გაყიდვები

ექსპლორერი:  გაყიდვები > დოკუმენტები >

გაყიდვები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გაყიდვები გათვალისწინებულია საწყობებიდან გაყიდვების განხორციელებისთვის. დოკუმენტის ჩაწერა სრულდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 5 გვერდისგან: ზოგადი, ჩამონთვალი, ზედნადები, მომწოდებელი და მყიდველი.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის გაყიდვები შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე  თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის გაყიდვები ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება გაყიდვა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტი სალაროს შემოსავლის ორდერი, ბანკის შემოსავალი ან საქონლის ინვენტარიზაცია. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახლი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეტანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით, საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად. F2 ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი ველები

 

Sales_Documents_InvoiceSale1

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ სიიდან მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მყიდველის არჩევა შეგიძლიათ.

მყიდველი

მყიდველის კოდი. თუ ცნობარში პარტნიორები მოცემული მყიდველი არ არის ჩაწერილი, შეგიძლიათ უშუალოდ ამ ფანჯრიდან დაამატოთ იგი, avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად ძირითადს გვთავაზობს, თუ ველი მყიდველი შევსებულია, მაშინ ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურულია.

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ველი საერთო თანხის მნიშვნელობას ხელახლა გამოითვლის ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით და მიღებულ მნიშვნელობას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ ველი მყიდველი შევსებულია, ეს ველი რჩება ცარიელი.

გამყიდველი

გაყიდვის განმახორციელებელი თანამშრომელი. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან თანამშრომლები.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან გამონათქვამები.

ავტორი

დოკუმენტის ავტორი.

 

გვერდს ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Sales_Documents_InvoiceSale2

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა არის.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს ცნობარში ვალუტის კურსი მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, თუ ველში ვალუტა შევსებულის GEL.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

ფასის სახეობა

საქონლის გასაყიდი ფასების მითითება, თუ გვერდზე ზოგადი შევსებულია ველი მომწოდებელი, და არჩეულ ხელშეკრულებაში მითითებულია ფასის სახეობა, მაშინ სისტემა ავტომატურად შეავსებს ამ ფასის სახეობას.

საწყობი

ველში საწყობი შევსებული მნიშვმელობა გამოდის საქონლის ახალი სტრიქონის ჩაწერისას. ამ ველში შეიძლება მხოლოდ მომხმარებლისთვის მისაწვდომი საბითუმო საწყობის შევსება. მისი შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომატურად შეიცვალოს ჩამონათვლის ყველა სტრიქონის საწყობი.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი ჩანს, თუ ფანჯარა პარმეტრების გვერდზე ზოგადი მონიშნულია ალამი გაყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნების დართვა. შეიძლება პროცენტის შევსება, რომლის ზომით უნდა შესრულდეს ფასდაკლების შემცირება მოცემული გაყიდვის. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი პროცენტის შევსება. ამ შემთხვევაში ადგილი ექნება პროცენტის ოდენობით ფასების მომატებას.არ არის ნებადართული 100%-ის გამოყენება მთელ დოკუმენტზე, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ზოგ საქონელზე (მაგალითად საჩუქრების შემთხვევაში).

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა გამოითვლის და ავსებს დღგ-ს ამ ველში. საქონლის ფასების და დღგ-ს დაანგარიშების ფორმის გამოყენებით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ამ ველში ავტომატურად ავსებს გასაყიდი დოკუმენტების საერთო თანხას, რომელიც შეიცავს ველი დღგ ჯამის მნიშვნელობას.

 

ჩამონათვალში ივსება გასაყიდი საქონლის ან გასაწევი მომსახურეობების კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა და პარტიის მახასიათებელი. ჩამონათვალის შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

შესაძლოა გაყიდვისას წარმოიშვას კომპლექტის ინგრეედიენტებად გახსნილის შევსების, არა მარტო ერთი საქონლის სახით. საქონლის სიაში კომპლექტის ცალკეული ინგრედიენტების შევსება სრულდება ღილაკი complect მეშვეობით. ღილაკზე დაჭერით იხსნება ფანჯარა სადაც კომპლექტის კოდი და რაოდენობა უნდა მიუთითოთ. ღილაკი შემდეგის ან შესრულების არჩევის შემდეგ საქონლის ჩამონათვალში ემატება ამ კომპლექტის ინგრედიენტები: ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტის რაოდენობის წარმოებულის რაოდენობით. ამის შემდეგ, შეიძლება საქონლის სიის შეცვლა, დამატებით, წაშლით ან რედაქტირებით.
discount ღილაკი გათვლისწინებულია საქონლის სიაში შევსებულ საქონელზე ფასდაკლების შკალაში განსაზღვრული ფასდაკლების გამოყენებისთვის. თუ საქონლის ჯამი შეადგენს ისეთ რიცხვს, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ფასდაკლება, მაშინ ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეს ფასდაკლება გამოიყენება საქონლის სიაში შევსებულ ყველა სტრიქონზე. თუ მოცეული მომხმარებლისთვის გვერდზე მუშაობის შეზღუდვები მონიშნულია ალამი ახალი გაყიდვის განხორციელებისას თანხის ავტვომატური ფასდაკლება, მაშინ დოკუმენტში ახალი სტრიქონის დამატებისას, სტრიქონის რედაქტირებისას ან წაშლისას ავტომატურად გამოიყენება ფასდაკლება ფასდაკლების შკალის შესაბამისად.
 
დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

 

Sales_Documents_InvoiceSale6

 

ზედნადების შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ა/ფ ნომერი

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ზედნადების ტიპი

ასარჩევი ტიპის ველია. შესაძლებელია არჩეული იქნას ზედნადების შემდეგი ტიპები: 1 ტრანსპორტირების გარეშე, 2 ტრანსპორტირებით.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მძღოლი არ არის რეზიდენტი.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (გადამხდელი)

ასარჩევი ტიპის ველია. შესწაძლებელია არჩეულ იქნას: 1 გამყიდველი, 2 მყიდველი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი.

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

 

გვერდს მომწოდებელი აქვს შემდეგი სახე:

Sales_Documents_InvoiceSale3

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ფაქტ.მისამართი ველში მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

 

დოკუმენტის შიდა საბეჭდ ფორმაში მისამართები აისახება შემდეგი ფორმით, თუ ფაქტიური მისამართი არ არის შევსებული ან სრულადა ემთხვევა იურიდიულ მისამართს, მაშინ საბეჭდ ფორმაში აისახება იურიდიული მისამართი. თუ განსხვავდება, მაშინ საბეჭდ ფორმაში ორივე სტრიქონი აისახება.

გვერდს მყიდველი აქვს შემდეგი სახე:

 

Sales_Documents_InvoiceSale4

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მყიდველის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ფაქტ.მისამართი ველში მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მყიდველი არ არის რეზიდენტი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

 

შესაძლებელია გაყიდვებში მითითებული საქონლის იარლიყის ამობეჭდვა. ამ ოპერაციის შესასრულებლად დოკუმენტის ლენტიდან ჩანართში სხვა უნდა ავირჩიოთ ბრძანება იარლიყის ამობეჭდვა.