სალაროს გასავლის ორდერი

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

სალაროს გასავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სალაროს გასავლის ორდერი გათვალისწინებულია სალაროდან გასავლების ფორმირებისთვის.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_SupportingDocuments_CashOut1

 

ველი

დანიშნულება

ოპერაციის ტიპი

აუცილებელი ველია. შეუძლია მიიღოს მნიშვნელობა: 1 - პარტნიორითვის თანხის გაცემა, 2 - სალაროში თანხის გადატანა, ან 3 - ფულადი სახსრების გადატანა ანგარიშსწორების ანგარიშზე.

სალარო

იმ სალაროს შევსება, საიდანაც ხდება ფულადი საშუალების გატანა.

თარიღი

სალაროს გასავლის ორდერის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

სალაროს გასავლის ორდერის ნომერი. მისი შევსება შეიძლება ველში სალაროები, სალაროს ნუმერაციის შესაბამისად. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული ღილაკით paytik.

საბაზო დოკუმენტი

ის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება სალაროს გასავლის ორდერის ჩაწერა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები სალაროს შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი, საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო), დამატებითი ხარჯების განაწილება ან მყიდველიდან დაბრუნება. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  

დოკუმენტის ვალუტა

დოკუმენტის ვალუტაა, რომლითაც ხდება ფულის გაცემა.

ვალუტის კურსი

სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიაში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ახლოს მდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ლარია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

თანხა ვალ.

სალაროში შეტანილი თანხა სალაროს შევსებული ვალუტით. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ასლი ბრძანებით შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

თანხა ლარში

ველში თანხა ვალუტაში შეტანილი თანხის ექვივალენტი ლარში. ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია, როდესაც თანხა ვალუტაში ველი ლარია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება ლარში თანხის კოპირება სიტყვებით.  

ჯგუფი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი პარტნიორის არჩევა.

პარტნიორი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). პარტნიორის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან' avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.  

თანხა

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით, მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 1 ( პარტნიორითვის თანხის გაცემა). ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

შემოსავლის სალარო

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 2 (სალაროში თანხის გადატანა). აუცილებელი ველია. აქ იწერება იმ სალაროს კოდი, რომელშიც გადადის თანხა.

თანამშრომელი

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 2 (სალაროში თანხის გადატანა). აქ იწერება ის თანამშრომლის კოდი, რომელიც პასუხისმგებელია თანხის გადატანაზე.

ანგარიში

ველი ხილვადია, თუ შერჩეულია ოპერაციის ტიპი 3 (ფულადი სახსრების მიღება ანგარისწორების ანგარიშიდან). აუცილებელი ველია. აქ იწერება ის საბანკო ანგარიში, რომელზეც მიდის გაცემული თანხა.

მიმღები

მიმღების დასახელება. თუ პარტნიორი ველის მნიშვნელობა შევსებულია, სისტემა ავტომატურად ავსებს ამ პარტნიორის დასახელებას ამ ველში.

სხვა ინფორმაცია

დოკუმენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

საფუძველი

გადახდის დანიშნულება, სისტემა გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ დირექტორიიდან გამონათქვამები .

დანართი

შეუძლია მნიშვნელობის მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები .

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება ცნობარიდან გამონათქვამები .

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება პარამეტრებიდან.

მოლარე

მოლარის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება პარამეტრებიდან.

შესაძლებელია მოცემული დოკუმენტის XML ფორმატში ექსპორტი და მათი იმპორტი სისტემაში AS-Accountant 7.