ბონუსის შკალა

ექსპლორერი:  გაყიდვები > დირექტორიები >

ბონუსის შკალა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორიაში ივსება ორგანიზაციაში მოქმედი ბონუსების შკალა. მაგალითად: 100-დან 200-მდე ლარი თანხის გაყიდვის შემთხვევაში კლიენტი აგროვებს ბონუსს ნაყიდი საქონლის 5%-ის ოდენობით, ხოლო 200 ლარი თანხაზე მეტი გაყიდვის შემთხვევაში: 7%. თანხის ქვედა ზღვართან ტოლობა მოწმდება მკაცრად, ხოლო ზედა ზღვართან არა. ე.ი 200 ლარი თანხის შემთხვევაში 5% ბონუსი. ბონუსის შკალას შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი რაოდენობით სტრიქონები. თუ არც ერთი სტრიქნი არ არის ჩაწერილი, მაშინ ორგანიზაციაში არ მოქმედებს თანხობრივი ბონუსი. ამ შკალის სტრიქონები შეიძლება იყოს არამუდმივი, მაგალითად პირველი შეიძლება შევსებული იყოს 100-დან 200-მდე შუალედში, ხოლო მეორე სტრიქონი 250-დან 500-მდე შუალედისთვის. თუ მოცემული თანხა არ შედის შკალის არც ერთ სტრიქონის შუალედში, მაშინ ამ თანხის შემთხვევაში ბონუსი არ დაირიცხება.

 

ველი

დანიშნულება

საწყისი თანხა

შუალედის საწყისი მნიშვნელობაა.

საბოლოო თანხა

შუალედის საბოლოო მნიშვნელობაა.

პროცენტი

აღნიშნულ შუალედში მოქმედი ბონუსის პროცენტი.

 

ბონუსი გროვდება დოკუმნეტში გაყიდვები (ქვითარი), თუ პარამეტრებში გვერდზე ზოგადი დაგროვების მეთოდში მონიშნულია შკალის გამოყენება.

note შენიშვნა

ჩვეულებისამებრ მსგავსი შკალების ბოლო სტრიქონები ივსება მაგალითად ასე: 500 ლარი თანხის გადამეტების შემთხვევაში 10% ბონუსი. ამ შემთხვევაში შკალის ბოლო სტრიქონს უნდა ჰქონდეს შემდეგი სახე:
      საწყისი თანხა    - 500
      საბოლოო თანხა - 9,999,999
      პროცენტი             - 10