საქონლის ბრუნვა

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

საქონლის ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე საქონლის ან საქონელთა ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

საწყობი

შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საწყობის მითითება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისი აიგება მოცემული საწყობის ბრუნვით, ხოლო თუ ცარიელია ყველა საწყობის ბრუნვით.  

ჯგუფი

თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ჯგუფის კუთვნილი საქონლის ბრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონლის ბრუნვა.

საქონელი

თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ბრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ბრუნვა. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა.

რაოდენობების ჩვენება დამატებითი საზომი ერთეულით

თუ ალამი ჩართულია უწყისში საქონლის არსებობა გამოდის დამატებითი საზომი ერთეულებით.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი  თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს გარეშე.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს ჩათვლით.

თანხების ჩვენება USD-ით

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები USD-ით.

სხვადასხვა პარტიების მიხედვით

თუ ალამი ჩართულია უწყისი აიგება პარტიების მიხედვით. ამ შემთხვევაში უწყისში ემატება პარტიების თავისებურებების მაჩვენებელი სვეტები (გამოყენების ვადა, ქვეყანა, მწარმოებელი და სხვა.)

გახსნილი საწყობების მიხედვით

თუ ალამი ჩართულია უწყისში საქონლის რაოდენობები და თანხები აისახება საწყობების მიხედვით გახსნილი.

გახსნილი ოპერაციების მიხედვით

თუ ალამი ჩართულია უწყისში საქონლის რაოდენობები და თანხები აისახება ოპერაციების მიხედვით გახსნილი.

საქონლის ბრუნვის ჟურნალში ჩანს საქონლის საწყისი ნაშთები, შემოსავლები, გასავლები და საბოლოო ნაშთები.

უწყისის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება საქონლის ბარათის გამოძახება.