კომპლექტაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

კომპლექტაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში ხორციელდება საქონლის შედარებით მარტივი წარმოება (შეგროვება). ეს ოპერაცია ხორციელდება დოკუმენტის კომპლექტაცია მეშვეობით. ბრძანება კომპლექტაციის შედეგად საწყობში ჩაიწერება მოცემული რაოდენობით საქონელი (კომპლექტი) და ჩამოიწერება გარკვეული რაოდენობით საქონელი (კომპლექტის ინგრედიენტები) დოკუმენტების ჩაწერისას შემადგენელი ნაწილები ჩამოიწერება თვითღირებულებით. კომპლექტი ჩაიწერება მნიშვნელობით, რომელიც უდრის ინგრედიენტების თვითღირებულებების ჯამი გაყოფილი კომლექტის რაოდენობაზე. ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა წინასწარ აღწეროთ კომპლექტი. კომპლექტის აღწერა შეიძლება დირექტორიაში საქონელი და მომსახურეობა მიმდინარე სტრიქონიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან ბრძანება კომპლექტის ინგრედიენტების მეშვეობით. კომპლექტაცია დოკუმენტის ჩაწერისას შეიძლება წინასწარ აღწერილი შემადგენლობის დამატება ან დაკლება.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის კომპლექტაცია შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც უნდა ჩამოიწეროს კომპლექტის შემადგენელი სასაქონელი.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც უნდა მოხდეს კომპლექტის შეტანა.

შტრიხ-კოდი (F2)

საქონლის შტრიხ-კოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის ჩაწერისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით, საქონლის არჩევის სიზუსტის დასაცავად. F2 კლავიშის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_Complectation
 

ველი

დანიშნულება

კომპლექტი

საქონელი, რომლის კომპლექტაციაც მიმდინარეობს. სარჩევში შემოთავაზებულია მხოლოდ ის საქონელი რომელიც კომპლექტს წარმოადგენს, ე.ი. ის საქონელი, რომელთათვისაც აღწერილია კომპლექტის ინგრედიენტები.

ერთეული

კომპლექტის საზომი ერთეული, რომლისთვისაც ხდება რაოდენობის შეყვანა.

რაოდენობა

დასაკომპლექტებელი (შესაგროვებელი) საქონლის (კომპლექტის) რაოდენობა.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

ჩამონათვალის კომპლექტის ინგრედიენტები შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

ღილაკი ჩატვირთვა fill გათვალისწინებულია ჩამონათვალში კომპლექტის ინგრედიენტების შესავსებად.
ცხრილს კომპლექტის ინგრედიენტები აქვს შემდეგი ველები:
 

სვეტი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდია.

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

მოცემული საქონლის ძირითადი საზომი ერთეული (ერთეულის კოდი)

შემოკლება

ერთეულის დასახელება

რაოდენობა

საქონლის რაოდენობა. ეს რიცხვი უდრის კომპლექტში მოცემული ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტების რაოდენობის წარმოებულს.

თანხა

საქონლის თანხა. ამ ველის მნიშვნელობა უდრის მოცემული ინგრედიენტის ფასის და რაოდენობა ველში მონიშნული რაოდენობის წარმოებულს. ჩამონათვალის შევსებისას ამ ველში ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. თანხები აისახება ჩამონათვალში დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.

პარტია

ამ ველში ჩამოსაწერი საქონლის პარტია უნდა მიუთითოთ. შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები ავტოშერჩევა, თუ არ არის მონიშნული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ შერჩეულია პარტია.