საქონლის ინვენტარიზაცია (საცალო)

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საქონლის ინვენტარიზაცია (საცალო)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტის საქონელის ინვენტარიზაცია (საცალო) მეშვეობით სრულდება საცალო საწყობებში საქონელთა ნაშთების ინვენტარიზაცია, რომლებიც დაფიქსირებულია გასაყიდი ფასებით. ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერით საქონელთა ჩამონათვალში ივსება აღნიშნულ საცალო საწყობში არსებული საქონლის ბუღალტრული რაოდენობებით და გასაყიდი ფასებით. ჩამონათვალის თითოეული სტრიქონის რედაქტირება შეიძლება და აღნიშნული საქონლის საწყობში ფაქტიური რაოდენობის მითითება. დოკუმენტის ჩაწერა არ ახდენს ზეგავლენას სააღრიცხვო ჟურნალებზე, თუმცა ინვენტარიზაციის საფუძველზე შეიძლება შემდეგი დოკუმენტების შექმნა: საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) (თუ საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა აჭარბებს ბუღალტრულ რაოდენობას) ან საწყობის გასავლის ორდერი ან გაყიდვები (ქვითარი) (თუ საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია ბუღალტრულ რაოდენობაზე).

საქონელთა ინვენტარიზაცია (საცალო) დოკუმენტი გამოიყენება აგრეთვე ფორმა მარაგების ინვენტარიზაციის ჩამონათვალის ასაგებად და დასაბეჭდად

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის საქონელთა ინვენტარიზაცია (საცალო) ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საწყობი

საცალო საწყობი სადაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან ძტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 
დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_InventoryRetail

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. რადგან საცალო საწყობში გასაყიდი ფასები აღირიცხება ლარში, მაშინ ამ ველში ივსება GEL.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ ველში ვალუტა შევსებულია GEL.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება ცნობარიდან გამონათქვამები.

 

საქონლის ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

ღილაკზე ჩატვირთვა fill დაჭერისას ფანჯარაში საქონლის ჩამონათვალი ივსება დოკუმენტის თარიღით საწყობში აღრიცხული საქონელი. შეიძლება აგრეთვე ამ ჩამონათვალის რედაქტირება, მასში სტრიქონის დამატება, წაშლა ან არსებული სტრიქონების შეცვლა.  ღილაკს განახლება refresh საქონლის ჩამონათვალი მოჰყავს დოკუმენტის თარიღისთვის საწყობში აღრიცხულ საქონელთან შესაბამისობაში. შესრულებული ცვლილებების შეცვლის გარეშე.

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

 

საქონლის ჩამონათვალი ცხრილს აქვს შემდეგი სვეტები.

 

ველი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდი. თუ ცნობარში საქონელი მოცემული საქონელი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან ღილაკზე avelacnel დაჭერით. საქონლის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel .

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

საქონლის ძირითადი საზომი ერთეული.

ბუღ. რაოდენობა

მოცემული საქონლის აღრიცხული რაოდენობა საწყობში: ძირითადი საზომი ერთეულით.

ფაქტიური რაოდენობა

დასაწყისში ამ ველის მნიშვნელობა ივსება ველი ბუღ.რაოდენობის თანაბარი მნიშვნელობით, თუმცა თუ საწყობში მოცემული საქონლის რაოდენობა განსხვავებულია, შეიძლება ამ ველის რედაქტირება და ფაქტიური რაოდენობის ჩაწერა.

გადახრა

ფაქტიური და ბუღალტრული რაოდენობების სხვაობა.

ბუღ. ჯამი

მოცემული საქონლის ბუღალტრული თვითღირებულების ჯამი აღნიშნულ საწყობში.

გასაყიდი ფასი

მოცემული საქონლის გასაყიდი ფასი, თუ ფაქტიური გასაყიდი ფასი განსხვავებულია შევსებული ფასისგან, მაშინ შეიძლება ამ ველის რედაქტირება და ამ ფასის შეტანა.

ფაქტიური ჯამი

დასაწყისში ამ ველის მნიშვნელობა ივსება ველი ბუღალტრული ჯამის თანაბარი მნიშვნელობით, თუმცა თუ მოცემული საქონლის თვითღირებულების თანხა განსხვავებულია, შეიძლება ამ ველის რედაქტირება და ფაქტიური თანხის ჩაწერა.