შეძენის თვითღირებულების გამოთვლა

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

შეძენის თვითღირებულების გამოთვლა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში შეძენის თვითღირებულების გამოთვლა გამოისახება დეტალური ინფორმაცია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენის ფასის და ჯამის შესახებ.        

ანგარიშგება აიგება საწყობის შემოსავლის ორდერის  და მის საფუძველზე შემქნილი დამატებითი ხარჯების განაწილების დოკუმენტებით განაწილებული თანხების შედეგად.

ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

მნიშვნელობა

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია, ის თარიღი უნდა შეავსოთ, რა დიაპაზონშიც ვეძებთ საწყობის შემოსავლის ორდერს.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს გარეშე.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს ჩათვლით.

თანხების ჩვენება USD-ით

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის თვითღირებულებები და საერთო თანხები USD-ით.

 

ოკ ღილაკის დაჭერის შემდეგ დიალოგირ ფანჯარაში გამოისახება საწყობის შემოსავლის ორდერების ჟურნალი შესაბამისი პარამეტრებით. საინტერესო საწყობის შემოსავლის ორდერის დაკლიკების შემდეგ დაფორმირდება თვითღირებულების გამოთვლის უწყისი.