დირექტორიები

ექსპლორერი:  გაყიდვები >

დირექტორიები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტორიები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის შესატანი ველების შესავსებად და აადვილებს მომხამრებლის სამუშაოს. უფრო მიზანშეწონილი და სანდოა მოცემული ველის მნიშვნელობის შესაბამისი დირექტორიიდან შევსება, რომელიც გამორიცხავს ერთი და იგივე მონაცემის ორჯერ შეყვანას და შეცდომის დაშვებას. ამის გარდა, ხშირად დირექტორიიდან ახალი სტრიქონის არჩევის შედეგად ერთდროულად ივსება აგრეთვე რამოდენიმე სხვა ველი, რომლებიც ფაქტიურად ურთიერთდაკავშირებულნი არიან, რომელიც უფრო აადვილებს მომხმარებლის სამუშაოს. დირექტორია წარმოადგენს ჩამონათვალს. შეიძლება დირექტორიის სტრიქონების დამატება, რედაქტირება ან წაშლა.

 

note შენიშვნა

1. დამხმარე დირექტორიებში რაიმე ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ველი კოდის მნიშვნელობის რედაქტირება ხდება შეუძლებელი.  

2. დირექტორიის სტრიქონების დამატების ან რედაქტირებისას შემოთავაზებული ველების ჩამონათვალი, ყოველთვის არ ემთხვევა ჩამონათვალში არსებულ ველებს და ხშირად უფრო მეტ ველებს შეიცავს. დირექტორიის აღწერისას გამოდის ველების სრული სია.