSDebtClose

 

გაყიდვების წერტილი (POS) მყიდველისგან დაბრუნების დროს, თუ მოცემული ქვითრის ნომრით არსებობს რამოდენიმე დოკუმენტი, გაიხსნება საბაზო დოკუმენტის ასარჩევი ფანჯარა.

გაყიდვების წერტილი (POS) დამატებულია გამყიდველის შეცვლის შესაძლებლობა.

POSChooseSeller

გაყიდვების წერტილი (POS) დას.(F9) ცხრილი იმახსოვრებს სვეტების სიგანეს.

გაყიდვების წერტილი (POS) დას.(F9) ცხრილში დამატებულია შტრიხკოდით ძებნის შესაძლებლობა.

გაყიდვების წერტილი (POS)-ში ბეჭდ. ჩეკი (F11) დაჭერისას, თუ მომხმარებელზე არ არის არჩეული საბეჭდი ფორმა, იხსნება ფანჯარა, რომელშიც აირჩევა საბეჭდი ფორმა და ჩეკების რაოდენობა.

POSCheckPrint

თუ მომხმარებელს გათიშული აქვს საქონლის თვითღირებულების ნახვა, ფასის ფორმირებისას მას არ ექნება თვითღირებულების ნახვის საშუალება.

 

ჟურნალები

ჟურნალში საქონლის ოპერაციები (საცალო) დამატებულია საქონლის თვითღირებულების სვეტები.

 

უწყისები

ცვლის უწყისში თუ არჩეულია საბეჭდი ფორმა, მაგრამ არ არის მონიშნული ალამი "ბეჭდვა", უწყისი გაიხსნება მონიშნულ საბეჭდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიხსნება სტანდარტული უწყისი.

 

სხვა

ელ. სასწორში ექსპორტის ფანჯარაში დამატებულია შენახვის შესაძლებლობა.

დამატებულია დოკუმენტების ბანკის შემოსავალი ჯგუფური იმპორტის საშუალება ექსელის ფორმების გამოყენებით. იმპორტის ფაილი BankInImport.xls განთავსებულია კატალოგში C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import.

პარამეტრებში დამატებულია ბონუსით დახურვის პროცენტის მაქსიმალური მნიშვნელობა.

გაყიდვა (ქვითარი)-ის საბეჭდ ფორმაში დამატებულია პარტნიორის ხელშეკრულების კოდის ველი.

ვებ სერვისში დამატებულია ავტორის რეგისტრაციის შესაძლებლობა, მონახაზში მყოფი გადაადგილებების დოკუმენტების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

სტატუსის სტრიქონში წერია, აქვს თუ არა კლიენტს სერვისი.

 

გადაჭრილი პრობლემები

 

თუ საქონელს აქვს ჩართული ალამი "ასაწონი", ის არ იძებნებოდა ელ. სასწორის შტრიხკოდის ატრიბუტების გარეშე.

 

ვერსია 7.0.10 (21.08.2018-15.11.2018)

 

ახალი შესაძლებლობები

ძირითადი

ქვესისიტემას POS შეეცვალა დასახელება და დაერქვა გაყიდვების წერტილი (POS).

NewPOS

 

უწყისს ცნობა საქონლის არსებობაზე შეეცვალა დასახელება და დაერქვა საქონლის ნაშთი.

GoodRem

 

შესყიდვის ქვესისტემაში დამატებულია ახალი დოკუმენტი შეკვეთა მომწოდებელს, შესაბამის ჟურნალთან ერთად.

PurchaseOrder

 

საწყობის ქვესისტემაში დამატებულია ახალი დოკუმენტი შეკვეთა გადაადგილებაზე.

MoveOrder

 

ადმინისტრატორის ინსრუმენტებში დამატებულია მომხმარებლების შესვლის/გასვლის ისტორია.

LogInHistory

 

დოკუმენტები

დოკუმეტებში პარტიის არჩევის ფანჯარაში დამატებულია ღილაკი, რომელიც საქონელს არჩევს არა FIFO, LIFO მეთოდით, არამედ FEFO (First Expire, First Out) მეთოდით.

