ბანკის შემოსავალი

ექსპლორერი:  გაყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

ბანკის შემოსავალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ბანკის შემოსავალის დახმარებით რეგისტრირდება ორგანიზაციის ანგარიშსწორების ანგარიშის შემოსავლები.

დოკუმენტის ფანჯარას აქვს შემდეგი სახე:

 

Sales_Documents_BankIn

 

ველი

დანიშნულება

ანგარიში

ანგარიშსწორების ანგარიშის კოდი, სადაც ხდება თანხის შემოდინება. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდაბ ანგარიშსწორების ანგარიშები.

თარიღი

დოკუმენტი ბანკის შემოსავლის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ბანკის შემოსავლის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება გაყიდვა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტი საგადახდო დავალება, ბანკის გასავალი   გაყიდვები ან გაყიდვები (საცალო). საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ანგარიშსწორების ანგარიშის ვალუტა.

თანხა

ანგარიშსწორების ანგარიშზე შესატანი თანხა, ანგარიშის ვალუტაში.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. სისტემა ავტომატურად ავსებს ცნობარში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ახლოს მდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

თანხა ლარში

ანგარიშსწორების ანგარიშზე შესატანი თანხა ლარში.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების სიიდან შეიძლება მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი პარტნიორის არჩევა.

პარტნიორი

პარტნიორის კოდის შევსება. თუ ცნობარში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან' avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.  

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ველში ვალუტა შევსებული ვალუტის მიხედვით, მიღებულ თანხას ავსებს ამ ველში.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton.

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ მომწოდებელი არ არის შევსებული, ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება ცნობარიდან გამონათქვამები .