შეკვეთა მომწოდებელს

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

შეკვეთა მომწოდებელს

Previous pageReturn to chapter overviewNext page

შეკვეთა მომწოდებელს შეიცავს ინფორმაციას მომავალი შესყიდვის შესახებ. დოკუმენტი გამოიყენება მომწოდებლისთვის შექვეთის გაკეთებისთვის.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Documents_OrderToSupplier

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის შემოსავლის ორდერის დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

E-mail მისამართი

პარტნიორის e-mail მისამართი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.

ავტორი

დოკუმენტის ავტორი.

 

ჩამონათვალში ივსება შესაძენი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული და რაოდენობა.

ჩამონათვალის შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

RemandTurn ღილაკზე დაჭერით იხსნება ფანჯარა, სადაც მოცემულია ინფორმაცია საქონლის ნაშთების და ბრუნვის შესახებ.

RemandTurn1

ამ ფანჯრის დახმარებით დოკუმენტიდან შეკვეთა მომწოდებელს პირდაპირ შესაძლებელია დავინახოთ მოცემული საქონლის მონაცემები: ნაშთები, შესყიდვები  და გაყიდვები.