გაყიდვა

ექსპლორერი:  გაყიდვების წერტილი (POS) > დოკუმენტები >

გაყიდვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გაყიდვა განკუთვნილია სწრაფი გაყიდვისთვის. მისი საჭიროება გამოისახება კლიენტების სწრაფი მომსახურებისთვის, მაგალითად სასურსათო მაღაზიაში. გაყიდვის ფანჯარას გააჩნია მარტივი სტრუქტურა, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად გამყიდველის/მოლარის მუშაობის გასამარტივებლად. გაყიდვისთვის საჭირო ყველა ოპერაცია იმყოფება ერთ ფანჯარაში.

გაყიდვის ფანჯარას აქვს შემდეგი სახე:

 

POS.Sale

ფანჯარა შედგება საქონლის სიისგან, მიმდინარე სტრიქონის პანელისგან, მყიდველის ბარათის პანელისგან, ბრძანებების პანელისგან, გადახდების პანელისგან და სტატუსის სტრიქონისგან.

მიმდინარე სტრიქონის პანელზე აისახება დეტალური ინფორმაცია მიმდინარე სტრიქონის შესახებ.

სტატუსის სტრიქონზე აისახება დამატებითი ინფორმაცია: საქონლის სტრიქონების რაოდენობა, რაოდენობის სვეტის ჯამი, მომხმარებლის დასახელება, ცვლის ნომერი და დასაწყისი, მიმდინარე თარიღი და საათი.

ბრძანებების პანელზე ღილაკები არიან გადიდებულები, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოიყენოს სენსორული ეკრანი, ანუ იმუშაოს კლავიატურისა და მაუსის გარეშე.

ღილაკები განთავსებულია ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, რაც  ოპერატორებთა უმეტესობისთვის (მემარჯვენე) კომფორტული იქნება. ხშირად გამოყენებადი ბრძანებები გამოყოფილია ფერებით და იმყოფება მარჯვნივ.

დოკუმენტი გაყიდვა რეგისტრირდება მიმდინარე თარიღით და დოკუმენტების ჟურნალში ინახება როგორც გაყიდვა (ქვითარი).

 

გაყიდვა დოკუმენტის ფანჯარაში არის რამოდენიმე ღილაკი, რომლებიც განკუთვნილია დოკუმენტებთან სწრაფი და მარტივი მუშაობისთვის.

 

ველი

დანიშნულება

ნაღდი

ხელზე მიღებული თანხის ოდენობის შევსება.

უნაღდო

უნაღდოთ მიღებული თანხის ოდენობის შევსება.

ვალი

ვალად გაცემული საქონლის საფასური.

გასუფთ. გადახდა

ამ ღილაკით ხდება გადახდისთვის განკუთვნილი ველების გასუფთავება.

სსა

ეს ღილაკი გათვალისწინებულია სალარო ქვითრის ამოსაბეჭდად.  

ბეჭდ. ჩეკი

ეს ღილაკი გათვალისწინებულია თერმულ პრინტერზე სასაქონლო ქვითრის ამოსაბეჭდად. თერმულ პრინტერთან მუშაობა ორგანიზებულია პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები.

სხვა   

ავანსი სსა

ამ ღილაკით ხდება კლიენტისგნ თანხეის მიღების აღრიცხვა.

მყიდველის ძებნა

ამ ღილაკით ხდება მყიდველის შერჩევა პარტნირების სიიდან.

საიდენტ. N

ამ ღილაკით ხდება  საიდენტიფიკაციო ნომრით მყიდველის დამატების/შერჩევის ფანჯარაში გადასვლა.

თანხის შეტანა

ამ ღილაკით ხხდება სალაროს ნაშთის შევსება.

თანხის გატანა

ამ ღილაკით ხდება სალაროს ნაშთის დახურვა.

დაბრუნება/გაყიდვა

საქონლის დაბრუნების ჩაწერისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს დაბრუნება, რომლის შემდეგ ფანჯრის სათაური შეიცვლება დაბრუნებაზე, ხოლო ფერი - წითელზე, ხოლო დაბრუნების ღილაკი შეიცვლება გაყიდვის ღილაკით. დაბრუნების რეგისტრირებისას დოკუმენტის ჟურნალში იგი რეგისტრირდება როგორც მყიდველისგან დაბრუნება. თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "დაბრუნების დოკუმენტის შექმნის ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა. მენეჯერს შეუძლია საკუთარი უფლების დადასტურება თავისი მაგნიტური ბარათის შესაბამის აპატარში გატარებით.

კოდი

მნიშვნელობის შეყვანის ველში საქონლის კოდის შეყვანისა და ამ ღიალკის დაჭერისას სიაში ემატება საქონლის სტრიქონი.

შტრ. კოდი

მნიშვნელობის შეყვანის ველში საქონლის შტრიხ კოდის შეყვანისა და ამ ღიალკის დაჭერისას სიაში ემატება საქონლის სტრიქონი.

ფასი

მნიშვნელობის შეყვანის ველში გასაყიდი ფასის დაწერისას და ამ ღიალკის დაჭერისას მიმდინარე საქონლის ფასი იცვლება მოცემული მნიშვნელობით. მომხმარებელს აქვს გასაყიდი ფასის რედაქტირების უფლება, თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "ფასების რედაქტირების ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა. მენეჯერს შეუძლია საკუთარი უფლების დადასტურება თავისი მაგნიტური ბარათის შესაბამის აპატარში გატარებით.

