სისტემური

ექსპლორერი:  პარამეტრები >

სისტემური

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პარამეტრების გვერდი სისტემური გათვალისწინებულია სარეზერვო ასლების ავტომატური ჩაწერისა და უწყისების მოთხოვნის შესრულების მაქსიმალური დროის მართვისთვის. 

 

Options.System

ეს გვერდი შეიცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

ავტომატურად მოხდეს სარეზერვო ასლის შემნა ყოველ N დღეში ერთხელ

თუ ეს ველი მონიშნულია, მაშინ სისტემაში შესვლისას მოხდება სარეზერვო ასლის ავტომატური შემქნა, თუ ბოლო სარეზერვო ასლის შექმნიდან გავიდა მითითებული რაოდენობით დღე.

ლოკალური სარეზერვო ასლები. სარეზერვო ასლის შექმნისას ავტომატური ექსპორტი მითითებულ საქაღალდეში

თუ ეს ველი მონიშნულია, ღილაკის Options.System.Browse გამოყენებით სერვერ კომპოუტერში შესაძლებელია ავირჩიოთ კიდევ ერთი ლოკალური საქაღალდის (Google Drive, Microsoft OneDrive, Yandex.Disk და სხვა), სადაც, ძირითადი საქაღალდის გარდა (C:\, D:\ დისკი MSSQL საქაღალდის ) ავტომატურად შეინახება აღებული სარეზერვო ასლები. კლიენტის კომპიუტერებში ასევე შესაძლებელია ლოკალური საქაღალდის მონიშვნა და იქაც ავტომატურად შეინახება აღებული სარეზერვო ასლები. შეუძლებელია ერთდროულად ონლაინ და ლოკალური სარეზერვო ასლების ღილაკების ჩართვა.

სარეზერვო ასლების ონლაინ შენახვა. სარეზერვო ასლის შექმნისას ავტომატური ექსპორტირება Dropbox-ზე

თუ ეს ველი მონიშნულია, აღებული სარეზერვო ასლები ავტომატურად ექსპორტირდება Dropbox ში. Dropbox-ის მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება ღილაკის გამოყენებით ვირჩევთ Dropbox-ის იმ პროფილს, სადაც გვინდა სარეზერვო ასლების შენახვა. შეუძლებელია ერთდროულად ონლაინ და ლოკალური სარეზერვო ასლების ღილაკების ჩართვა.

ანგარიშგების მოთხოვნის შესრულების მაქსიმალური დრო (წამი)

ამ ველში მითითებულია, თუ სისტემამ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი უწყისის მომზადებისთვის მაქსიმუმ რა დროის განმავლობაში უნდა იმუშაოს. თუ სისტემა ვერ ახერხებს მითითებულ დროში უწყისის მომზადებას, მაშინ შესრულება წყდება და გამოდის ამის თაობაზე შეტყობინება.