საწყობის გასავლის ორდერი

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საწყობის გასავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის გასავლის ორდერი გამოიყენება საწყობიდან საქონლის გასავლების ჩასაწერად. დოკუმენტის ჩაწერა ხორციელდება ფანჯრის მეშვეობით რომელიც შედგება 2 გვერდისგან: ზოგადი და დამატებითი.

 
მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის გასავლის ორდერი დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი საწყობის გასავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საწყობი

საწყობი, საიდანაც ხდება გამოწერა. იღებს მნიშვნელობებს ცნობარიდან საწყობები. გასავლის საწყობის შეიძლება იყოს როგორც საცალო, აგრეთვე საბითუმო.

საბაზო დოკუმენტი

საწყობის გასავლის ორდერის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება საწყობის გასავლის ორდერის შექნმა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება იყოს დოკუმენტი საქონლის ინვენტარიზაცია და საქონლის ინვენტარიზაცია (საცალო) საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან ძტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_WriteOff

 
ამ გვერდზე უნდა შეივსოს დოკუმენტის შესახებ კომენტარი, ისევე როგორც ცხრილი ჩამონათვალი.

თუ ველში საწყობი მონიშნულია საბითუმო საწყობი, მაშინ სიაში ივსება გამოსაწერი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა და პარტია. საცალო საწყობის შემთხვევაში ემატება ველები გასაყიდი ფასი და თანხა. სიაში სტრიქონის დამატებისას, სისტემა ავტომატურად ავსებს მოცემულ საწყობში მოცემული საქონლისთვის განსაზღვრული გასაყიდი ფასი. თუ მოცემული საქონლისთვის საწყობში განსაზღვრულია რამოდენიმე ფასი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია მათგან რომელიმეს არჩევა. სისტემა მათგან მინიმალურს ავსებს. 

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

გვერდს დამატებითი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_WriteOff1

 

ამ გვერდზე დამატებითი მონაცემების შევსება მიმდინარეობს, რომელიც გამოიყენება დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში.

 

ველი

დანიშნულება

მინდობილობა

მინდობილობის ნომერი.

შუამავალი

შუამავალი, შეუძლია მნიშვნელობების მიღება ცნობარიდან გამონათქვამები

ავტ/კონტეინერი

ავტო კონტეინერის ნომერი.

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერის სახელი და გვარი, ივსება სისტემის პარამეტრებიდან, შეიძლება რედაქტირება.

ნება დართო

ნების დამრთველის სახელი და გვარი, შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან თანამშრომლები.

მოითხოვა

მატ.პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.