საქონლის და მომსახურებების საზომი ერთეულები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > საქონლის და მომსახურებების ქვედირექტორიები >

საქონლის და მომსახურებების საზომი ერთეულები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ნებისმიერი საქონელი აღწერილია ძირითადი საზომი ერთეულით. ეს ის ერთეულია, რომლის მიხედვით ხორციელდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სისტემაში ძირითადი საზომი ერთეულის გარდა საქონლის შეუძლია ჰქონდეს მრავალი სხვა საზმი ერთეულები.

ნებისმიერ საზომ ერთეულს აქვს ძირითადი საზომი ერთეულის გადაანგარიშების კოეფიციენტი. მაგალითად სიგარეტის ძირითადი საზომი ერთელი შეიძლება იყოს კოლოფი, სხვა საზომი ერთეულები ბლოკი, გადაანგარიშების 12 კოეფიციენტით, ყუთი 120 კოეფიციენტით. თითოეულ საზომ ერთეულს აქვს შტრიხ-კოდი. ორგანიზაციაში გამოყენებული საზომი ერთეულები აღწერილია განყოფილებაში საზომი ერთეულები.

 

ქვეცნობარში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა საზომი ერთეულების მეშვეობით.  სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

დირექტორიას საქონლის და მომსახურეობების საზომი ერთეულები აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

საქონელი ან მომსახურება

საზომი ერთეულის კოდი. აუცილებელი ველია.

საზომი ერთეული

საზომი ერთეულის დასახელება.აუცილებელი ველია.

ძირითადი საზომი ერთეულის გადაანგარიშების კოეფიციენტი

აღინიშნება თუ მოცემული ძირითადი საზომი ერთეული რამდენ საზომ ერთეულს უდრის.

შტრიხკოდი

საქონლის შტრიხ-კოდი მოცემული საზომი ერთეულისთვის.

გამოსახულება

საქონლის გამოსახულება საზომი ერთეულის შესაბამისად.

 

შეიძლება დირექტორიაში მონიშნული სტრიქონის რედაქტირება, წაშლა ან მის საფუძველზე ასლის შექმნა.

დოკუმენტებში საქონლის სტრიქონის შეყვანისას ავტომატურად გამოდის ძირითადი საზომი ერთეული, რომლის შეცვლა შეიძლება მოცემული საქონლის ნებისმიერ სხვა საზომ ერთეულზე.

დირექტორიიდან შეიძლება პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები აღნიშნული თერმული პრინტერით შტრიხ-კოდის შემცველი იარლიყის ამობეჭდვა. ამისათვის საჭიროა კონტექსტური მენიუდან ბრძანება იარლიყის ამობეჭდვას შესრულება, რომლის გამოძახებაც შეიძლება როგორც მიმდინარე სტრიქონის, აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის. ბრძანების ამორჩევის შემდეგ საჭიროა ამოსაბეჭდი იარლიყების რაოდენობის, ფასის და ტიპის მითითება.

 

note შენიშვნა

ძირითადი საზომი ერთეულის წაშლა დაუშვებელია.