სალაროს შემოსავლის ორდერი

ექსპლორერი:  გაყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

სალაროს შემოსავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სალაროს შემოსავლის ორდერი გათვალისწინებულია სალაროს შემოსავლების ჩასაწერად.
დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე

Sales_Documents_CashIn

 

ველი

დანიშნულება

ოპერაციის ტიპი

აუცილებელი ველია. შეუძლია მიიღოს მნიშვნელობა: 1 - პარტნიორისგან თანხის მიღება2 - თანხის მიღება სალაროდან, 3 - ფულადი სახსრების მიღება ანგარისწორების ანგარიშიდან ან 4 - პლასტიკური ბარათით გადახდა.

სალარო

ის სალარო, სადაც ფულადი საშუალება შედის.

თარიღი

სალაროს შემოსავლის ორდერის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის სალაროს შემოსავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ქვითრის N

ველი არარედაქტირებადია. თუ მიმდინარე დოკუმენტზე ამობეჭდილი იყო სსა ქვითარი აქ ჩაიწერება მისი ნომერი.

ქვითარი (F3)

ღილაკი, რომელიც გამოიყენება სსა ქვითრის ამოსაბეჭდათ.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება გაყიდვა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტი საგადახდო დავალება, სალაროს გასავლის ორდერი გაყიდვები (ანგარიშ-ფაქტურა) ან გაყიდვები (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

დოკუმენტის ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა, რომლითაც ხდება სალაროს შემოსავალი.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს ცნობარში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ახლოს მდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

თანხა ვალ.

სალაროში შეტანილი თანხა სალაროს შევსებული ვალუტით. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ასლი ბრძანებით შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

თანხა ლარში

თანხა ვალუტაში ველში შეტანილი თანხის ექვივალენტი ლარში. ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია, როდესაც თანხა ვალუტაში ველი ლარია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება ლარში თანხის კოპირება სიტყვებით.  

ჯგუფი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი პარტნიორის არჩევა.

პარტნიორი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). პარტნიორის კოდის შევსება. თუ ცნობარში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან' avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.  

თანხა

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით, მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 (პარტნიორისგან თანხის მიღება). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

გასავლის სალარო

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 2 (თანხის მიღება სალაროდან). აუცილებელი ველია. აქ იწერება იმ სალაროს კოდი, რომლიდანაც გადმოვიტანეთ თანხა.

თანამშღომელი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 2 (თანხის მიღება სალაროდან). აქ იწერება იმ თანამშრომლის კოდი, რომელიც პასუხისმგებელია თანხის გადმოტანაზე.

ანგარიში

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 3 (ფულადი სახსრების მიღება ანგარისწორების ანგარიშიდან). აუცილებელი ველია. აქ იწერება ის საბანკო ანგარიში, რომლიდანაც შემოვიდა თანხა.

გადამხდელი

თუ შევსებულია ველი პარტნიორი, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ავტომატურად აქაც ივსება.

საფუძველი

გადახდის დანიშნულება, სისტემა გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ დირექტორიიდან გამონათქვამები .

დანართი

შეუძლია მნიშვნელობების მიღება ცნობარიდან გამონათქვამები.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება ცნობარიდან გამონათქვამები .

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება პარამეტრებიდან.

მოლარე

მოლარის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება პარამეტრებიდან.

შესაძლებელია მოცემული დოკუმენტის XML ფორმატში ექსპორტი და მათი იმპორტი სისტემაში AS-Accountant 7.