მოწყობილობები

ექსპლორერი:  პარამეტრები >

მოწყობილობები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

გვერდი მოწყობილობები გათვალისწინებულია სკანერის და თერმული პრინტერის სამუშაო პარამეტრების შესაყვანად. გვერდს აქვს შემდეგი სახე:

 

Options.Instruments

 

განყოფილებაში სკანერის პარამეტრები შეიძლება შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის პარამეტრების შეყვანა. თუ მონიშნულია "Scaner On" ალამი, მაშინ სისტემა AS-Trade 7 ხვდება, რომ კომპიუტერზე მიერთებულია სკანერი.  ველში "COM Port" უნდა მიუთითოთ მიმდევრობითი პორტი, რომელზეც მიერთებულია სკანერი. ველებში "Baud Rate", "Data Bits", "Parity"და "Stop Bits" უნდა მიუთითოთ სკანერის სხვა პარამეტრები.

განყოფილებაში მაგნიტური ბარათის წამკითხავი მოწყობილობის პარამეტრები უნდა მიუთითოთ აღნიშნულ მოწყობილობასთან დაკავშირებული პარამეტრები.

განყოფილებაში ქვითრის საბეჭდი ქვითარის და შტრიხ-კოდის შემცველი იარლიყის მბეჭდავი თერმული პრინტერის მუშაობის ორგანიზება ხდება. პირველ ველში კომპიუტერისთვის მისაწვდომი პრინტერებიდან მონიშნეთ თერმული პრინტერი.

თუ თერმული პრინტერი მონიშნულია, მაშინ:

დოკუმენტში გაყიდვები (ქვითარი) ღილაკზე ბეჭდვა (F11დაჭერისას აღნიშნულ თერმულ პრინტერზე ამოიბეჭდება ქვითარი

საქონელი და მომსახურეობები ცნობარის კონტექსტური მენიუდან ბრძანების იარლიყის ამობეჭდვა მეშვეობით მონიშნულ თერმულ პრინტერზე ამოიბეჭდება შტრიხ-კოდის შემცველი იარლიყი.

განყოფილებაში იარლიყის საბეჭდი ხდება იარლიყის საბეჭდი თერმული პრინტერის სამუშაოს ორგანიზება.  ჩამონათვალში კომპიუტერისთვის მისაწვდომი პრინტერების სიიდან უნდა აირჩიოთ თერმული პრინტერი.

განყოფილებაში მომხმარებლის დისპლეის პარამეტრები გაიწერება მყიდველისთვის გამოყოფილი მონიტორის პარამეტრები. მიეთითება კომპიუტერზე მიერთებული დამატებითი ეკრანი, სურვილისამებრ შეგვიძლია გამოვიტანოთ სათაური, გამოსახულება და შევცვალოთ ფონი. განყოფილებაში გამყიდველის ეკარანის პარამეტრები ინიშნება ალამი სენსორული ეკრანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ქვესისტემა გაყიდვების წერტილი (POS)-ის დოკუმენტი გაყიდვა გამოვიყენოთ სენსორულ ეკრანზე.