ფასდაკლებები

ექსპლორერი:  გაყიდვები > დირექტორიები >

ფასდაკლებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემა გვაძლევს ფასდაკლების მოქნილი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. აღწერილი მექანიზმები გამოიყენება გაყიდვების ქვესისტემაში დოკუმენტებში გაყიდვები (ქვითარი), გაყიდვები (POS) და გაყიდვები.

დირექტორიაში ახალი ფასდაკლების დამატება ან არსებულის რედაქტირება ხორციელდება დიალოგური ფანჯრის დახმარებით, რომელიც შედგება 2 ჩანართისგან: მოქმედება და პირობები.

ჩანართს მოქმედება აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

კოდი

ფასდაკლების მექანიზმის კოდი. აუცილებელი ველია.

დასახელება

ფასდაკლების მექანიზმის დასახელება. აუცილებელი ველია.

ფასდაკლებების ჯგუფი

თუ გაქვთ ერთზე მეტი ფასდაკლების მექანიზმი, შეგიძლიათ მათი გაერთიანება ჯგუფებში. იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან ფასდაკლებების ჯგუფები.

გამოყენების ვადა

პერიოდი, რომლის განმავლობაში მოქმედებს ფასდაკლება. პერიოდის დასაწყისი აუცილებელი ველია, ხოლო დამთავრების - არა.

აქტიური

თუ ალამი ჩართულია, ფასდაკლება იქნება აქტიური (მითითებული პერიოდის განმავლობაში).

პრიორიტეტი

ფასდაკლების გამოყენებას შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი. მისი გამოყენება მიზანშეწონილია, თუ ფასდაკლებების ჯგუფების დირექტორიაში მითითებულია პრიორიტეტი ან ფასდაკლებების გაერთიანების მეთოდი.

საწყობი

არჩევის შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ არჩეული საწყობიდან გაყიდულ საქონელზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება იმოქმედებს ყველა საწყობზე.

გამოყენების მეთოდები

განისაზღვრება ფასდაკლების გამოყენების  მეთოდი. შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები:

1. თუ არჩეულია საქონელზე მითითებული ფასდაკლების %-ის გამოყენება, მაშინ გამოიყენება %, რომელიც გაწერილია საქონელზე დირექტორიაში საქონელი და მომსახურებები.

2. თუ არჩეულია შკალის გამოყენება, მაშინ გაიხსნება შკალის შევსების შესაძლებლობა. შკალა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ერთჯერადი გაყიდვის დროს, ასევე გაყიდვების ჯამურ თანხაზე (დამოკიდებულია ტიპი-ს ველის მნიშვნელობაზე პირობები-ს ჩანართში.

3. თუ არჩეულია პარტნიორის ბარათის გამოყენება, მაშინ გამოიყენება ფასდაკლების %, რომელიც გაწერილია პარტნიორის ხელშეკრულებაში დირექტორიაში პარტნიორები.

4. თუ არჩეულია ფასდაკლების ფასის ტიპის გამოყენება, მაშინ გაიხსნება ველი, სადაც უნდა მივუთითოთ ფასდაკლების ფასების ტიპი. არჩეული ფასის ტიპის მქონე საქონლის ფასები იქნება ჩაწერილი როგორც ფასდაკლება გაყიდვის დროს.

5. თუ არჩეულია %-ის გამოყენება, მაშინ გაიხსნება ველი, სადაც უნდა ჩავწეროთ ფასდაკლების %.

6. თუ არჩეულია შეტყობინების ჩვენება, მაშინ გაიხსნება ველი, სადაც უნდა ჩაწეროთ შეტყობინების ტექსტი.

7. თუ არჩეულია ფასდაკლება ფიქსირებულ თანხაზე, მაშინ გაიხსნება ველი ფასდაკლებული ფასი. გაყიდული საქონლის ფასდაკლებული თანხა გამოითვლება პროპორციულად ამ ველში შევსებული მნიშვნელობისა.

8. თუ არჩეულია საჩუქარი (ფასდაკლება პრეისკურანტიდან გაყიდვაზე), მაშინ გაიხსნება ველი საჩუქრის რაოდენობა. გაყიდვის დროს ფასდაკლება გამოითვლება საქონლის მინიმალური ღირებულებიდან.

 

ერთზე მეტჯერ გამოყენება

ალამი ხელმისაწვდომია, თუ მეთოდში არჩეულია მე-7 ან მე-8 ვარიანტი. თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოცემული ფასდაკლების გამოყენება იქნება მრავალჯერადი.

სეგმენტი

პირველ ველში თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ ან გამორიცხოთ მისი გამოყენება.

თუ სეგმენტი ჩათვლილია და შემდგომ ველში არჩეულია სეგმენტი, მაშინ ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ მოცემულ სეგმენტზე. თუ ველი ცარიელია, ფასდაკლება მოქმედებს ყველა სეგმენტზე.