FEFOBut

 

დოკუმეტებში ჯგუფურ დამატებაში დამატებულია დაუყოვნებლივ რაოდენობის შევსება.

GroupGoodChoseWithInstantQTY

 

დოკუმენტში გაყიდვები საცალო წერტილიდან გათიშულია შემდეგი შორთქათების გამოყენების შესაძლებლობა: F12, Ctrl+L, Ctrl+B, , Ctrl+Shift+L, Ctrl+Shift+B.

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი), თუ გვიდნა მივუთითოთ დამატებითი საზომი ერთეული, შეგვიძლია F2 -ში ჩავწეროთ ჯერ "/" და შემდეგ შესაბამისი რაოდენობა, ასეთ შემთხვევაში სისტემა შეცვლის, როგორც რაოდენობას, ასევე საზომ ერთეულსაც.

F12PAckWithQTY

 

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) მიმდინარე სტრიქონის პანელში დამატებულია საქონლის აღწერის გამოტანის შესაძლებლობა.

F12CurrentRowDesc

 

გაყიდვის დოკუმენტში დამატებულია იარლიყის ბეჭდვის შესაძლებლობა.

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი დამატებულია მიმდინარე სტრიქონის პანელი.

PurchaseDocCurRow

 

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი ფანჯარაში ნაშთი და ბრუნვა დამატებულია მომწოდებლის მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა.

დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერი საფუძველზე შესაძლებელია მომწოდებლისთვის დაბრუნების დოკუმენტის შექმნა.

დოკუმენტში მომწოდებლისთვის დაბრუნება, როდესაც დოკუმენტი შექმნილია სხვა დოკუმენტის საფუძველზე, დამატებულია საწყობის ველი.

დოკუმენტის მომწოდებლისთვის დაბრუნება საფუძველზე დამატებულია საწყობის შემოსავლის ორდერის შექმნის შესაძლებლობა.

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) დამატებულია ფასების ფორმირების შესაძლებლობა.

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) ფასების ტიპის დიალოგურ ფანჯარაში დამატებულია S5 (საცალო დოკუმენტის გაყიდვის ფასი) და S6 ფასის ტიპები (საცალო გაყიდვის ფასი).

დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) საწყობის დიალოგურ ფანჯარაში გამოტანილია ყველა საწყობი.

დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) საფუძველზე შესაძლებელია მომწოდებლისთვის დაბრუნების დოკუმენტის შექმნა.

დოკუმენტში ბონუსების გადახედვა დამატებულია სალაროს და ცვლის ველები.

 

უწყისები

უწყისში საქონლის ნაშთი დამატებულია დოკუმენტების შექმნის შესაძლებლობა.

უწყისიდან საქონლის ნაშთი გასავლის დოკუმენტების შექმნისას სისტემა აღარ ამოწმებს შერჩეული საქონლის ნაშთი უარყოფითია თუ არა.

უწყისში საქონლის თვითღირებულების გადათვლა დიალოგურ ფანჯარაში დამატებულია ველი ავტორი.

 

 

დირექტორიები

დირექტორიის საქონელი და მომსახურებები სიაში დამატებულია მიმდინარე ნაშთის დათვალიერების შესაძლებლობა.

GoodsRemFromGoodsList

 

დირექტორიაში საქონელი და მომსახურება ლენტში, ჩანართში სხვა დამატებულია ღილაკები ქვედირექტორიების სიების გასახსნელად.

OpenDirectoriesFromGood

 

დირექტორიის საქონლისა და მომსახურებების ჯგუფები სიის ჩვენება შესაძლებელი გახდა ხის სახით.

პარტნიორის ხელშეკრულებაში დამატებულია ველები მოქმედების თარიღის დასაწყისი, მოქმედების თარიღის დასასრული და ალამი გაუქმებული.

PartContractDates

 

სხვა

ფასების ფორმირების ფორმას დაემატა შენახვის ღილაკი.

