ფასების სია

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

ფასების სია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია რაიმე თარიღის მდგომარეობით საქონლის და მომსახურებების ფასების სიის მისაღებად. ფასების სიის მიღება შეიძლება აგრეთვე სისტემური MS Excel-ის საშუალებით.  
უწყისის აგებამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა ფასების სია, რომელსაც აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია. ფასების სია აიგება ამ თარიღისთვის მოქმედი ფასებისთვის.

ფასთა სახეობები

ველში შეიძლება ერთი ან რამოდენიმე ფასის ტიპის მონიშვნა.

ტიპი

იღებს მნიშვნელობებს 1 - საქონელი ან 2 -მომსახურება. თუ არ არის მითითებული, ფასების სია აიგება ორივესთვის.

ჯგუფი

საქონლის (მომსახურებების) ჯგუფის კოდი. შესაძლებელია რამოდენიმე ჯგუფის მითითება.

კოდი

საქონლის ან მომსახურების კოდი, იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საქონელი და მომსახურებები. თუ ეს ველი ცარიელია უწყისში შევა ყველა საქონელი და მომსახურება.  

ჩვენება

თუ აირჩიეთ პრეისკურანტში შესულები ფასების სიაში შევა მხოლოდ ის საქონელი (მომსახურება), რომელთათვისაც ალამი ფასების სიაში ჩვენება ჩართულია, პრეისკურანტში არ შესულები ის საქონელი (მომსახურება), რომელთათვისაც ალამი ფასების სიაში ჩვენება არ არის ჩართული და ყველა ამ შემთხვევაში ყველა საქონელი (მომსახურება).

მხოლოდ არსებულების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ იმ საქონელის ფასთა სია, რომელის ნაშთიც არსებობს.

   ექსპორტირება

Excel

თუ ალამი ჩართულია ფასების სია აისახება სისტემაში MS Excel.

note შენიშვნა

ფასების სიაში საქონელი დალაგებულია კოდის ზრდადობის მიხედვით.