პარტნიორები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები >

პარტნიორები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ დირექტორიაში პარტნიორების შესახებ ინფორმაცია უნდა შეავსოთ რომელიც გამოიყენება მათთან ურთიერთანგარიშსწორების და დოკუმენტების ფორმირებისას. მაგალითად: პარტნიორის სრული დასახელება გამოიყენება დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში, მოკლე დასახელება უწყისებში, დიალოგებში და სარჩევებში, ანგარიშსწორების ანგარიში საგადახდო დოკუმენტების ბეჭდვისას.  

პარტნიორის სახით უნდა შეავსოთ მომწოდებლები, მყიდველები, ფიზიკური პირები და სხვა. ცნობარში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა პარტნიორების მეშვეობით.   სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა

დირექტორიის ჩაწერა ორგანიზებულია 4 გვერდისგან შემდგარი ფანჯრის მეშვეობით, რომლის გვერდებია ზოგადი, ხელშეკრულებები, ანგარიშსწორების ანგარიშები და დამატებითი მისამართები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

კოდი

პარტნიორის კოდი. ახლად შესაყვანი პარტნიორისთვის, რიგითი კოდის სახით, სისტემა გვთავაობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული პარტნიორის კოდისგან. ეს ველი არ ექვმედებარება რედაქტირებას. აუცილებელი ველია.

საიდენტ. N

პარტნიორის საიდენტიფიკაციო ნომერი.

 დასახელება

პარტნიორის დასახელება. აუცილებელი ველია.

სრული დასახელება

პარტნიორის სრული დასახელება (255 სიმბოლო). გამოიყენება დოკუმენტების ექსპორტირებისას MS Word-ში.

ჯგუფი

პარტნიორის ჯგუფის კოდი.

 

გვერდებზე ივსება შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

მომწოდებელი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ ამ პარტნიორის მითითება შეიძლება დოკუმენტებში საწყობის შემოსავლის ორდერი, დამატებითი ხარჯების განაწილება და მომწოდებლისთვის დაბრუნება.

მყიდველი

თუ ალამი ჩართულია მაშინ ამ პარტნიორის მითითება შეგიძლიათ დოკუმენტებში გაყიდვები, და მყიდველისგან დაბრუნება.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

თუ ალამი ჩართულია, პარტნიორი ითვლება არარეზიდენტათ.

იურ. მისამართი

პარტნიორის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

იმ ადგილის მისამართი სადაც ფაქტიურად ხორციელდება საქმიანობა.

ტელეფონის ნომერი

პარტნიორის ტელეფონის ნომერი.

ელ-ფოსტა

პარტნიორის ელ-ფოსტა.

მენეჯერის ს.გ.

პარტნიორის მენეჯერის სახელი და გვარი.

მენეჯერის თანამდებობა

პარტნიორის მენეჯერის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

პარტნიორის ბუღალტრის სახელი და გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

პარტნიორის ბუღალტრის თანამდებობა.

სქესი

პარტნიორის სქესი.

დაბადების თარიღი

პარტნიორის დაბადების თარიღი.

გადახდის დანიშნულება

გადახდის ძირითადი დანიშნულება.

ხელშეკრულებები

პარტნიორის ხელშეკრულებებია. დამატებისთვის შეიძლება დირექტორიის ხელშეკრულებების გამოყენება.

ანგარიშსწორების ანგარიშები

პარტნიორის ანგარიშსწორების ანგარიშებია. დამატებისთვის შეიძლება დირექტორიის პარტნიორთა ანგარიშსწორების ანგარიშები გამოყენება.

დამატებითი მისამართები

საქმიანობის დამატებითი მისამართები.

 

note შენიშვნა

აკრძალულია პარტნიორის წაშლა, თუ მისი მეშვეობით განხორციელებულია ოპერაცია.

დირექტორია პარტნიორები შესაძლებელია დავაიმპორტოთ MS Excel-დან PartnersImport.xls ფაილის დახმარებით, რომელიც იმყოფება საქაღალდეში Import. (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import ).

დირექტორია პარტნიორები შესაძლებელია დავარედაქტიროთ MS Excel-დან PartnersEdition.xls ფაილის დახმარებით, რომელიც იმყოფება საქაღალდეში Import. (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import ).