საქონლის ბარათი

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

საქონლის ბარათი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება აღნიშნული საქონლის საწყისი ნაშთი, შემოსავლები, გასავლები და საბოლოო ნაშთი. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგრუ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება.

საწყობი

ველთან მდებარე სარჩევიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საწყობის მონიშვნა. უწყისში ჩანს აღნიშნულ საქონელზე განხორციელებული ოპერაციები აღნიშნულ საწყობში, ხოლო თუ ველი ცარიელია ოპერაციები ყველა საწყობებით.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში სარჩევიდან მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა შეგიძლიათ.

საქონელი

საქონლის კოდი, აუცილებელი ველია.

რაოდენოებების ჩვენება, დამატებითი საზომი ერთეულებით

თუ ალამი ჩართულია უწყისში საქონლის არსებობა გამოდის დამატებითი საზომი ერთეულებით.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს გარეშე.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს ჩათვლით

თანხების ჩვენება USD-ით

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები USD-ში დღგ-ს ჩათვლით.

პარტიების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია უწყისი აიგება საქონლის პარტირების მიხედვით გახსნილი. ამ შემთხვევაში უწყისში ემატება პარტიების მახასიათებელი სვეტები.

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს გაყიდვების დროს გამოყენებული ფასდაკლების თანხა და პროცენტი. ამ ალმის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონიშნულია ალმები ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე), ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით), თანხების ჩვენება USD-ში -დან რომელიმე ერთი.

პარტნიორის/საწყობის სვეტის მიხედვით დაჯგუფება

უწყისის გამოძახება შეიძლება საწყობის ან პარტნიორის მიხედვით დაჯგუფებული. ამ შემთხვევაში უწყისში ერთი და იგივე საქონლის (პარტნიორის) გაყიდვები ჩანს ერთი სტრიქონით.

note შენიშვნა

თუ ჩართულია ალამი ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს ან პარტიების ჩვენება მაშინ ვერ ჩართავთ ალამს პარტნიორის/საწყობის სვეტის მიხედვით დაჯგუფება.

 
უწყისის ნებისმიერ სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან შეიძლება იმ დოკუმენტის გახსნა, რომლის მეშვეობითაც იყო ჩაწერილი მოცემული ოპერაცია, ამ დოკუმენტის საბეჭდი ფორმიც გამოძახება, დოკუმენტის წაშლა ან კოპირება, ისევე როგორც ისტორიის ნახვა. თუ უწყისი დაჯგუფებულია პარტნიორის/საწყობის სვეტის მიხედვით, მაშინ ეს ბრძანება მიუწვდომელია.