ანგარიშსწორების ანგარიშები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > სხვა დირექტორიები >

ანგარიშსწორების ანგარიშები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბანკებში ორგანიზაციის მიერ გახსნილი ყველა ანგარიშსწორების ანგარიშების დირექტორიაა.

ეს დირექტორია შეიცავს ანგარიშსწორების ანგარიშების შესახებ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება დოკუმენტების საგადახადო დავალება, ბანკის გასავლი და შემოსავლი ჩაწერისას. დირექტორიაში შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ანგარიშების ჩაწერა. ორგანიზაციაში უნაღდო ფულადი საშუალებების აღრიცხვა წარმოებს დირექტორიაში ვალუტები განსაზრვრული ნებისიერი ვალუტით.

დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა ანგარიშსწორების ანგარიში მეშვეობით.  სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

 

დირექტორიას ანგარიშსწორების ანგარიში აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

კოდი

ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი. ახლად დასამატებელი ანგარიშსწორების ანგარიშისთვის, რიგითი ნომრის სახით, სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელსაც გამოითვლის ბოლოს დამატებული ანგარიშსწორების ანგარიშის კოდიდან. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

ანგარიშსწორების ანგარიში

ბანკში ორგანიზაციის მიერ გახსნილი ანგარიშის ნომერი. იგი გამოიყენება დოკუმენტებში საგადახდო დავალება, ბანკის შემოსავალი, ბანკის გასავალი და გაყიდვები.

დასახელება

ანგარიშსწორების ანგარიშის ბანკის დასახელება. იგი გამოიყენება სარჩევ სიებში, როდესაც საჭიროა ანგარიშსწორების ანგარიშის შერჩევა.

რიგითი საგ. დავ. -თვის

რიგითი საგადახდო დავალების ნომერია. რიგითი საგადახდო დავალება იწერება ამ ნომრით, ამის შემდეგ ამ ველის მნიშვნელობა იცვლება ახალი მნიშვნელობით, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული დოკუმენტის ნომრიდან. თუ ეს ველი ცარიელია, რიგითი საგადახდო დავალების ჩაწერისას, სისტემა გვთავაზობს სიის ფანჯარაში პარამეტრები გვერდზე დოკუმენტების ნომრები შეყვანილი რიგითი საგადახდო დავალების ნომერს.

ძირითადი

ალამი ტიპის ველია, რომლის მეშვეობით აღინიშნება მოცემული ანგარიშსწორების ანგარიში ძირითადია თუ, არა. ბანკებში ორგანიზაციის მიერ გახსნილი ანგარიშებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ძირითადი.

 

note შენიშვნა

არ არის ნებადართული იმ ანგარიშსწორების ანგარიშის წაშლა, რომლის მეშვეობით ჩაწერილია ოპერაცია.