მომწოდებლისთვის დაბრუნება

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

მომწოდებლისთვის დაბრუნება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი მომწოდებლისთვის დაბრუნების მეშვეობით ხორციელდება მომწოდებლისგან  შეძენილი საქონლის დაბრუნება. დოკუმენტის ჩაწერა მიმდინარეობს ფანჯრის მეშვეობით რომელიც შედგება 4 გვერდისგან ზოგადი, საქონლის ჩამონათვალი, მომწოდებელი და მყიდველი.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი მომწოდებლისთვის დაბრუნება შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმეტი

ის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება მომწოდებლისთვის დაბრუნება. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი ან საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახლი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეტანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით' საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად.F2 ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_Returntovendor1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემულ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის არჩევა.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთ-ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა საერთო ჯამის ველის მნიშვნელობას ხელახლა ითვლის ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

დისტრიბუტორის ჩანაწერთა წიგნის N

მომწოდებლის სარეგისტრაციო წიგნის ნომრის შევსება.

გვერდის N

მომწოდებლის სარეგისტრაციო წიგნში გვერდის ნომრის შევსება.

სტრიქონის N

მომწოდებლის სარეგისტრაციო წიგნის გვერდზე სტრიქონის ნომრის შევსება.

გამყიდველი

გამყიდველი კონსლუტანტის მითითება. შეიძლება მნიშვნელობის არჩევა დირექტორიიდან თანამშრომლები.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. მნიშვნელობების მიღება შეუძლია დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

გვერდს საქონლის ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_Returntovendor2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ დოკუმენტის ველში ვალუტა შევსებულია GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1- დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

ფასის სახეობა

აღინიშნება, თუ საქონლის გატარების შემდეგ სისტემამ რა ტიპის ფასები შემოგვთავაზოს. თუ გვერდზე ზოგადი შევსებულია ველი მომწოდებელი და არჩეულ ხელშეკრულებაში მონიშნულია ფასის ტიპი, მაშინ სისტემა ავტომატურად შეავსებს ამ ფასის ტიპს.

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ითვლის და ავსებს დღგ-ს ამ ველში, საქონელთა ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს შეძენილი საქონლის საერთო თანხას, მომწოდებლის მიერ გამოწერილი დოკუმენტის ვალუტით.

 

ცხრილში საქონლის ჩამონათვალი უნდა შეავსოთ მომწოდებლისთვის დასაბრუნებელი საქონლის საწყობი, კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს ტიპი. ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

გვერდს მომწოდებელი აქვს შემდეგი სახე.

 

Purchases_Documents_Returntovendor3

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ველში ფაქტ.მისამართი მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

ინდ.მეწ. სახ. რეგ.  N

ინდ.მეწარმის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ნომერი.

პასპორტის N

ინდ.მეწარმის ან ფიზიკური პირის პასპორტის ნომერი.

გვერდზე მყიდველი გვერდი მომწოდებლის მსგავსად მეორდება ველები, გარდა ველებისა ინდ.მეწ. სახ. რეგ.  N და პასპორტის ნომერი.

 
Purchases_Documents_Returntovendor4

დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში ველები საიდენტ.N, ინდ.მეწ.-ის სახ. რეგ N და პასპორტის N გამოისახება შემდეგნაირად:

თუ ველი ინდ.მეწ.-ის სახ. რეგ N შევსებულია, მაშინ დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში გამოისახება ეს სამივე ველი. თუ ეს ველი არ არის შევსებული, გამოსახება მხოლოდ ველი საიდენტ. N, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საიდენტ. N აგრეთვე ცარიელია, ხოლო ველი პასპორტის N შევსებულია. ამ შემთხვევაში დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში გამოჩნდება მხოლოდ ველი პასპორტის N.

 

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Documents_Returntovendor5

ამ გვერდზე ივსება ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ვებ- გვერდზე ასატვირთად.

ზედნადების შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ა/ფ ნომერი

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ზედნადების ტიპი

დოკუმენტის ზედნადების ტიპი.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

სხვა

ივსება, თუ ტრანსპ. სახე - ში არჩეულია სხვა.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (გადამხდელი)

ასარჩევი ტიპის ველია. შესწაძლებელია არჩეულ იქნას: 1 გამყიდველი, 2 მყიდველი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი.

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.