გაყიდვები (ქვითარი) (F12)

ექსპლორერი:  გაყიდვები > დოკუმენტები >

გაყიდვები (ქვითარი) (F12)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გაყიდვები (ქვითარი) გათვალისწინებულია გაყიდვების სწრაფი განხორციელებისათვის. ამის საჭიროება განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში იგრძნობა, როდესაც მოითხოვება კლიენტის სწრაფად მომსახურება. ამ მიზეზით ამ დოკუმენტში საქონლის ჩამონათვალი შეგიძლიათ აგრეთვე შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის მიერ შეავსოთ.

დოკუმენტის ზოგიერთი ველების (დოკუმენტის ვალუტა, საწყობი, სალარო და მყიდველი) მნიშვნელობების რედაქტირება თითოეული მომხმარებლისთვის წინასწარ განისაზღვრება სისტემის ადმინისტრატორის მიერ ფანჯარაში დოკუმენტის პარამეტრები. ამის გასახსნელად საჭიროა ფანჯარაში მომხმარებლები (ადმინისტრატორის ინსტრუმენტები-> მომხმარებლები) იპოვნოთ მომხმარებლის სტრიქონი და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის პარამეტრები.

თუ ველში საწყობი შევსებულია საბითუმო საწყობი, მაშინ სისტემა ავტომატურად ავსებს გაყიდვის იმ სახეობის ფასს, რომელიც მითითებული მომხმარებლის ფანჯარა დოკუმენტების პარამეტრების ველში გაყიდვის ფასის სახეობა. თუ გაყიდვის ჩამწერი მომხმარებლისთვის დოკუმენტების პარამეტრებში გვერდზე მუშაობის შეზღუდვები ჩართულია ალამი გასაყიდი ფასის რედაქტირების ნების დართვა, მაშინ მას შეუძლია შემოთავაზებული გასაყიდი ფასის რედაქტირება.

თუ ველში საწყობი შევსებულია საცალო საწყობი, მაშინ სისტემა ავტომატურად ავსებს მოცემულ საწყობში მოცემული საქონლისთვის განსაზღვრულ ფასს ლარში ასახულს. თუ მოცემული საქონლისთვის საწყობში განსაზღვრულია რამოდენიმე გასაყიდი ფასი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია მათგან ნებისმიერი ერთის არჩევა. სისტემა ავტომატურდ ავსებს განსაზღვრული ფასებიდან მინიმალურს. იმ შემთხვევაში, როდესაც იყიდება მომსახურეობა, გამოიყენება მომხმარებლის პარამეტრებში მითითებული ფასის სახეობა.

დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) ჩაწერა ხდება შემდეგი ფანჯრის მეშვეობით.

Sales_Documents_PosSale

ამ ფანჯრის გამოძახება შეიძლება კლავიატურიდან F12 დაჭერით. 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი გაყიდვები (ქვითარი)-ს შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი გაყიდვები (ქვითარი)-ს  ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ქვითარის N

სალარო აპარატის ქვითარის ნომერი. არ ექვემდებარება რედაქტირებას.

დოკუმენტის ვალუტა

განსახორციელებელი გაყიდვის ვალუტა. მომხმარებლის ფანჯარა დოკუმენტების პარამეტრებიში მითითებული ველი ვალუტის მნიშვნელობა. თუ იგი ცარიელია, მაშინ ივსება GEL.

საწყობი

აისახება საწყობის კოდი, საიდანაც ხდება გაყიდვის განხორციელება.  მომხმარებლის ფანჯარა დოკუმენტების პარამეტრებშია მითითებული ველი საწყობის მნიშვნელობა. თუ იგი ცარიელია, მაშინ დოკუმენტის ჩაწერა შეუძლებელი იქნება.

სალარო

სალაროს კოდი, სადაც მოხდება გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის შეტანა.  მომხმარებლის ფანჯარა დოკუმენტების პარამეტრებიში მითითებული ველი სალაროს მნიშვნელობა. თუ იგი ცარიელია, მაშინ დოკუმენტის ჩაწერა შეუძლებელი იქნება.

მყიდველი

მყიდველის კოდის მითითება. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან ხელშეკრულებები.

გამყიდველი

გაყიდვის შემსრულებელი თანამშრომელი. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან თანამშრომლები. ასევე შესაძლებელია ამ ველის შევსება სკანერის გამოყენებით.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი ჩანს, თუ ,ფანჯარა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მონიშნულია ალამი გაყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნების დართვა. შეიძლება პროცენტის შევსება, რომლის ოდენობით უნდა მოხდეს ფასების დაკლება მოცემული გაყიდვისას. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი პროცენტის შევსება. ამ შემთხვევაში მოხდება მოცემული პროცენტის ოდენობით ფასების მომატება.

სულ

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება გადასახდელი საერთო თანხის ოდენობა.

ნაღდი (F6)

ხელზე მიღებული თანხის ოდენობის შევსება.

უნაღდო

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად საგადახდო ბარათით გადახდილი თანხა ივსება.

განვადება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად განვადებით გაფორებული თანხა ივსება.

ხურდა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, სისტემა აქ ავსებს ველების ზოგადი და ნაღდი, უნაღდო,  განვადებით მნიშვნელობების სხვაობას, რომელიც მყიდველისთვის გადასახდელი ხურდა.

მიმდინარე სტრიქონის პანელი

მოცემულ პანელში მიეთითება საქონლის დასახელება და რაოდენობა გამრავლებული ფასდაკლებული ფასზე

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღევა ცნობარიდან გამონათქვამები.

