ზოგადი

ექსპლორერი:  პარამეტრები >

ზოგადი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ გვერდს აქვს შემდეგი სახე:

 

Options.General

 

ველი

დანიშნულება

სამუშაო პერიოდი

ხდება სამუშაო პერიოდის განსაზღვრა. ყველა ჩასაწერი და წასაშლელი გატარებების და დოკუმენტების თარიღის ველები უნდა იყოს ამ პერიოდში. ამ ველის რედაქტირებისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.

სამუშაო ენა

სისტემის სამუშაო ენის დადგენა. მისი მნიშვნელობა შეიძლება იყოს ქართული, ინგლისური, სომხური ან რუსული.

დღგ-ს ტიპი

დღგ-ს წინასწარ განსაზღვრული ტიპი, გამოიყენება დოკუმენტებში.

დღგ

დღგ-ს კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება დოკუმენტებში დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გამოსათვლელად.

ფასნამატი %

ველის მნიშვნელობა გამოიყენება დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) შეძენის ფასის საფუძველზე გასაყიდი ფასის ავტომატურად გამოტანისთვის. ამ ველში მითითებული ფასნამატის პროცენტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შეტანილი საქონლისთვის დირექტორიაში არ არის მითითებული პროცენტი.

საქონლის ვალუტა

სისტემაში საქონლის თვითღირებულების ნაშთების და ბრუნვის აღრიცხვა მიმდინარეობს ორი ვალუტით, ბუღალტრული და ადმინისტრაციული. ბუღალტრულს წარმოადგენს ვალუტა ლარი, ხოლო ადმინისტრაციულის განსაზღვრა ხდება ამ ველში. ჩვეულებისამებრ ადმინისტრაციულ ვალუტად ინიშნება აშშ დოლარი.
note ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ არის ერთი ჩაწერილი დოკუმენტის მაინც, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა საქონლის ბრუნვაზე (მაგ: საწყობის შემოსავლის ორდერი, გაყიდვები და სხვა )

ფანჯრის დახურვისას დადასტურების მოთხოვნა

ამ სტრიქონის მონიშვნის შემთხვევაში ახალი დოკუმენტების ან დირექტორიებში ახალი სტრიქონების შექმნისას, ისევე როგორც უკვე არსებულთა რედაქტირებისას გამოსახული ფანჯრების დახურვისას მოითხოვს დადასტურებას.

უწყისების ჩვენება ელექტრონული ცხრილის სახით

თუ მონიშნულია ალამი, პროგრამაში უწყისები იხსნება ჩაშენებული Excel-ით.

გაყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნების დართვა

ალამი ტიპის ველია. თუ მონიშნულია დოკუმენტებში გაყიდვები, გაყიდვები (ქვითარი) ემატება ველი ფასდაკლების პროცენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ გასაყიდი თანხიდან ფასდაკლება.

დოკუმენტების ჯგუფური ხელახლა ჩაწერა

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია ჟურნალებში დოკუმენტების მონახაზად გადაკეთება და ჩაწერა მიმდინარეობს მონიშნული დოკუმენტების ჯგუფზე.

სისტემაში შესვლისას მიმდინარე გაცვლითი კურსების იმპორტი ეროვნული ბანკიდან

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, მაშინ ეროვნული ბანკიდან სისტემის ჩართვისას ხდება გაცვლითი კურსების ავტომატური იმპორტი.

ჟურნალებსა და უწყისებში პარტნიორების საიდენტ. N-ის ჩვენება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, ყველა უწყისსა თუ ჟურნალში, რომელშიც არის სვეტი პარტნიორი, ასევე ემატება სვეტი პარტნიორის საიდენტ. N.

კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესების პროგრამაში მონაწილეობა

თუ ალამი ჩართულია, მაშინ ავტომატურ რეჟიმში ხდება აქტივობის და წარმოქმნილი პრობლემების გადაგზავნა პროგრამისტებთან.

ატვირთვა როგორც კოდი

გვიჩვენებს, თუ რა აიტვირთება RS.GE-ზე კოდის ნაცვლად. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - კოდი, 2 - შტრიხკოდი.

ატვირთვა როგორც დასახელება

გვიჩვენებს, თუ რა აიტვირთება RS.GE-ზე დასახელების ნაცვლად. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - დასახელება, 2 - სრული დასახელება.