SavePriceSaveBut

 

დამატებულია OLAP ფორმულა, როდესაც საქონლის კოდის შევსებისას მოაქვს გარე კოდი: TGetMTExternalCodeByMTCode.

საბეჭდ ფორმებში შესაძლებელია ავტორის დამატება.

მომხმარებლის პამამეტრებში დამატებულია მონიშვნა, რომელიც ავტომატურად არეგისტრირებს მოცემული მომხმარებლის მიერ შექმნილი საწყობის შემოსავლის ორდერის საფუძველზე მომწოდებლის საქონელს.

 

გადაჭრილი პრობლემები

 

საცალო წერტილის გაყიდვაში F11 გამოყენების შემდეგ ყველა შემთხვევაში გადავდიოდით ახალ დოკუმენტში, ახლა მოცემული ფუნქცია დამოკიდებულია შესაბამის პარამეტრზე მომხმარებლის უფლებებში.

დოკუმენტში გაყიდვა საცალო წერტილში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დოკუმენტში, რომელშიც მოხდა გადახდა ბონუსით კლიენტს ერიცხება ბონუს ქულები, იმის და მიუხედავად, რომ პარამეტრებში შესაბამისი მონიშვნა გათიშულია.

დოკუმენტში გაყიდვა საცალო წერტილში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც გადადებულ დოკუმენტში, რომელშიც იყო გაუქმებული სტრიქონი, ამ სტრიქონის თანხა მოჰქონდა ფასდაკლებულ თანხაში.

დოკუმენტში გაყიდვა საცალო წერტილში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დოკუმენტის რედაქტირებისას არ ჩანს სვეტი ბონუსი.

დოკუმენტში გაყიდვა საცალო წერტილში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც საფუძვლის გარეშე დაბრუნების უფლება არ ჰქონდა მომხმარებელს, თუ წინა დაბრუნებას ჰქონდა საფუძველი.

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) გასწორებულია ჯგუფურ დამატებასთან დაკავშირებული შეცდომა (დოკუმენტის თანხას არ ავსებდა).

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დოკუმენტს ენიჭებოდა ქვითრის არასწორი ნომერი.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დოკუმეტნში გაყიდვა ქვითარი, საქონლის დამატებითი ერთეულის არჩევის შემთხვევაში მოჰქონდა არასწორი ნაშთი (ნაშთი მრავლდებოდა შესაბამის რაოდენობაზე, გაყოფის ნაცვლად).

მყიდველისგან დაბრუნების დოკუმენტში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც თუ რეალიზაციისას კლიენტი იხდიდა ბონუსით, დაბრუნების შედეგად მას უნაზღაურდებოდა ბონუსი და ამასთან გვიჩნდებოდა ვალდებულება სრულ თანხაზე და არა სრული თანხის და ბონუსის სხვაობაზე.

გასწორებულია შესყიდვის დოკუმენტიდან ფასის გენერირებისას გაჩენილი პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო დოკუმენტის ერთი და იგივე კოდის საქონლის არსებობასთან.

შესყიდვის დოკუმენტებში გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ფასების ფორმირებისას დამატებითი საზომი ერთეულებისთვის, სისტემას არ მოჰქონდა საზომი ერთეულები.

გასწორებულია საწყობის შემოსავლის ორდერში (საცალო) გასაყიდი ფასის გენერირებისას დაშვებული შეცდომა.

მომწოდებლისთვის დაბრუნების დოკუმენტის შექმნისას უწყისიდან საქონლის ნაშთი საცალო, ახალა უკვე ივსება საცალო ფასიც.

დოკუმენტში მომწოდებლისთვის დაბრუნება გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც შეუძლებელი იყო მოცემულ დოკუმენტში საცალო საწყობის არჩევა.

გასწორებულია საცალო გადაფასების დოკუმენტის რეგისტრაციისას გაჩენილი პრობლემა.

