საქონლის თვითღირებულების გადათვლა

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საქონლის თვითღირებულების გადათვლა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საქონლის თვითღირებულების გადათვლა ხდება „ცნობა საქონლის არსებობაზე“ კონტექსტური მენიუდან. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

საქონლის თვითღირებულების გადათვლის დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik  ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

 
დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

Warehouse_Documents_Revaluation

ველი

დანიშნულება

ახალი ფასის დადგენის მეთოდი

საქონლისთვის ახალი ფასის ფორმირება შესაძლებელია ერთ-ერთით შემდეგი მეთოდებიდან: 1-კოეფიციენტი, 2-განაწილების თანხა, 3-ფიქსირებული ფასი. გამომდინარე შერჩეული მეთოდიდან, ჩნდება შესაბამისი ველები.

1-კოეფიციენტი მეთოდის არჩევისას ჩნდება ველი კოეფიციენტი, რომლის საფუძველზეც ფორმირდება ახალი ფასი.

2-განაწილების თანხა მეთოდის არჩევისას ჩნდებიან ველები თანხა და დისტრიბუციის ბაზა. საქონლისთვის ახალი ფასის ფორმირება ხორციელდება თანხის გადანაწილებით დისტრიბუციის ბაზის შესაბამისად. უკანასკნელმა შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები: 1-ჯამური და 2-რაოდენობა.

3-ფიქსირებული ფასი მეთოდის არჩევისას ჩნდება ველი ფასი, რომელშიც ჩაწერილი მნიშვნელობა წარმოადგენს ახალ ფასს დოკუმენტის სიაში არსებული ყველა საქონლისთვის.

გამოსახული სვეტები

შესაძლებელია ავირჩიოთ ფასის ტიპი, რომელსაც დავინახავთ საქონლის სიაში: 1-ფასი ლარში (დღგ-ს გარეშე), 2-ფასი ლარში (დღგ-ს ჩათვლით), 3-ფასი ვალუტაში, 4-ყველა. შერჩეული ახალი ფასის ტიპის საფუძველზე გადაითვლება ყველა დანარჩენი ტიპი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

დოკუმენტის საქონლის სიაში შეუძლებელია ახალი სტრიქონის დამატება და მიმდინარე სტრიქონის კოპირება. სტრიქონის წაშლისათვის გათვალისწინებულია წაშლის  Trash-icon16 ღილაკი. new priceღილაკი გათვალისწინებულია ახალი ფასის დადგენისათვის შერჩეული მეთოდის გათვალისწინებით. შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ველების რედაქტირება: რაოდენობა და ახალი ფასი.