ზედნადები

მოცემულ პანელში მითითებულია ზედნადების მონაცემები

 

დოკუმენტი გაყიდვები (ქვითარი) ფანჯარაში არის მთელი რიგი ღილაკები და შეყვანის ველები, რომლებიც გათვალისწინებულია დოკუმენტთან მუშაობის გასამარტივებლად.

ველი მნიშვნელობის შეყვანა და მასთან მდებარე ღილაკები მუშაობენ შემდეგნაირად. ველში შეიძლება საჭირო საქონლის შტრიხ-კოდის, კოდის ან დასახელების შეყვანა და შესაბამის ღილაკზე დაჭერა. ამ შემთხვევაში მოცემული საქონელი დაემატება საქონელტა ჩამონათვალს. შტრიხ-კოდის და კოდის შემთხვევაში საჭიროა  მნიშვნელობის სრული შეყვანა. დასახელების შემთხვევაში შეიძლება საქონლის დასახელების ნაწილის შევსება. ამ შეთხვევაში Sales_Documents_PosSale3 ღილაკზე დაჭერის შემდეგ იხსნება სარჩევი, სადაც ჩანს ყველა ის საქონელი, რომელთა დასახელება შეიცავს ველში შეყვანილ მნიშვნელობას. ამ სიიდან უკვე შეიძლება საჭირო საქონლის შევსება. შეყვანის ველში მნიშვნელობის შეყვანის და ღილაკზე Sales_Documents_PosSale4 დაჭერის შემთხვევაში საქონლის ჩამონათვალის მომდონარე სტრიქონის რაოდენობა ველში შეივსება მოცემული მნიშვნელობა.

უნაღდო card ღილაკის მეშვეობით მოინიშნება უნაღდოდ გადახდილი თანხის ოდენობა, ისევე როგორც პლასტიკური ბარათის ტიპი. უნაღდო გადახდის რეგისტრირებისთვის, საჭიროა გაყიდვების წერტილი (POS) ტერმინალის მომწოდებელი ბანკის შევსება. გაყიდვების წერტილი (POS)-თან მუშაობა ორგანიზდება მომხმარებლის  ფანჯარაში დოკუმენტების პარამეტრები. ღილაკის განვადება aparik მეშვეობით აღინიშნება განვადებით გაცემული თანხის რაოდენობა. განვადებით თანხის მოსანიშნად საჭიროა, რომ მონიშნული იყოს ველი მყიდველი.

ამ ღილაკების ისევე რიოგორც შეყვანის ველებისთვის მნიშვნელობის შევსება და ნაღდი მოქმედებს აგრეთვე სწრაფი წვდომის ღილაკები, რომლებიც წერია ღილაკებზე ან შეყვანის ველებთან.

საქონლის ჩამონათვლის ზევით მდებარე Sales_Documents_PosSale1 ან Sales_Documents_PosSale2 ღიალკები მიმდინარე სტრიქონის რაოდენობა მოიმატებს ან დაიკლებს.

discount ღილაკი გათვალისწინებულია საქონლის სიაში შევსებულ საქონელზე ფასდაკლების შკალაში განსაზღვრული ფასდაკლებების გამოყენებისთვის. თუ საქონლის ჯამი შეადგენს იმგვარ რიცხვს, რომლისთვისაც განსაზღვრულია ფასდაკლება, მაშინ discount  ღილაკზე დაჭერისას ეს ფასდაკლება გამოიყენება საქონლის სიაში შევსებულ ყველა საქონელზე. თუ მოცემული მომხმარებლისთვის გვერდზე მუშაობის შეზღუდვები მონიშნულია ალამი ახალი გაყიდვის ჩაწერისას თანხის ავტომატური ფასდაკლება, მაშინ დოკუმენტში ახალი სტრიქონის დამატებისას, სტრიქონის რედაქტირებისას ან წაშლისას ავტომატურად გამოიყენება შესაბამისი ფასდაკლების შკალა. Sales_Documents_PosSale8  ამ ღილაკის დაჭერით იხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელშიც აღინიშნება დღგ-ს გაანგარიშების ფორმა: 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი, 4 - ნულოვანი და ფასების სახეობა, თუ მონიშნულია საცალო საწყობი, ჩანს მხოლოს დღგ-ს გაანგარიშების ფორმა.

UseBonuses და CalculateBonuses ჩნდება, როდესაც სისტემაში გამოიყენება საბონუსო სისტემა. ბონუსების სისტემის ჩართვა შესაძლებელია პარამეტრებში ჩანართზე ზოგადი განყოფილებაში ფასდაკლებები და ბონუსები.

Sales_Documents_PosSale5 ღილაკი გათვალისწინებულია თერმულ პრინტერზე სასაქონლო ქვითრის ამოსაბეჭდად. თერმულ პრინტერთან მუშაობა ორგანიზებულია პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები. Sales_Documents_PosSale6 ღილაკი გათვალისწინებულია სალარო ქვითრის ამოსაბეჭდად. 

ჩამონათვალი ცხრილში უნდა შეავსოთ გასაყიდი საქონლის ან გასაწევი მომსახურეობის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, გასაყიდი ფასი, თანხა და დღგ-ს ტიპი.  ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები. მოცემული ფოუნქციების სწრაფი ღილაკებით მუშაობისთვის ( მაგალითად CTRL+N) აუცილებელია ან საქონლის სიიდან რომელიმე ველის აქტივაცია ან ღილაკების კომბინაციის CTRL+1 დაჭერა.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა