ხელშეკრულებები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > პარტნიორთა ქვედირექტორიები >

ხელშეკრულებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პარტნიორებთან ურთიერთანგარიშსწორებისას უფრო დაწვრილებითი ანალიზისთვის სისტემაში წარმოებს აღრიცხვა ხელშეკრულებების პროფილით. ამ დირექტორიაში წარმოდგენილია პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

თითოეულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს ერთი ხელშეკრულება მაინც, ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც სისტემის მიერ პარტნიორის დამატებისას ავტომატურად იქმნება. დირექტორიის პარტნიორები გვერდზე ხელშეკრულებები შევსებული ხელშეკრულებები ავტომატურად ემატება დირექტორიაში ხელშეკრულებები. შემდგომში პარტნიორისთვის შეიძლება მრავალი სხვა ხელშეკრულების შექმნა, და საჭიროების შემთხვევაში ძირითადი ხელშეკრულების სახით სხვა ხელშეკრულების მონიშვნა.

დოკუმენტებში ხელშეკრულების მონიშვნა აუცილებელია. ავტომატურად დოკუმენტებში მოცემული პარტნიორისთვის ძირითადი ხელშეკრულების სახით მონიშნული ხელშეკრულება ივსება, თუმცა შეიძლება შეცვლილ იქნას ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით.

დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება ხორციელდება დიალოგური ფანჯარა ხელშეკრულება X პარტნიორის მეშვეობით, სადაც X არჩეული პარტნიორის კოდია. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

დირექტორიას ხელშეკრულებები აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან პარტნიორები. აუცილებელი ველია.

პარტნიორის დასახელება

ივსება პარტნიორის დასახელება.

საიდენტ. N

ავტომატურად ივსება პარტნიორის საიდენტიფიკაციო ნომერი.

კოდი

ხელშეკურლების კოდი. ახლად შესაყვანი ხელშეკრულებისთვის, რიგითი ნომრის სახით, სისტემა ავტომატურად მომდევნოს გვთავაზობს, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული ხელშეკრულების კოდიდან. აუცილებელი ველია.

დასახელება

ივსება ხელშეკრულების დასახელება.

ვალუტა

ვალუტის კოდია. ამ ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორთან ყველა ურთიერთანგარიშსწორება სრულდება აღნიშნული ვალუტით. აუცილებელი ველია.

ფასის სახეობა

ფასის სახეობის კოდია. დოკუმენტებში, ხელშეკრულების არჩევისას, ავტომატურად ივსება ამ ხელშეკრულებაში მითითებული ფასის სახეობა.

ფასდაკლების პროცენტი

თითოეული ხელშეკრულებისთვის შეიძლება ფასდაკლების პროცენტის მითითება, რომელიც დოკუმენტებში ავტომატურად შეივსება ამ ხელშეკრულების შევსებისას.

ბარათის კოდი

მიეთითება ბარათის კოდი.

ბონუს ბარატი

თუ მონიშნულია, პარტნიორი შესაბამისი ხელშეკრულებით ჩაითვლება ბონუსების სისტემის მონაწილედ.

ბონუსის %/ერთეული

ბონუსის % გამოიყენება გაყიდვის რეგისტრაციისას დოკუმენტით გაყიდვები (ქვითარი), თუ პარამეტრებში ჩანართში მთავარი ბონუსის ტიპი შერჩეულია 1 - პროცენტული, ხოლო დაგროვების მეთოდში შერჩეულია 3 - პარტნიორის ბარათის გამოყენება. ბონუსის ერთეულები გამოიყენება, თუ პარამეტრებში ჩანართში მთავარი ბონუსის ტიპი შერჩეულია 1 - ერთეული, ხოლო დაგროვების მეთოდში შერჩეულია 3 - პარტნიორის ბარათის გამოყენება.

გამოყენების ვადა - პერ. დასაწყისი

ეთითება ხელშეკრულების დაწყების თარიღი.

გამოყენების ვადა - პერ. დასასრული

ეთითება ხელშეკრულების დასრულების თარიღი.

გაუქმებული

თუ მონიშნულია, ხელშეკრულება იტლება გაუქმებულად.

დებიტორული დავალიანების კონტროლი

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოცემული პარტნიორისთვის ჩაირთვება დებიტორული დავალიანების კონტროლი.

დებიტორული დავალიანების ლიმიტი

მიეთითება ლიმიტი, რომლის გადაჭარბება მომხმარებელს ეკრძალება.

ძირითადი

მოსანიშნი ტიპის ველია, რომლის მეშვეობით აღინიშნება მოცემული ხელშეკრულება ძირითადია, თუ არა.

თარიღი

ივსება ხელშეკრულების თარიღი.

აღწერა

ხელშეკრულების აღწერა. აუცილებელი ველია.

 

note შენიშვნა

არ არის ნებადართული, ძირითადი ხელშეკრულების წაშლა, ისევე როგორც იმ ხელშეკრულების რომლის მეშვეობით ჩაწერილია ოპერაცია.

მომხმარებელს შეუძლია დებიტორული დავალიანების ლიმიტის გადაჭარბება, თუ მომხმარებლის პარამეტრებში მას ექნება ჩართული "დებიტორული დავალიანების ლიმიტის გადაჭარბების ნებართვა გაყიდვისას".

შერჩეული სტრიქონებისთვის შესაძლებელია ID ბარათის დეჭდვა: ამისთვის კონტექსტური მენიუდან უნდა შეირჩეს შესაბამისი ბრძანება. მომავალში დოკუმენტის გაყიდვები (ქვითარი) რეგისტრაციისას შესაძლებელი იქნება შესაბამისი პარტნიორის მარტივად პოვნა და შერჩევა. ბრძანების შერჩევის შემდეგ აუცილებელია შევარჩიოთ საბეჭდი ფორმა, დავაჭიროთ ღილაკს OK, რის შედეგადაც გამოჩნდება პარტნიორის ბარათის საბეჭდი ფორმა.

WhatsNewV61.1.1PartnersIDCard