შეკვეთა გადაადგილებაზე

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

შეკვეთა გადაადგილებაზე

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი შეკვეთა გადაადგილებაზე შეიცავს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადასატანად.

დოკუმენტი შედგება შემდეგი ველებისგან:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

საქონლის გადაადგილების დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის საქონლის გადაადგილება ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

მოწოდების თარიღი

თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს საქონლის გადაადგილება.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც გადაიტანება საქონელი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც ხდება საქონლის შეტანა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საწყობები.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით: საქონლის არჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

Warehouse_Documents_MovementOrder

 

ველი

დანიშნულება

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები.

ავტორი

დოკუმენტის ავტორი.

დასრულებულია

მონიშვნა, რომელიც გვიჩვენებს დასრულებულია თუ არა დოკუმენტი.

 

ჩამონათვალში ივსება გადასატანი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული და რაოდენობა.

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

დოკუმენტის საქონლის ჩამონათვალში შეიძლება სტრიქონების ჩამოტვირთვა ტექსტური ფაილიდან. ამისათვის დოკუმენტის ლენტიდან განყოფილებიდან სხვა უნდა აირჩიოთ საქონლის სიის იმპორტი ბრძანება და მონიშნოთ ტექსტური ფაილი. საქონლის იდენტიფიკაცია სრულდება შტრიხკოდის საფუძველზე. ტექსტურ ფაილს უნდა ჰქონდეს გაფართოება  *.txt ან *.dat და შეიცავდეს შემდეგი ფორმატის სტრიქონებს: <P>; <საქონლის შტრიხკოდი>; <რაოდენობა>.

მაგალითად:

P; 123456780001; 10
P; 123456780002; 5
P; 123456780003; 1.5