საქონლის ოპერაციები

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

საქონლის ოპერაციები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია საქონელზე შესრულებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

საწყობი

შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საწყობის მითითება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისი აიგება მოცემული საწყობში შემავალი საქონლის ოპერაციებით, ხოლო თუ ცარიელია ყველა საწყობის.  

ჯგუფი

თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ მითითებული ჯგუფის კუთვნილ საქონელზე შესრულებული ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონელზე.

საქონელი

თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ოპერაციები. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა.

ოპერაციის ტიპი

შეიძლება ერთი ან რამოდენიმე ოპერაციების ტიპების მონიშვნა. უწყისში აისახება მხოლოდ აღნიშნული ოპერაციები, ხოლო თუ ცარიელია ყველა ოპერაციები.

რაოდენობების ჩვენება დამატებითი საზომი ერთეულით

თუ ალამი ჩართულია უწყისში რაოდენობები გამოდის დამატებითი საზომი ერთეულებით.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს გარეშე.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს ჩათვლით.

თანხების ჩვენება USD-ით

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები USD-ით.

პარტიების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია უწყისი აიგება პარტიების მიხედვით. ამ შემთხვევაში უწყისში ემატება პარტიების თავისებურებების მაჩვენებელი სვეტები (გამოყენების ვადა, ქვეყანა, მწარმოებელი და სხვა.)

გასაყიდი ფასების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთეულის გასაყიდი ფასი.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია, უწყისი ჯგუფდება სხვადასხვა ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - საწყობი, 2- ჯგუფი, 3 - საქონელი.

უწყისში საქონლის ოპერაციების ჟურნალი აისახება საქონელზე შესრულებული ოპერაციების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ოპერაციის შესრულების თარიღი, იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის მეშვეობით ჩაწერილ იქნა ოპერაცია, ოპერაციის ტიპი, საწყობი, სადაც შეტანილ ან გამოტანილ იქნა საქონელი და სხვა.
უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება ან მისი წაშლა.