საგადახდო დავალება

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

საგადახდო დავალება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საგადახდო დავალება ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის გაცემული დავალებაა, მისი ანგარიშსწორების ანგარიშიდან შესაბამისი თანხის მიმღების ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

 

Purchases_Documents_SupportingDocuments_PaymentOrder

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

საგადახდო დავალების შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

სალაროს გასავლის ორდერის ნომერი. მისი შევსება შეიძლება ველში სალაროები, სალაროს ნუმერაციის შესაბამისად. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული ღილაკით paytik.

საბაზო დოკუმენტი

ის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება სალაროს გასავლის ორდერის ჩაწერა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები სალაროს შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო), დამატებითი ხარჯების განაწილება ან მყიდველიდან დაბრუნება. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით  

გადამხდელი

ორგანიზაციის დასახელება, გამოდის პარამეტრების გვერდიდან ორგანიზაცია, შეიძლება რედაქტირება.

ანგ. N

ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, საიდანაც გამოიწერება თანხა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან ანგარიშსწორების ანგარიშები.

ბანკი

გადამხდელის ბანკის დასახელება. ავტომატურად ფორმირდება სისტემის მიერ ანგ.N ველის მნიშვნელობის საფუძველზე.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ავტომატურად გამოდის სისტემის პარამეტრებიდან. შეიძლება რედაქტირება.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება ანგარიშსწორების ანგარიშის ვალუტა.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ახლოს მდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

ვალუტაში

სალაროში შეტანილი თანხა სალაროს შევსებული ვალუტით. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ასლი ბრძანებით შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

ლარში

ველში ვალუტაში შეტანილი თანხის ექვივალენტი ლარში. ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია, როდესაც თანხა ვალუტაში ველი ლარია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება ლარში თანხის კოპირება სიტყვებით.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი პარტნიორის არჩევა.

პარტნიორი

პარტნიორის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.  

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით, მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული ეს ველი რჩება ცარიელი.

ნაშთი

მიმღების დასახელება. თუ პარტნიორი ველის მნიშვნელობა შევსებულია, სისტემა ავტომატურად ავსებს ამ პარტნიორის დასახელებას ამ ველში.

ანგ. N

პარტნიორის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა გადაირიცხოს თანხა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან პარტნიორთა ანგარიშსწორების ანგარიშები.

ბანკი

გადამხდელის ბანკის დასახელება.

საიდენტ. N

პარტნიორის საიდენტ. N

გადახდის მიზანი

გადახდის დანიშნულება.