სანდოობის თარიღის გადატანა

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

სანდოობის თარიღის გადატანა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საქონლის პარტიული აღრიცხვის დროს შესაძლოა ისეთი მდგომარეობა შეიქმნას როდესაც გასული რიცხვით ჩაწერილი დოკუმენტების მონაცემების რედაქტირება იწვევს საქონლის თვითღირებულების მცდარ გამოთვლას ან არსებულზე მეტი რაოდენობის გამოწერას. განვიხილოთ FIFO (პირველი შემოსული, პირველი გადის) მეთოდით საქონლის რეალიზაციის მარტივი მაგალითი:

დოკუმენტი

რაოდენობა

ფასი

თანხა

შემოსავალი N1

20

300

  6000

გასავალი N1

- 8

300

- 2400

გასავალი N2

- 6

300

- 1800

შემოსავალი N2

10

400

  4000

გასავალი N3

- 6

300

- 1800

- 4

400

- 1600

გასავალი N4

- 4

400

- 1600

ნაშთი

30-28 = 2

 

  800

  ზემოთ მოყვანილ მაგალითში ორი შემოსავალი წარმოქმნის ორ პარტიას: საკუთარი თვითღირებულებით და წარმოადგენს საფუძველს შემდგომი გასავლებისთვის. რა მოხდება თუ, მაგალითად წავშლით დოკუმენტს გასავალი N2 ან შევამცირებთ გამოწერილ რაოდენობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტით გასავალი N3 ფორმირებული თვითღირებულება უნდა შეიცვალოს. ხოლო, თუ მაგალითად დოკუმენტში გასავალი N2 რაოდენობას შევცვლით 10-ზე და ჩავწერთ, მაშინ სისტემა შეამოწმებს ოპერაციის დღის ნაშთს და მოგვცემს გამოწერის ნებას, თუმცა საბოლოო ნაშთი გახდება -2.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საკმარისია ყველა დოკუმენტის განმეორებით ჩაწერა, რომელთა თარიღი და დრო უფრო დიდია რედაქტირებული დოკუმენტის თარიღზე. ამ ოპერაციის შესარულებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტი სანდოობის თარიღის გადატანა. სანდოობის თარიღი - ეს რედაქტირებული დოკუმენტებიდან ყველაზე პირველის თარიღის წინა დღის თარიღია. მაგალითად: თუ სანდოობის თარიღი უდრის 05.09.2014წ., მაშინ ეს ნიშნავს, რომ 06.09.2014წ. რედაქტირებული იყო დოკუმენტი და უწყისში შესული რიცხვები სწორია ამ თარიღის მდგომარეობით.

სანდოობის თარიღი აისახება სისტემის მთავარი ფანჯრის ქვედა ნაწილში მდებარე სტატუსის პანელზე. თუ სანდოობის თარიღზე გვიან სისტემა აღმოაჩენს ჩაწერილ დოკუმენტს, მაშინ სტატუსის პანელზე გამოდის შემდეგი ნიშანი movedate. ეს ნიშანი მომხმარებელს აჩვენებს, რომ წარმოიშვა საჭიროება სანდოობის თარიღიდან მიმდინარე თარიღამდე ჩაწერილი ყველა დოკუმენტის განმეორებით ჩაწერა. ამ ოპერაციის შესრულებისთვის movedate ნიშანზე მაუსის ორჯერადი დაწკაპუნება უნდა შეასრულოთ. გამოვა დიალოგური ფანჯარა. ფანჯრის ზედა ნაწილში უნდა მიუთითოთ თარიღი, რომლის ჩათვლით შესრულდება დოკუმენტების განმეორებითი ჩაწერა. ფანჯარა შეიცავს აგრეთვე დოკუმენტების ტიპების ჩამონათვალს, რომელთა დასახლებების მარცხენა მხარეს არის ალმები.  ჩამონათვალი გათვალისწინებულია მონახაზ მდგომარეობაში არსებული დოკუმენტების ტიპების ასარჩევად. ჩამონათვალში შენიშვნების შეტანის შემთხვევაში ჩაიწერება მონახაზი დოკუმენტები. ჩამონათვალის ზედა მარცხენა მხარეს მდებარე ღილაკზე დაჭერით, შეიძლება ერთდროულად ყველა სტრიქონების მონიშვნა ან მონიშვნის მოხსნა.

movedate1

 

ყველა საჭირო პარამეტრის მითითების შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს OK. თუ ყველა მონიშნული დოკუმენტი განმეორებით ჩაწერილ იქნა, მაშინ გამოვა შეტყობინება სანდოობის თარიღის გადატანა დასრულდა წარმატებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა უწყისის ფანჯარა, რომელში ასახული იქნება ის დოკუმენტები, რომლის განმეორებითი ჩაწერა ვერ განხორციელდა.  

 ოპერაციის სანდოობის თარიღის გადატანა შესრულებისთვის საჭიროა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.

 

note შენიშვნა

სანდოობის თარიღის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც მონაცემთა ბაზასთან თქვენი კავშირი ერთპიროვნულია.