რაოდ.

მნიშვნელობის შეყვანის ველში გასაყიდი რაოდენობის დაწერისას და ამ ღიალკის დაჭერისას მიმდინარე საქონლის რაოდენობა იცვლება მოცემული მნიშვნელობით. მომხმარებელს აქვს გასაყიდი რაოდენობის რედაქტირების უფლება, თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "რაოდენობის შემცირების ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა. მენეჯერს შეუძლია საკუთარი უფლების დადასტურება თავისი მაგნიტური ბარათის შესაბამის აპატარში გატარებით.

გამყიდვ/გამყიდვ, წაშლა

მნიშვნელობის ველში გამყიდველის კოდის შევსების და ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ გამყიდველის პანელში შეივსება გამყიდველის მონაცემები. გამყიდველის ბარათის არჩევის შემდეგ ღილაკი შეიცვლება გამყიდვ, წაშლა ღილაკით.

გადახდა ბონუსით

ამ ღილაკით ივსება დაგროვებული ბონუსით დაფარული თანხა. ბონუსით გადახდისთვის აუცილებელია იყოს არჩეული ბონუსის ბარათი.

ბონუსის დამატება

ამ ღილაკით ბონუსის ბარათზე შეიძლება ბონუსის დამატება, რომელიც წერია მნიშვნელობის შეყვანის ველში. ბონუსის დამატებისთვის აუცილებელია იყოს არჩეული ბონუსის ბარათი.

მყიდველის ბარათი / გასუფთ. ბარათი

მნიშვნელობის ველში მყიდველის კოდის შევსების და ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ მყიდველის ბარათის პანელში შეივსება მყიდველის ბარათის მონაცემები. მყიდველის ბარათის არჩევის შემდეგ ღილაკი შეიცვლება გასუფთ. ბარათი ღილაკით. მომხმარებელს აქვს კლავიატურის დახმარებით ბარათის შეყვანის უფლება, თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "კლავიატურის დახმარებით ბარათის შეყვანის ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა. მენეჯერს შეუძლია საკუთარი უფლების დადასტურება თავისი მაგნიტური ბარათის შესაბამის აპატარში გატარებით. მომხმარებელს აქვს მონიშნული ბარათის წაშლის უფლება, თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "მონიშნული ბარათის წაშლის ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა. მენეჯერს შეუძლია საკუთარი უფლების დადასტურება თავისი მაგნიტური ბარათის შესაბამის აპატარში გატარებით.

ფავორიტი საქონელი

ეს ღილაკი გვთავაზობს ყველზე ხშრად გაყიდვადი საქონლის ჩამონათვალი,რომელიც აირჩია მომხმარებელმა. საქონლის სია ივსება მომხმარებლის კონტექსტური მენიუდან "ფავორიტი საქონელი და მომსახურება".

დასახელება

ამ ღილაკით შესაძლებელია საქონლის დასახელების ნაწილის შევსება. მისი დაჭერით იხსნება სარჩევი, სადაც ჩანს ყველა ის საქონელი, რომელთა დასახელება შეიცავს ველში შეყვანილ მნიშვნელობას. ამ სიიდან უკვე შეიძლება საჭირო საქონლის შევსება.

გადადება

ამ ღილაკის დახმარებით გამყიდველს შეუძლია რაღაც პერიოდით გადადოს მიმდინარე გაყიდვა და მოემსახუროს შემდეგ კლიენტს. გადადებული გაყიდვები ინახება დოკუმენტის ჟურნალში როგორც "გაყიდვები (ქვითარი)" მონახაზ მდგომარეობაში.

გაყ. გაგრძელ.

ამ ღილაკით გამყიდველს შეუძლია გააგრძელოს რაღაც პერიოდით გადადებუი გაყიდვა გამოსულ ფანჯარაში შესაბამისი გაყიდვების დოკუმენტის არჩევით.

გასვლა

ამ ღილაკით ხდება დოკუმენტის ხდება დოკუმენტის დახურვა. დოკუმენტის დახურვა შეიძლება მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ საქონლის სია ცარიელია.

ჩაწერა

ამ ღილაკით ხდება მიმდინარე გაყიდვის ჩაწერა.

 

 

საქონლის სიაში ივსება კოდი, დასახელება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი, ფასდაკლებული ფასი და დაგროვებული გასაყიდი საქონლისა და გასაწევი მომსახურების ბონუსი. სტრიქონის წაშლისთვის განკუთვნილია Trash-icon16 ღილაკი. მომხმარებელს აქვს სტრიქონის წაშლის უფლება, თუ მომხმარებელს დოკუმენტის პარამეტრებში ჩანართში გაყიდვების წერტილი (POS) ჩართული აქვს ალამი "სტრიქონის წაშლის ნებართვა". წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მენეჯერის უფლებების დადასტურების ფანჯარა.

დოკუმენტთის გაყიდვა ველებთან მუშაობა რეგულირდება მომხმარებლის პარამეტრებში ჩანართში "დოკუმენტების პარამეტრები".