დეკომპლექტაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

დეკომპლექტაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში განხორციელებულია კომპლექტის წარმომადგენელი საქონლის დაყოფა ინგრედიენტებად. ეს ოპერაცია სრულდება დოკუმენტის დეკომპლექტაცია მეშვეობით. დაყოფის ოპერაციის შედეგად საწყობში შეიტანება გარკვეული რაოდენობით კომპლექტის ინგრედიენტები და ჩამოიწერება მოცემული რაოდენობით კომპლექტი. დოკუმენტის ჩაწერისას კომპლექტი ჩამოიწერება თვითღირებულებით. ინგრედიენტები შეიტანება ღირებულებით, რომელიც გამოითვლება ინგრედიენტების საფასო კოეფიციენტების ურთიერთობების საფუძველზე. ამ ოპერაციის შესრულებისთვის საჭიროა კომპლექტის წინასწარ აღწერა, ინგრედიენტების ფასის ნაწილი კოეფიციენტის მონიშვნით. კომპლექტი აღიწერება დირექტორიის საქონელი და მომსახურეობები მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან ბრძანება კომპლექტის ინგრედიენტების მეშევობით.

ამ გამოთვლის ნათლად დანახვისთვის, განვიხილოთ მაგალითი: ვთქვათ კომპლექტი შედგება ორი ინგრედიენტისგან: ინგრედიენტებიდან ერთის ფასის ნაწილი კოეფიციენტი უდრის 10-ს, ხოლო მეორის 20. თუ დეკომპლექტაციის დროს კომპლექტის თვითღირებულება უდრის 4500 ლარს, მაშინ ინგრედიენტები შეიტანება საწყობში შესაბამისად 1500=4500x10/(10+20) და 3000=4500x20/(10+20) ლარი ფასებით (დაცულია ურთიერთობა კოეფიციენტებს შორის 1:2).

დოკუმენტის დეკომპლექტაცია ჩაწერისას შეიძლება წინასწარ აღწერილი შემადგენლობის დამატება ან დაკლება.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის დეკომპლექტაცია შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც უნდა ჩამოიწეროს კომპლექტი.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც უნდა მოხდეს კომპლექტის ინგრედიენტების შეტანა.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახალი სტრიქონის ჩაწერისთვის. ველის მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით, საქონლის არჩევის სიზუსტის დასაცავად. F2 კლავიშის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse_Documents_UnComplectation

 

ველი

დანიშნულება

კომპლექტი

კომპლექტის კოდი.

ერთეული

კომპლექტის საზომი ერთეული, რომლისთვისაც ხდება რაოდენობის შეყვანა.

რაოდენობა

ჩამოსაწერი საქონლის (კომპლექტის) რაოდენობა.

პარტია

ჩამოსაწერი კომპლექტის პარტია.  შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები ავტოშერჩევა, თუ არ არის მონიშნული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ შერჩეულია პარტია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

კომპლექტის ინგრედიენტები ჩამონათვალის შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.
ჩატვირთვა fill ღილაკი გათვალისწინებულია ჩამონათვალში კომპლექტის ინგრედიენტების შესავსებად.
კომპლექტის ინგრედიენტები ცხრილს აქვს შემდეგი ველები:
 

სვეტი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდია.

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

მოცემული საქონლის ძირითადი საზომი ერთეული (ერთეულის კოდი)

შემოკლება

ერთეულის დასახელება

რაოდენობა

საქონლის რაოდენობა. ეს რიცხვი უდრის კომპლექტში მოცემული ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტების რაოდენობის წარმოებულს.

ფასის ნაწილი

კომპლექტში აღწერილი ინგრედიენტის ფასის ნაწილი კოეფიციენტი.

თანხის ნაწილი

ეს ველი უდრის ველების რაოდენობა და ფასის ნაწილი წარმოებულს.