თუ  სეგმენტი გამორიცხულია და შემდგომ ველში არჩეულია სეგმენტი, მაშინ ფასდაკლება იმოქმედებს დანარჩენ სეგმენტებზე. თუ ველი ცარიელია, მაშინ ფასდაკლება არ გავრცელდება არცერთ სეგმენტზე.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სეგმენტში შემავალი საქონელი List ღილაკზე დაჭერით.

 

 

დამატებითი პირობების მითითება ხდება ჩანართიდან პირობები, რის შემდეგ ძალაში შედის ჩანართში მოქმედება გაწერილი ფასდაკლება.

 

ველი

დანიშნულება

ტიპი

ველი იღებს შემდეგ მნიშვნელობებს:

1. ერთჯერადი გაყიდვის თანხა - ფასდაკლების გაანგარიშება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის ჯამური თანხა აღემატება მითითებულ თანხას.

2. დაგროვილი გაყიდვების ჯამი - ფასდაკლების გაანგარიშება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის დაგროვებული გაყიდვების ჯამური თანხა აღემატება მითითებულ თანხას.

3. ერთჯერადი გაყიდვის სტრიქონის რაოდენობა - ფასდაკლების გაანგარიშება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის დოკუმენტში საქონლის სტრიქონების რაოდენობა აღემატება მითითებულ რიცხვს.

4. ერთჯერადი გაყიდვის საერთო რაოდენობა - ფასდაკლების გაანგარიშება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის დოკუმენტში სტრიქონების ჯამური რაოდენობა აღემატება მითითებულ რიცხვს.

 

მნიშვნელობა მეტი ან ტოლია

რიცხვი, რომელზეც მეტი ან ტოლი უნდა იყოს ტიპში არჩეული ვარიანტის შედეგი.

პერიოდი

ველი ხელმისაწვდომია, თუ ტიპში არჩეულია მე-2 ვარიანტი. თუ პერიოდი შევსებულია, ფასდაკლების პირობა იმოქმედებს მხოლოდ ამ პერიოდში შესრულებულ ოპერაციებზე.

მიმდინარე გაყიდვის დაგროვებაში ჩართვა

ალამი ხელმისაწვდომია, თუ ტიპში არჩეულია მე-2 ვარიანტი. თუ ალამი ჩართულია, მიმდინარე გაყიდვის თანხა დაემატება დაგროვებული გაყიდვების ჯამს.

სეგმენტი

პირველ ველში თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ ან გამორიცხოთ მისი გამოყენება.

თუ სეგმენტი ჩათვლილია და შემდგომ ველში არჩეულია სეგმენტი, მაშინ ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ მოცემულ სეგმენტზე. თუ ველი ცარიელია, ფასდაკლება მოქმედებს ყველა სეგმენტზე.

თუ  სეგმენტი გამორიცხულია და შემდგომ ველში არჩეულია სეგმენტი, მაშინ ფასდაკლება იმოქმედებს დანარჩენ სეგმენტებზე. თუ ველი ცარიელია, მაშინ ფასდაკლება არ გავრცელდება არცერთ სეგმენტზე.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სეგმენტში შემავალი საქონელი List ღილაკზე დაჭერით.

პარტნიორის ჯგუფი

იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან პარტნიორების ჯგუფები. თუ ველში არჩეულია მნიშვნელობა, მაშინ ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ მითითებული ჯგუფის პარტნიორებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლების პირობა გავრცელდება ყველა პარტნიორზე.

 

ფასდაკლების შესახებ კომენტატის დატოვება შეგიძლიათ ველში აღწერა.

note შენიშვნა

ფასდაკლების ავტომატური გამოთვლა მოცემული მექანიზმებით რეგულირდება მომხმარებლების დოკუმენტების პარამეტრებიდან გაყიდვისას ფასდაკლების ავტომატურად დათვლა და ყოველი მოქმედების შემდეგ ფასდაკლების ავტომატურად დათვლა ალამებით.

 

მაგალითი 1

დავაწესოთ რამოდენიმე საქონელზე ფასდაკლება 30%.

ფასდაკლების აღწერის ნაბიჯები:

1. შევქმნათ ახალი სეგმენტი:

NewSegment

2. დავამატოთ საქონელი სეგმენტში დირექტორიიდან საქონელი სეგმენტების მიხედვით:

ProductInSegment

3. აღვწეროთ ფასდაკლება შემდეგნაირად:

DiscountByPercentAndSegment

მაგალითი 2

ფასდაკლება დაფუძნებულია გაყიდვების ჯამზე. არის ფასდაკლებების შკალა. თუ გაყიდვების ჯამი არის 1000-2000 ლარის ფარგლებში, მაშინ მყიდველს ეკუთვნის ფასდაკლება 5%, 2000-4000 ლარის ფარგლებში - 7%, ხოლო 4000 და ზემოთ - 10%. ფასდაკლება ვრცელდება ყველა საქონელსა და მყიდველზე.

ფასდაკლება აღიწერება შემდეგნაირად:

DiscountByScale