გაყიდვები (საცალო)

ექსპლორერი:  გაყიდვები > დოკუმენტები >

გაყიდვები (საცალო)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გაყიდვები(საცალო) გათვალისწინებულია საცალო ვაჭრობაში გაყიდვების განხორციელებისთვის. საქონლის რეალიზაცია მიმდინარეობს ფიქსირებული ფასებით ლარში. ფასები ფიქსირდება საქონლის შეტანისას საცალო საწყობში. საქონლის საცალო საწყობში შეტანა ხორციელდება დოკუმენტებით საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) და საქონლის გადაადგილება.

დოკუმენტის ჩაწერა ხორციელდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 5 გვერდისგან ზოგადი, ჩამონათვალი, ზედნადები, მომწოდებელი და მყიდველი.

 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე  თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის გამოყენებით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება გაყიდვა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მოვნიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. ბაზურს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტი სალაროს შემოსავლის ორდერი, ბანკის შემოსავალი ან საქონლის ინვენტარიზაცია. ბაზური დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

საწყობი

საცალო საწყობი, საიდანაც ხორციელდება გაყიდვა.

შტრიხ-კოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახლი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეტანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

Sales_Documents_RetailSale

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემულ ჯგუფში შემავალი მყიდველების შერჩევა.

მყიდველი

მყიდველის კოდის შევსება. თუ პარტნიორების ცნობარში მოცემული მყიდველი არ არის შევსებული, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება,   avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდი. სისტემა ავტომატურად ძირითად ხელშეკრულებას გვთავაზობს. თუ შევსებულია ველი მყიდველი, ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურულია.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ველი საერთო თანხის მნიშვნელობას განმეორებით გამოითვლის ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ გამოისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ ველი მყიდველი არ არის შევსებული, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

გამყიდველი

გაყიდვის განმახორციელებელი თანამშრომელი. მნიშვნელობებს იღებს ცნობარიდან თანამშრომლები.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან გამონათქვამები.

 
გვერდს ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე.

 

Sales_Documents_RetailSale1

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ველის მნიშვნელობა არის GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 2 - დღგ-ს ჩათვლით,  3 - დაუბეგრავი და 4 - ნულოვანი.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი ჩანს თუ ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი ჩართულია ალამი გაყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნებართვა. შეიძლება პროცენტის შევსება, რომლის ოდენობით შეიძლება ფასების შემცირება მოცემული გაყიდვისას. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი მნიშვნელობის შევსება. ამ შემთხვევაში მოხდება მოცემული პროცენტის ოდენობით ფასების მომატება. არ არის ნებადართული მთელს დოკუმენტზე 100% ფასდაკლების გამოყენება, თუმცა შეიძლება მისი გამოყენება ზოგ საქონელზე (მაგალითად საჩუქრების შემთხვევაში).

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა გამოითვლის და ავსებს ამ ველში დღგ-ს. საქონლის ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს გასაყიდი საქონლის საერთო თანხას, რომელიც შეიცავს ველი თანხა დღგ-ს მნიშვნელობას.

 

ჩამონათვალში ივსება გასაყიდი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ფასი, ფასდაკლების პროცენტი, ფასდაკლებული ფასი, თანხა და პარტიის მახასიათებელი. ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

note შენიშვნა

მომსახურეობა იყიდება მოცემული მომხარებლისთვის განსაზღვრული პრეისკურანტით. პრეისკურანტის ტიპი ფანჯარა დოკუმენტების პარამეტრების ველში გასაყიდი ფასის ტიპი.

შესაძლებელია გაყიდვის დროს გაჩნდეს პრეისკურანტში ინგრედიენტების მიხედვით გახსნილი კომპლექტის ჩართვის საჭიროება, არა თუ ერთი საქონლის სახით. საქონელთა ჩამონათვალში კომპლექტის ინგრედიენტის დამატება ხდება ღილაკი complect დახმარებით. ღილაკზე დაჭერით იხსნება ფანჯარა, სადაც მოინიშნება კომპლექტის კოდი და რაოდენობა. ღილაკზე მომდევნო ან OK დაჭერის შემთხვევაში საქონლის ჩამონათვალში ემატება ამ კომპლექტის ინგრედიენტები: ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტების რაოდენობის წარმოებულის რაოდენობებით. ამის შემდეგ, შეიძლება საქონლის ჩამონათვალის შეცვლა:დამატებით, წაშლით ან რედაქტირებით.  
discount ღილაკი გათვალისწინებულია საქონლის ჩამონათვალში შევსებული საქონელზე ფასდაკლების შკალაში განსაზღვრული ფასდაკლებების გამოყენებისთვის. თუ საქონლის ჯამი შეადგენს იმგვარ რიცხვს, რომლისთვისაც განსაზღვრულია ფასდაკლება მაშინ discount  ღილაკზე დაჭერისას ეს ფასდაკლება გამოიყენება საქონლის სიაში შევსებულ ყველა საქონელზე.   თუ მოცემული მომხმარებლისთვის გვერდზე მუშაობის შეზღუდვები მონიშნულია ალამი ახალი გაყიდვის ჩაწერისას თანხის ავტომატური ფასდაკლება, მაშინ დოკუმენტში ახალი სტრიქონის დამატებისას, სტრიქონის რედაქტირებისას ან წაშლისას ავტომატურად გამოიყენება შესაბამისი ფასდაკლების შკალა.  

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

 

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

 

Sales_Documents_RetailSale2

 

ზედნადების შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ა/ფ ნომერი

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ზედნადების ტიპი

ასარჩევი ტიპის ველია. შესაძლებელია არჩეული იქნას ზედნადების შემდეგი ტიპები: 1 ტრანსპორტირების გარეშე, 2 ტრანსპორტირებით.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მძღოლი არ არის რეზიდენტი.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (გადამხდელი)

ასარჩევი ტიპის ველია. შესწაძლებელია არჩეულ იქნას: 1 გამყიდველი, 2 მყიდველი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი.

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

 

გვერდს მომწოდებელი აქვს შემდეგი სახე:

Sales_Documents_RetailSale3

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ფაქტ.მისამართი ველში მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

 

დოკუმენტის შიდა საბეჭდ ფორმაში მისამართები აისახება შემდეგი ფორმით, თუ ფაქტიური მისამართი არ არის შევსებული ან სრულადა ემთხვევა იურიდიულ მისამართს, მაშინ საბეჭდ ფორმაში აისახება იურიდიული მისამართი. თუ განსხვავდება, მაშინ საბეჭდ ფორმაში ორივე სტრიქონი აისახება.

გვერდს მყიდველი აქვს შემდეგი სახე:

Sales_Documents_InvoiceSale4

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მყიდველის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ფაქტ.მისამართი ველში მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მყიდველი არ არის რეზიდენტი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.