დირექტორიაში ჩაიწერება ორგანიზაციაში გამოყენებული საზომი ერთეულები (ცალი, ყუთი, შეკვრა და სხვა), საიდანაც შემდგომში შეირჩევა თითოეული საქონლის ან მომსახურეობის ძირითადი და სხვა საზომი ერთეული.
დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა საზომი ერთეულის მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.
ცნობარს საზომი ერთეულები აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
კოდი |
საზომი ერთეულის კოდი. აუცილებელი ველია. |
დასახელება |
საზომი ერთეულის დასახელება. აუცილებელი ველია. |
შემოკლება |
საზომი ერთეულის მოკლე დასახელება. |
შენიშვნა |
---|
საზომი ერთეულის წაშლა დაუშვებელია დირექტორიიდან, თუ არის რომელიმე საქონელი ან მომსახურეობა მოცემული საზომი ერთეულით. |