დოკუმენტში ინვენტარიზაცია, გასწორებულია შეცდომა, რომლის შედეგადაც დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ დოკუმენტებში მოჰქონდა არა მიმდინარე დოკუმენტის საწყობი, არამედ ყოველთვის ძირითადი საწყობი.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც უწყისიდან გაყიდვების ანალიზი დაბრუნების დოკუმენტის შექმნისას არ მოჰქონდა შესაბამისი სალარო.

გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც უწყისის საქონლის ნაშთი გამოძახებისას  თუ ფასის ტიპის კოდი შედგება ერთი სიმობლოსგან, შესაბამისი ფასი მოჰქონდა 0.

 

ვერსია 7.0.8 ( 21.04.2018-21.08.2018)

 

ახალი ქვესისტემა - გაყიდვების წერტილი (გაყიდვების წერტილი (POS))

სისტემაში დამატებულია ქვესისტემა გაყიდვების წერტილი (გაყიდვების წერტილი (POS)). იგი ორიენტირებულია საცალო მაღაზიის ავტომატიზაციაზე, რომელსაც აქვს ბევრი გაყიდვების წერტილი (სალარო აპარატი). თუ თქვენ გჭირდებათ სწრაფად მოემსახუროთ კლიენტებს, მაგალითად სასურსათო მაღაზიაში, რეკომენდირებულია ამ ქვესისტემის გამოყენება.

 

POS

 

ახალი შესაძლებლობები

დოკუმენტებში დამატებულია საქონლის კოდის მიხედვით შერჩევის შესაძლებლობა. კლავიატურაზე F2 ღილაკის დაჭერის და შესაბამისი ველის აქტივაციის შემდეგ საჭიროა დავწეროთ საქონლის კოდი და დავაჭიროთ ღილაკს F8.

 

MTIncomeF8

 

ყველა დოკუმენტში, რომელშიც არის შტრიხკოდის ველი, ასევე შესაძლებელია ასაწონი საქონლის შტრიხკოდის წაკითხვა.

დამატებულია უშუალოდ დოკუმენტიდან შესაბამისი უწყისების გახსნის შესაძლებლობა.

 

DocReports

 

ყველა დოკუმენტში დამატებულია ველი "ავტორი", რომელიც საშუალებას გვაძლევს შევზღუდოთ მომხმარებელი სხვა მომხმარებლების დოკუმენტებთან მუშაობისას.

დოკუმენტის "საქონლის გადაადგილება" საბეჭდ ფორმაში დამატებულია საქონლის სია პარტიების მიხედვით.

დოკუმენტში "ინვოისი" დამატებულია ფასდაკლების გამოყენების შესაძლებლობა.

შეზღუდულია დოკუმენტის "მყიდველისგან დაბრუნება" დოკუმენტის ნომრის გამეორება.

დოკუმენტში "მყიდველისგან დაბრუნება" დამატებულია დარიცხული და დახურული ბონუსების უკუ-გაანგარიშება.

პარტნიორთა უწყისებში დამატებულია გაყიდვების დაფარვის მეთოდების ჩვენების შესაძლებლობა. ამისათვის საჭიროა მომხმარებლის დოკუმენტების პარამეტრებში ჩანართში "გაყიდვები (ქვითარი)" ჩავრთოთ ალამი "პარტნიორების ანგარიშსწორებებში გაყიდვებისა და დაფარვის თანხების ჩვენება".

 

Payment

 

დოკუმენტში "გაყიდვები (ქვითარი)(F12)" მიმდინარე სტრიქონის პანელში დამატებულია საქონლის  ნაშთის მიმდინარე საწყობსა და მთლიანი ნაშთის ჩვენების შესაძლებლობა. ამის ჩართვა შეიძლება მომხმარებლის დოკუმენტების პარამეტრბში ჩანართში "გაყიდვები (ქვითარი)".

 

F12

 

დამატებულია ბონუსებით გადახდისას ბონუსების დარიცხვის რეგულირების შესაძლებლობა.

 

Bonuses

 

დამატებულია არსებულზე მეტის გამოწერის დროს ნულოვანი თვითღირებულების რეგისტრაციის შესაძლებლობა, რითაც მოხერხდა დოკუმენტის ჩაწერის პროცესის აჩქარება.

