დამატებითი ხარჯების განაწილება

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

დამატებითი ხარჯების განაწილება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი დამატებითი ხარჯების განაწილება გათვალისწინებულია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების (სატრანსპორტო, დატვირთვის და ჩამოტვირთვის დანახარჯები და სხვა) განაწილებისთვის.  შეყვანილი თანხა ნაწილდება საბაზო დოკუმენტში მითითებულ საქონელთა პროპორციულად მათი ღირებულების გაზრდით. დოკუმენტის ჩაწერა ხორციელდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და საქონლის ჩამონათვალი.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:    

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი დამატებითი ხარჯების განაწილების შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმენტი

დამატებითი ხარჯების განაწილება დოკუმენტის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება დამატებითი ხარჯების განაწილება. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება იყოს დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი ან საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_OverheadExpenses1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემულ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის არჩევა.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ ცნობარში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან' avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა საერთო ჯამის ველის მნიშვნელობას ხელახლა ითვლის ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

ზედნადების N

მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ან ზედნადების ნომრის შევსება.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. მნიშვნელობების მიღება შეუძლია ცნობარიდან გამონათქვამები.

 

გვერდს საქონლის ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_OverheadExpenses2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს ცნობარში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ დოკუმენტის ველში ვალუტა შევსებულია GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1- დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ , 4 - ნულოვანი დღგ.

დისტრიბუციის ბაზა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1- ჯამური, 2- რაოდენობა, 3- რაოდენობა X კოეფიციენტი.

გასანაწილებელი თანხა

გასანაწილებელი თანხის შევსება.

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ითვლის და ავსებს დღგ-ს ამ ველში, საქონელთა ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს შეძენილი საქონლის საერთო თანხას, მომწოდებლის მიერ გამოწერილი დოკუმენტის ვალუტით.

ჩამონათვალის რედაქტირების ნებართვა

განაწილება ხორციელდება მხოლოდ ალმებით მონიშნულ სტრიქონებზე. ალმების რედაქტირებისთვის საჭიროა მონიშნოთ ალამი ჩამონათვალის რედაქტირების ნებართვა.

 

note შენიშვნა

დამატებითი ხარჯების განაწილების შედეგად საქონლის ფასების დამრგვალებიდან წარმოქმნილი გადახრის თანხა ემატება სიის ბოლო სტრიქონის თანხას.