ფასდაკლების ჯგუფები

ექსპლორერი:  გაყიდვები > დირექტორიები >

ფასდაკლების ჯგუფები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

თუ ფასდაკლებების დირექტორიაში არის რამოდენიმე ფასდაკლება, მაშინ შესაძლებელია მათი ჯგუფებში გაერთიანება. ეს მოგვცემს საშუალებას დავაწესოთ საერთო წესები კონკრეტული ფასდაკლებებისთვის.

ახალი ფასდაკლების ჯგუფის დამატება ან არსებულის რედაქტირება ხორციელდება დიალოგური ფანჯრიდან ფასდაკლებების ჯგუფი. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა .

 

ველი

დანიშნულება

კოდი

ფასდაკლებების ჯგუფის კოდი. აუცილებელი ველია.

დასახელება

ფასდაკლებების ჯგუფის დასახელება. აუცილებელი ველია.

ფასდაკლებების გაერთიანების მეთოდი

ფასდაკლების მექანიზმების ერთდროულად გამოყენების საშუალებას გვაძლევა ფასდაკლებების გაერთიანების მეთოდი.

1. დამატება - ამ შემთხვევაში გამოიყენება ყველა ფასდაკლება.

2. თანმიმდევრული გამოყენება - ამ შემთხვევაში მოხდება ფასდაკლებების თანმიმდევრობით გამოყენება მათი პრიორიტეტების მიხედვით. თუ ფასდაკლებებში პრიორიტეტი-ს ველი ცარიელია, მაშინ ფასდაკლებების გამოყენება დაიწყება მათ შორის ყველაზე მცირედან.

3. მაქსიმალური ფასდაკლება - ამ შემთხვევაში გამოიყენება მაქსიმალური ფასდაკლება.

4. პრიორიტეტი - ამ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე დაბალი პრიორიტეტის მქონე ფასდაკლება. თუ მოცემული ველი ცარიელია, მაშინ გამოიყენება მცირე კოდის მქონე ფასდაკლება.

პრიორიტეტი

თუ გვაქვს რამოდენიმე ფასდაკლების ჯგუფი, შეგვიძლია მათ მივანიჭოთ პრიორიტეტი. ეს გამოიყენება მაშინ, როდესაც ფასდაკლებების გაერთიანების მეთოდად არჩეულია მე-2 ან მე-4 ვარიანტი. ფასდაკლებების გაერთიანების საბოლოო მეთოდი აირჩევა კონტექსტური მენიუდან.

 

ფასდაკლებების გაერთიანების მეთოდის კონტექსტურ მენიუში ხდება ფასდაკლებების საბოლოო გაერთიანება.