ფასები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > საქონლის და მომსახურებების ქვედირექტორიები >

ფასები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორია გათვალისწინებულია საქონლის ან მომსახურეობის გაყიდვის ან შესყიდვის ფასების ჩაწერის და რედაქტირებისთვის. თითოეული საქონლის ან მომსახურეობისთვის შეიძლება ერთზე მეტი ფასის ჩაწერა: მაგალითად საცალო, საბითუმო, შესყიდვის და სხვა. ორგანიზაციაში მოქმედი ფასთა სახეობები აღწერილია დირექტორიაში ფასთა სახეობები.   

ჩაწერილი ფასები გამოიყენება დოკუმენტის შეყვანის, უწყისების და პრეისკურატების ფორმირებისას. დოკუმენტებში საქონლის მონაცემების შეყვანისას სისტემა ავტომატურად აღნიშნული ტიპის ფასს  ავსებს, რომელიც მოქმედებს დოკუმენტის თარიღის მდგომარეობით.  

დირექტორიის ფანჯრის გახსნამდე, გამოდის დიალოგური ფანჯარა ფასები, რომელსაც აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია. დირექტორიაში შევა მხოლოდ ამ პერიოდში დაფიქსირებული ფასები.

ფასის სახეობა

თუ ველი შევსებულია, დირექტორიაში შედის მხოლოდ აღნიშნული ტიპის ფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სახეობის ფასი.

ჯგუფი

თუ ეს ველი შევსებულია დირექტორიაში შედის მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი ფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ფასი.

საქონელი ან მომსახურეობა

იღებს მნიშვნელობებს დირექტორიაში საქონელი და მომსახურეობები. თუ ეს ველი შევსებულია დირექტორიაში შევა მხოლოდ აღნიშნული საქონლის ან მომსახურეობის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის და მომსახურეობის ფასი.

 

დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა საქონლის ან მომსახურეობის ფასი მეშვეობით.  სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა

ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია. ფასის განსაზღვრის თარიღია.

კოდი

საქონლის ან მომსახურეობის კოდია.

ფასის სახეობა

ფასის ტიპის კოდია. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან ფასთა სახეობები.

ერთეული

საზომი ერთეულის კოდი, რომლისთვისაც განისაზღვრება ფასი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საქონლის და მომსახურეობების საზომი ერთეულები.

ვალუტა

არადერაქტირებადი ველია, რომლის მნიშვნელობა არის განსაზღვრული ფასის ვალუტა. ავტომატურად ივსება ფასის სახეობის ვალუტა.

ფასი

საქონლის ფასი.

note შენიშვნა

საქონლის ან მომსახურეობისთვის არ არის ნებადართული ერთ დღეში იგივე ფასის სახით და იგივე საზომი ერთეულით ერთზე მეტი ფასი.