საქონლის ინვენტარიზაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საქონლის ინვენტარიზაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტის საქონლის ინვენტარიზაცია მეშვეობით სრულდება საბითუმო საწყობში საქონლის ინვენტარიზაცია. ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერით საქონლის ჩამონათვალში ივსება მოცემულ საწყობში არსებული საქონელი აღრიცხული რაოდენობებით.  ჩამონათვალის ნებისმიერი სტრიქონის რედაქტირება შეიძლება და მოცემული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის მითითება საწყობში. დოკუმენტის ჩაწერა არ ახდენს ზეგავლენას სააღრიცხვო ჟურნალებზე, თუმცა ინვენტარიზაციის საფუძველზე შეიძლება დოკუმენტების საწყობის შემოსავლის ორდერის ან საწყობის გასავლის ორდერის ან გაყიდვების (თუ საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია აღრიცხულ რაოდენობაზე) შექმნა.
დოკუმენტი საქონლის ინვენტარიზაცია აგრეთვე გამოიყენება ფორმა მარაგების ინვენტარიზაციის ჩამონათვალის ასაგებად და დასაბეჭდად.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი საქონლის ინვენტარიზაციის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საწყობი

საწყობი სადაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან ძტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 
დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_Inventory
 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ ველში ვალუტა შევსებულია GEL.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება ცნობარიდან გამონათქვამები.

 
საქონლის ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებზე მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

ღილაკზე ჩატვირთვა fill დაჭერისას ფანჯარაში საქონლის ჩამონათვალი ივსება დოკუმენტის თარიღით საწყობში აღრიცხული საქონელი. შეიძლება აგრეთვე ამ ჩამონათვალის რედაქტირება, მასში სტრიქონის დამატება, წაშლა ან არსებული სტრიქონების შეცვლა.  ღილაკს განახლება refresh საქონლის ჩამონათვალი მოჰყავს დოკუმენტის თარიღისთვის საწყობში აღრიცხულ საქონელთან შესაბამისობაში. შესრულებული ცვლილებების შეცვლის გარეშე.

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

საქონლის ჩამონათვალი ცხრილს აქვს შემდეგი სვეტები.

 

ველი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდი. თუ დირექტორიაში საქონელი მოცემული საქონელი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან ღილაკზე avelacnel დაჭერით. საქონლის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel .

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

საქონლის ძირითადი საზომი ერთეული.

ბუღ. რაოდენობა

მოცემული საქონლის აღრიცხული რაოდენობა საწყობში: ძირითადი საზომი ერთეულით.

ფაქტიური რაოდენობა

დასაწყისში ამ ველის მნიშვნელობა ივსება ველი ბუღ.რაოდენობის თანაბარი მნიშვნელობით, თუმცა თუ საწყობში მოცემული საქონლის რაოდენობა განსხვავებულია, შეიძლება ამ ველის რედაქტირება და ფაქტიური რაოდენობის ჩაწერა.

გადახრა

ფაქტიური და ბუღალტრული რაოდენობების სხვაობა.

ბუღ. ჯამი

მოცემული საქონლის ბუღალტრული თვითღირებულების ჯამი აღნიშნულ საწყობში.

ფასი

დასაწყისში ამ ველის მნიშვნელობა ივსება ველი ბუღალტრული ჯამის მნიშვნელობის გაყოფით ველი ბუღალტრული რაოდენობას მნიშვნელობაზე (საქონლის საშუალო ფასი მოცემულ საწყობში), თუმცა, თუ საშუალო ფასი განსხვავებულია, მაშინ შეიძლება ველის რედაქტირება.

ფაქტიური ჯამი

დასაწყისში ამ ველის მნიშვნელობა ივსება ველი ბუღალტრული ჯამის თანაბარი მნიშვნელობით, თუმცა თუ მოცემული საქონლის თვითღირებულების თანხა განსხვავებულია, შეიძლება ამ ველის რედაქტირება და ფაქტიური თანხის ჩაწერა.

note შენიშვნა

დოკუმენტის საქონლის ინვენტარიზაცია იმპორტირება შეიძლება MS Excel-დან MTStockTakingGroupImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import (მაგალითად C։\Program Files\Apricot Software\AS-Trade 7\Import).