საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო)

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები >

საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) გამოიყენება საქონლის საცალო საწყობში შესატანად. როდესაც ხდება საქონლის საცალო საწყობში შეტანა დგება საჭიროება გასაყიდი ფასის მითითების. დოკუმენტში დაფიქსირებული ფასები შემდგომში გამოიყენება როგორც საფუძველი საცალო საწყობში გაყიდვის და აღრიცხვისთვის.  გაყიდვების რეგისტრაციისას ამ ფასების ცვლილება აკრძალულია. გაყიდვების ფასების შესაცვლელად გათვალისწინებულია დოკუმენტი საქონლის გადაფასება (საცალო). როდესაც საქონელი იყიდება საცალო საწყობიდან, სისტემა ავტომატურად ავსებს მოცემულ საწყობში მოცემული საქონლისთვის განსაზღვრულ გასაყიდ ფასს. თუ მოცემული საქონლისთვის საწყობში განსაზღვრულია რამოდენიმე გასაყიდი ფასი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია მათგან რომელიმეს არჩევა. სისტემა ავტომატურად ავსებს განსაზღვრული ფასებიდან უმცირესს.

დოკუმენტის ჩაწერა მიმდინარეობს ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 3 გვერდისგან: ზოგადი, საქონლის ჩამონათვალი და ზედნადები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის შემოსავლის ორდერის (საცალო)  შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გთავაზობთ მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობთ ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება საწყობის შემოსავალი. საბაზო დოკუმენტის ასრჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს დოკუმენტი საქონლის ინვენტარიზაცია (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

საწყობი

საცალო საწყობი სადაც შედის საქონელი.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება დასახელებათა სიაში ახლი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეტანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით' საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად.F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_IncomeRetail1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემულ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის არჩევა.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან' avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა საერთო ჯამის ველის მნიშვნელობას ხელახლა ითვლის ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. მნიშვნელობების მიღება შეუძლია დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

გვერდს საქონლის ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე

 

Purchases_Documents_IncomeRetail2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა. სიაში შეტანილი ყველა საქონლის ფასები მოცემულია ამ ვალუტაში. როდესაც მომხმარებელი საქონლის შეტანამდე ნიშნავს მომწოდებელს, მაშინ სისტემა ამ ველს ავსებს ხელშეკრულების ვალუტით. აღსანიშნავია საქონლის აღრიცხვის ერთი თავისებურება. სისტემაში თვითღირებულებები პარალელურად აღირიცხება ლარში დღგ-ს გარეშე, ლარში დღგ-ს ჩათვლით და რომელიმე ვალუტაში აგრეთვე დღგ-ს ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ვალუტა განისაზღვრება სისტემის ექსპლუატაციამდე ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი  მდებარე ველში საქონლის ვალუტა. ეს ნიშნავს, რომ შეძენის დოკუმენტის ვალუტისგან დამოუკიდებლად, საქონლის თვითღირებულება რეგისტრირდება ლარში ან ადმინისტრაციულ ვალუტაში.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ დოკუმენტის ველში ვალუტა შევსებულია GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1- დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - გაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

ფასის სახეობა

აღინიშნება, თუ საქონლის გატარების შემდეგ სისტემამ რა ტიპის ფასები შემოგვთავაზოს. თუ გვერდზე ზოგადი შევსებულია ველი მომწოდებელი, და არჩეულ ხელშეკრულებაში მონიშნულია ფასის ტიპი, მაშინ სისტემა ავტომატურად შეავსებს ამ ფასის ტიპს.

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ითვლის და ავსებს დღგ-ს ამ ველში, საქონელთა ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს შეძენილი საქონლის საერთო თანხას, მომწოდებლის მიერ გამოწერილი დოკუმენტის ვალუტით.

 

ცხრილში საქონელის ჩამონათვალი ივსება შეძენილი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, შეძენის ფასი და თანხა, ფასნამატის პროცენტი, გასაყიდი ფასი და თანხა, ჯგუფის თავისებურებები, და დღგ-ს კოეფიციენტი. სტრიქონის ჩაწერისას, შეძენის ფასის და ფასნამატის პროცენტის საფუძველზე გამოითვლება გასაყიდი ფასი. ფასნამატის პროცენტს სისტემა გვთავაზობს დირექტორიაში საქონელი და მომსახურებები მითითებული პროცენტის მნიშვნელობის გამოყენებით.  თუ დირექტორიაში პროცენტის მნიშვნელობა ცარიელია, მაშინ სისტემა გვთავაზობს პარამეტრები ფანჯრის გვერდზე ზოგადი მდებარე ფასნამატის პროცენტს. მომხარებელს შეუძლია გამოსული ფასნამატის პროცენტის რედაქტირება.

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

Purchases_Documents_IncomeRetail10
 

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

Purchases_Documents_IncomeRetail3

ამ გვერდზე ხდება ზედნადების ინფორმაციის შევსება. ეს გვერდი შედგება არააქტიური ველებისგან და მათი შევსება ავტომატურად ხდება შემოსავლების სამსახერის ვებ-გვერდიდან ზედნადების ჩამოტვირთვის დროს.