განყოფილებაში RS.GE-ზე ატვირთვის პარამეტრები შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის საიტზე ზედნადებების და ფაქტურების ატვირთვის პარამეტრების აწყობა.

ველი

დანიშნულება

ატვირთვა როგორც კოდი

გვიჩვენებს თუ რა უნდა გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს საქონლის კოდში. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - კოდი, 2 - შტრიხკოდი.

ატვირთვა როგორც დასახელება

გვიჩვენებს თუ რა უნდა გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს საქონლის დასახელებაში. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - დასახელება, 2 - სტრული დასახელება.

განყოფილებაში ფასდაკლებები შესაძლებელია ფასდაკლებების სისტემის აწყობა.

ველი

დანიშნულება

გაყიდვისას ფასდაკლებების გამოყენების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია დოკუმენტებში: გაყიდვები, გაყიდვები (საცალო) და გაყიდვები (ქვითარი) ემატება ველი ფასდაკლების %, რომელიც გვაძლევს გაყიდვისას  ფასდაკლების გაფორმების საშუალებას.

გარე მოდულის გამოყენება ფასდაკლების გაანგარიშებისათვის

თუ ალამი ჩართულია სისტემაში შესაძლებელი ხდება გარე მოდულის (გაფართოებების) გამოყენება ფასდაკლების გაანგარიშებისათვის.

შესყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნებართვა

თუ ალამი ჩართულია დოკუმენტებში: საწყობის შემოსავლის ორდერი და საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო) ემატება ველი ფასდაკლების %, რომელიც გვაძლევს შესყიდვისას  ფასდაკლების გაფორმების საშუალებას.

განყოფილებაში ბონუსები შესაძლებელია ბონუსების სისტემის აწყობა.

ველი

დანიშნულება

გაყიდვისას ბონუსების გამოყენება

თუ ალამი ჩართულია სისტემაში შესაძლებელი ხდება ბონუსების სისტემის აწყობა, ექსპლორერში და მთავარ გვერდზე ჩნდება ბონუსის უწყისები, დირექტორია ბონუსის შკალა, ბონუსთან დაკავშირებული ველები დოკუმნეტში გაყიდვები (ქვითარი), დირექტორიებში საქონელი და მომსახურებები და პარტნიორის ხელშეკრულებები.

გარე მოდულის გამოყენება ბონუსების გაანგარიშებისათვის

თუ ალამი ჩართულია სისტემაში შესაძლებელი ხდება გარე მოდულის (გაფართოებების) გამოყენება ბონუსების გაანგარიშებისათვის.

ბონუსის სახეობა

გვიჩვენებს ბონუსის დაგროვების ტიპს. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1  - პროცენტული, 2 - ჯამური.

დაგროვების მეთოდი

გვიჩვენებს ბონუსის დაგროვების მეთოდს  შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - მარტივი (მონიშნული %-ის ან ერთეულების გამოყენება), 2 - შკალის გამოყენება, 3 - პარტნიორის ბარათის გამოყენება.

დაგროვება ფასდაკლებული საქონლისთვის

თუ ალამი ჩართულია, ბონუსი გროვდება ასევე ფასდაკლებული პროდუქციისთვის.

დაგროვების პირობა

შესაძლებელია მიეთითოს დამატებით პრიობები ბონუსის დაგროვებისთვის. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება.

1) ერთჯერადი გაყიდვის თანხა - ბონუსი გამოითვლება იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის ჯამი მეტია მიტითებულ თანხაზე.
2) დაგროვილი გაყიდვების ჯამი - ბონუსი გამოითვლება იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორის დაგროვებული ბონუსი მეტია მითითებულ თანხაზე. თუ აუცილებელია კონკრეტული პერიოდის დაგროვების აღრიცხვა, ივსება თარიღების ველები.

3) პირობების გარეშე

დაგროვების პირობა - მნიშვნელობა მეტია

თუ შერჩეულია დაგროვების პირობაში აღნიშნულია: 1 - ერთჯერადი გაყიდვის თანხა ან 2 დაგროვილი გაყიდვების ჯამი, მიმდინარე ველი უნდა იყოს შევსებული.

დაგროვების პირობა - პერიოდი

ველი რედაქტირებადია, თუ დაგროვების პირობაში შერჩეულია 2 დაგროვილი გაყიდვების ჯამი.

ბონუსით გადახდის ლიმიტი

ბონუსით გადახდის მაქსიმალური თანხა.

