საქონელი სეგმენტების მიხედვით

ექსპლორერი:  გაყიდვები > დირექტორიები > საქონლის და მომსახურებების ქვედირექტორიები >

საქონელი სეგმენტების მიხედვით

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მოცემულ დირექტორიაში ხდება საქონლის განაწილება სხვადასხვა სეგმენტის მიხედვით.

დირექტორიის საქონელი სეგმენტების მიხედვით დიალოგურ ფანჯარას გააჩნია შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

კოდი

სეგმენტის კოდია. იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან საქონლის სეგმენტები. თუ ველი შევსებულია, სიაში გამოჩნდება მხოლოდ ის საქონელი, რომელიც მიეკუთვნება მოცემულ სეგმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში გამოჩნდება ყველა სეგმენტის საქონელი.

დასახელება

საქონლის კოდია. იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან საქონელი და მომსახურებები. თუ ველი შევსებულია, სიაში გამოჩნდება მხოლოდ ის სეგმენტი, რომელსაც მიეკუთვნება მოცემული საქონელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში გამოჩნდება ყველა  საქონელი.

სეგმენტში საქონლის დამატების დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

ტიპი

იღებს მნიშვნელობებს: 1 - საქონელი ან 2 -მომსახურება. აუცილებელი ველია.

სეგმენტი

სეგმენტის კოდია. იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან საქონლის სეგმენტები. აუცილებელი ველია.

საქონელი ან მომსახურება

საქონლის ან მომსახურების კოდი, რომელიც შედის სეგმენტში. იღებს მნიშვნელობას დირექტორიიდან საქონელი და მომსახურებები. ტიპის ველიდან გამომდინარე არჩევის ფანჯარაში აისახება საქონელი ან მომსახურება.

 

 

note შენიშვნა

ერთი და იგივე საქონელი შეიძლება იყოს ჩართული ერთზე მეტ სეგმენტში.