დამატებულია მომხმარებელზე დოკუმენტის თანხის დამრგვალების შესაძლებლობა.

 

RoundDocPrice

 

დამატებულია დოკუმენტებში საქონლის სტრიქონების ტექსტური ფაილიდან იმპორტირების შესაძლებლობა.

ჟურნალში "სალარო ქვითრები" დამატებულია გადახდის ყველა მეთოდის ნახვის შესაძლებლობა.

ჟურნალში "სალარო ქვითრები" დამატებულია სალაროსა და ცვლის სვეტები.

დოკუმენტების ჟურნალში აისახება დოკუმენტის "პარტნიორის დავალიანების გადახედვა (ჯგუფური)" თანხა.

დირექტორიებში "საქონელი და მომსახურებები" და "პარტნიორები" დამატებულია ჯგუფური წაშლის შესაძლებლობა.

 

GroupDelete

 

დირექტორიაში "საქონელი და მომსახურებები" დამატებულია ფასის შეყვანის, ნახვისა და რედაქტირების შესაძლებლობა. ასევე შესაძლებელია ფასების ჟურნალის გამოძახება.

 

Prices

 

დამატებულია დირექტორია "პარტნიორები" საბეჭდ ფორმაზე ტელეფონის ნომერის გამოტანის შესაძლებლობა.

ექსელის ფაილში "InvoiceGroupImport" დამატებულია ვალუტის ველები.

დამატებულია გაფართოება, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავაგენერიროთ სასწორის იმპორტის ფაილი სხვასხვა ელ. სასწორისთვის, რაც გვაძლევს საშუალებას მარტივად მივაბათ ელ. სასწორის ნებისმიერი მოდელი სისტემას.

დამატებულია ვებ-სერვისიდან პარტნიორის დარიცხული ბონუსების ნახვის შესაძლებლობა.

 

გადაჭრილი პრობლემები

უწყისში "ცნობა საქონლის არსებობაზე" თუ არჩეულია ფასის ტიპი და მონიშნულია ალამი "რაოდენობის ჩვენება დამატებითი საზომი ერთეულებით", აისახებოდა არასწორი ფასი.

დოკუმენტის "საწყობის შემოსავლის ორდერი" შექმნისას დირექტორიიდან "საქონელი და მომსახურებები" გასწორდა თანხების ცვლილება რაოდენობის ცვლილების დროს.

 

 

ვერსია 7.0.6 (14.12.2017-20.04.2018)

ახალი შესაძლებლობები

დოკუმენტში "გაყიდვები" დამატებულია ველი "ავტორი". ასევე ჟურნალში "გაყიდვების დოკუმენტები" დამატებულია შესაბამისი სვეტი.

 

Documents.Sale.Author

 

დოკუმენტში "გაყიდვები (ქვითარი)" შესაძლებელია საზომი ერთეულის სვეტის დამალვა.

დოკუმენტში "გაყიდვები (ქვითარი)" მარტივი რეჟიმის დროს სსა ქვითარზე მარტო ნაღდი თანხის ბეჭდვის შესაძლებლობა.

შეიცვალა დოკუმენტის "გაყიდვები (ქვითარი)" მუშაობის ლოგიკა ფასდაკლების ავტომატური გამოთვლის დროს.

გაიზარდა დოკუმენტის "გაყიდვები (ქვითარი)" მწარმოებლურობა.

ჟურნალში "საწყობის დოკუმენტები" დამატებულია საქონლის მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა.

უწყისში "საქონლის ოპერაციები" დამატებულია ჩანართი "სვეტები".

 

Reports.MTOperations

 

დირექტორიაში "საქონელი და მომსახურება" დამატებულია ველი "გარე კოდი".

 

Lists.MTExtCode

 

დირექტორიაში "პარტნიორები" კონტექსტურ მენიუში "მონიშნულთა რედაქტირება" დამატებულია რამოდენიმე პუნქტი.

პარტნიორის ბარათში დამატებულია ველები "სქესი" და "დაბადების თარიღი".