ბონუსით გადახდისას ბონუსები არ დაირიცხოს

თუ ალამი ჩართულია, ბონუსით გადახდილ გაყიდვაზე ბონუსის დარიცხვა არ მოხდება.

 

განყოფილებაში ელ. სასწორში ასაწონი საქონლის პარამეტრები ელექტრონული სასწორის მუშაობის ორგანიზება შეგიძლიათ. მოცემული პარამეტრები ახასიათებს ასაწონი საქონლის შტრიხ-კოდს. ელ-სასწორიდან ამობეჭდილ შტრიხ-კოდს აქვს შემდეგი სტრუქტურა.

ველი

დანიშნულება

პრეფიქსი

რიცზვი 20-29 დიაპაზონში.

შტრიხ-კოდის სიგრძე

წინდებულის შემდეგ შტრიხ-კოდის სიგრძე, ემთხვევა საქონლის დირექტორიაში ასაწონი საქონლის შტრიხ-კოდს. იღებს მნიშვნელობებს 5-7  შუალედში.

დამრგვალების ხარისხი

საქონლის წონის მახასიათებელი ხუთნიშნა რიცხვში მძიმის პოზიცია.

საზომი ერთეული

ასაწონი საქონლის ძირითადი საზომი ერთეული. ელ-სასწორში ექსპორტირდება ასაწონი საქონლის ძირითადი საზომი ერთეულისთვის განსაზღვრული ფასი.

 

განყოფილებაში ელ. სასწორში საცალო საქონლის პარამეტრები ელექტრონული სასწორის მუშაობის ორგანიზება შეგიძლიათ. მოცემული პარამეტრები ახასიათებს საცალო საქონლის შტრიხ-კოდს. ელ-სასწორიდან ამობეჭდილ შტრიხ-კოდს აქვს შემდეგი სტრუქტურა.

ველი

დანიშნულება

პრეფიქსი

რიცზვი 20-29 დიაპაზონში.

შტრიხ-კოდის სიგრძე

წინდებულის შემდეგ შტრიხ-კოდის სიგრძე, ემთხვევა საქონლის დირექტორიაში ასაწონი საქონლის შტრიხ-კოდს. იღებს მნიშვნელობებს 5-7  შუალედში.

დამრგვალების ხარისხი

საქონლის წონის მახასიათებელი ხუთნიშნა რიცხვში მძიმის პოზიცია.

საზომი ერთეული

საცალო საქონლის ძირითადი საზომი ერთეული. ელ-სასწორში ექსპორტირდება ასაწონი საქონლის ძირითადი საზომი ერთეულისთვის განსაზღვრული ფასი.

ქვემოთ მოყვანილია ელექტრონული სასწორიდან ამობეჭდილი ასაწონი საქონლის კოდი, როდესაც საქონლის საზომი ერთეული არის კგ:

2712345001503
 

27- პრეფიქსი

12345- ასაწონი საქონლის კოდი

00150- თუ მძიმის შემდეგ დაყენებულია სამი სიმბოლო, წონა იქნება 150 გრ, თუ ორი - 1 კგ 500 გრ

3-სასწორის მიერ გენერირებული საკონტროლო რიცხვი

განაყოფში საცალო საქონლის პარამეტრები შესაძლებელია შტრიხკოდის გენერაციის აწყობა.

ველი

დანიშნულება

EAN ფორმატი

თუ ალამი ჩართულია, საქონლისთვის გენერირებულ შტრიხკოდს ექნება EAN-ის ფომრატი.

პრეფიქსი

რიცზვი 20-29 დიაპაზონში: ველი შევსებადია თუ მონიშნულია EAN ფორმატი.

შტრიხკოდის რიგითი ნომერი

საქონლის შტრიხკოდის რიგითი ნომერი.

განაყოფში პარტიის თავისებურებები ალმების მეშვეობით ინიშნება ორგანიზაციის საქონელთა პარტიების აღრიცხვისთვის გამოყენებადი თავისებურებები. მონიშნული თავისებურებები გამოჩნდება კერძოდ დოკუმენტში საწყობის შემოსავლის ორდერი საქონლის შემოტანის ფანჯარაში და საქონლის შესახებ უწყისებში, როდესაც დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია ალამი პარტირების ჩვენება. 

ამ გვერდის რედაქტირებისთვის, მომხარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.