 

Lists.Partners.SexAndBirthday

 

დირექტორიიდან "ფასები" შესაძლებელია იარლიყების ამობეჭდვა.

 

Lists.Prices.PrintLabels

 

მომხმარებლის პარამეტრებში დამატებულია ფასის ტიპის შეცვლის შესაძლებლობა.

დამატებულია გარე მოდულის გამოყენების შესაძლებლობა ბონუსების გამოსათვლელად.

შეიცვალა სსა ქვითრის ამობეჭდვის ალგორითმი.

შეიცვალა RS.GE-სთან არსებული ინტეგრაცია RS.GE-ს პროტოკოლებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

გაუმჯობესებულია ელ. სასწორებში საქონლის ექსპორტი.

დამატებულია ელ. სასწორში საცალო საქონლის ექსპორტის შესაძლებლობა.

დამატებულია ექსელის ფორმულა TGetMTDiscountByCode.

სტატუსის სტრიქონში დამატებულია გასაღების ნომრის დათვალიერების საშუალება და მისი კოპირების შესაძლებლობა. ასევე პროგრამის ფანჯრის ქუდში მითითებულია სისტემის მიმდინარე ვერსია.

 

KeyAndVersion

 

დამატებულია ყველა ტიპის სასწაროში საცალო საქონლის ექსპორტირების საშუალება.

 

Options.ElScaleProductByPieces

ვერსია 7.0.5 (01.09.2017-13.12.2017)

ახალი შესაძლებლობები

 

დოკუმენტში "საწყობის შემოსავლის ორდერი" დამატებულია ბოლო შესყიდვის ფასების ჩასმის შესაძლებლობა.MTIncomePrices

 

დოკუმენტში "საწყობის შემოსავლის ორდერი" დამატებულია ფასდაკლების გამოყენების შესაძლებლობა.MTIncomeDiscount

 

დოკუმენტში "გაყიდვები" დამატებულია გაყიდული რაოდენობის ჯამი.

SalesSumQty

 

დოკუმენტში "გაყიდვები (F12)" თუ მნიშვნელობის შეყვანის ველი (F2) ცარიელია, მაშინ შტრ. კოდისა (F7) და კოდის (F8) ღილაკის დაჭერისას გაიხსნება საქონლის სია.

დოკუმენტში "გაყიდვები (F12)" შესაძლებელია ყველა სტრიქონის რეალიზაცია 100%-იანი ფასდაკლების გამოყენებით.Sale100%Dicsount

 

უწყისში „საქონლის ბრუნვა“ დამატებულია ბრუნვის საწყობების მიხედვით გაშლა.

MTTurnOverByStorages

 

დამატებულია ბრძანებები დირექტორიების "საქონელი და მომსახურება" (Ctrl+Shift+L) და "პარტნიორები" (Ctrl+Shift+B) გამოძახებისათვის.

ახალი საქონლის დამატებისას ალამი "პრეისკურანტში ჩვენება" ირთვება ავტომატურად.

დამატებულია მომხმარებლისთვის დოკუმენტში "გაყიდვები (F12)" ბრძანებების დამალვის შესაძლებლობაUserHideButtons

 

დამატებულია მომხმარებლის უფლებების კოპირება სხვა მომხმარებლისგან.

UserPermissions

 

დამატებულია მომხმარებლების სალაროებზე წვდომის რედაქტირება.

UserPermissionCashbox

 

 

გადაჭრილი პრობლემები

 

გასწორებულია გაყიდვის საფუძველზე დაბრუნების შექმნისას დღგ-ის არასწორი მოტანა.

გასწორებულია "გაყიდვები (საცალო)" პრობლემა, როდესაც საზომი ერთეულის შეცვლისას ფასი იცვლებოდა არასწორად.

გასწორებულია შეცდომა, როდესაც ჩართულია მრავალსაწყობიანი რეჟიმი, მაგრამ უწყისიდან "ცნობა საქონლის არსებობაზე" რამოდენიმე საწყობიდან გაყიდვა აბრუნებდა შეცდომას.